კახა კალაძე: თბილისის განვითარების საინვესტიციო პორტფელზე ვმუშაობთ

617

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უწყება თბილისის განვითარების საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

თბილისის მერის თქმით, ინვესტორების დიდი ინტერესის მიუხედავად, ქალაქს საინვესტიციო პორტფელი საერთოდ არ აქვს.

“დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა, სამწუხაროდ, პორტფელი არ არსებობს, თუ რა პროექტები შეიძლება იყოს მოთავსებული ამ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც იქნება ყველასთვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი. საქართველოს და ჩვენი დედაქალაქის მიმართ ძალიან დიდია უცხოელების მხრიდან ინტერესი, ასევე, ქართული ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული. დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული პროექტები, ლოკაციები, ადგილები.
თბილისის ზღვის განვითარებას რაც შეეხება, საინტერესო ადგილია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გენერალურ გეგმასთან თანხვედრაში“, – განაცხადა კალაძემ.