ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება მეტრზე 1200, რისთვისაც რეგიონებში განსახორცილიელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 000 ლარია გამოყოფილი.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დროს გზის საფარი 500 მეტრზე დაიგო.