საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება. კერძოდ, საქმე ეხება (შ-147) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი - სნო - ახალციხე - ჯუთას საავტომობილო გზის (შ 147) კარკუჩა-ჯუთას კმ 7+520-კმ 15+230 მონაკვეთის მშენებლობა/რეკონსტრუქციისა (რეაბილიტაცია) და ექსპლუატაციის პროექტს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის...
ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. „მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები, სამწუხაროდ. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან...
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მანგლისის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო საკითხებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის(KFW) წარმომადგენლებთან დაბა მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი განიხილა. პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. გუბერნატორის თქმით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 ათასი ლარია.
გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 400 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ სარემონტოა. ბაზის გასაახლებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს. ბაზა ორი წლის წინ, ზაზა ურუშაძის გამგებლობის პერიოდში რეაბილიტირდა, თუმცა ობიექტის ჩაბარებიდან მალევე, შენობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მათ შორის, მწყობრიდანაა გამოსული სველი წერტილები. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას საკრებულომ მხარი რამდენიმე დღის წინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 18...
ქალაქ ახმეტაში, ჟალურის უბანში, სპორტული სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება  70 000 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და მისმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა დაათვალიერეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრა 20 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს. ახმეტაში საჯაროდ განსახილველი პროექტი ძიბახევი-ხადორის ხეობის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია/მშენებლობას მოიცავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთი სოფელ ბირკიანის ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროს (მდინარის მიმართულების საპირისპიროდ) და დასრულდება ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძიბახევი - ხადორის გზის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზვიად ბიაშვილი მერს არჩილ ხანდაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიაშვილის თქმით, გურჯაანის მერმა მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს. "13 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. მან პირველივე დღეს ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსს განცხადების დაწერა მოგვთხოვა, მათ შორის მეც, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა დამეწერა განცხადება....
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონკურსის საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, უკვე შეიქმნა პროექტის ინტერნეტპორტალი. "ონის მუნიციპალიტეტის, უწერას, მრავალძალის და კურორტ შოვის სივრცითი - ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის“ შემსრულებლი გამარჯვებული კომპანია, "არტსტუდიო“ და მისი პარტნიორები პროქტის მიმდინარეობის, ყველა ეტაპის მასალის ხელმისაწვდომობის, საჯაროობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად ორგანიზებას უწევს ელექტრონულ გვერდს zemoracha.info. პროექტის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილედ ბუბა ბერიძე დანიშნა. ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბორჯომში „ქართული ოცნების“ შტაბში ქალაქის ზონას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ახალი მოადგილე მუშაობას 13 თებერვალს შეუდგა. ბერიძემ ბორჯომის მეოთხე საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პოლიტოლოგიის მიმართულებაზე გაგრძელა. შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალობაზე ჩაირიცხა და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, საბურთალოს გამგეობაში სამი წელი...
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მიზანად ისახავს მცხეთის მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ტურისტული პრიდუქტის შექმნას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას, რომელიც ასევე მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობას.  "საქართველოს...
ხობის რაიონში, ყულევის ტერიტორიაზე დაგეგმილი "ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხი დღეს ფოთის საზოგადოებას გააცნეს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სერთიფიცირების ცენტრის, შპს "ეკოსპექტრის“ მიერ მომზადდა, რომელიც ცენტრის დირექტორმა ირაკლი კაველაძემ წარმოადგინა. პროექტის განხილვას ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პრესისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. "შპს "ფაზის ოილი“ ყულევის ადმინისტრაციულ...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უწყება თბილისის განვითარების საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, ინვესტორების დიდი ინტერესის მიუხედავად, ქალაქს საინვესტიციო პორტფელი საერთოდ არ აქვს. "დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, პორტფელი არ არსებობს, თუ რა პროექტები შეიძლება იყოს მოთავსებული ამ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც იქნება ყველასთვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი. საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის მიმართ ძალიან დიდია უცხოელების მხრიდან ინტერესი,...
14 თებერვალს დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. უწყების ცნობით, მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების...
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის 11 ნომერში მცხოვრებლები დაზიანებული საკანალიზაციო მილების შეცვლას ითხოვენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მოსახლეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. მილების გაწმენდის თანხას კი თავად იხდიან. მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს ,,ევროპული საქართველოს’’ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. კომპანია ,,ბათუმის წყალში’’ განმარტეს, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირს წყალარინების ქსელი  არა აქვს და არც გეგმა არსებობს.  რაც შეეხება უფასო მომსახურებას, ბათუმის წყლის პიარ- მენეჯერის თქმით, სეპტიკური  ავზების ამოტუმბვისათვის...
შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ გორის სათემო რადიო "მოზაიკა" წერს. კახა სამხარაძე ამჟამად, საზღვარგარეთ, მივლინებაში იმყოფება და ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი სმენია. "მე დღეს საღამოს ვბრუნდები საქართველოში. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მესაუბრებით. შეიძლება ბინა რომ დავცალე, ამიტომ ვინმემ იფიქრა, რომ თანამდებობა დავტოვე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ბინა ჩემი ხარჯებით მქონდა...
"ჩემი იმერეთი“ - ასე ჰქვია მოყვარული ფოტოგრაფების გამოსავლენად დაგეგმილ ფოტოკონკურსს, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ჩაატარებს. ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14 – 29 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 9 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ საკონკურსო ფოტომასალა ( ერთი ან ორი, ზომა 15 X 20 სმ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ