საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

603

საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართება.

კერძოდ, საქმე ეხება (შ-147) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი – სნო – ახალციხე – ჯუთას საავტომობილო გზის (შ 147) კარკუჩა-ჯუთას კმ 7+520-კმ 15+230 მონაკვეთის მშენებლობა/რეკონსტრუქციისა (რეაბილიტაცია) და ექსპლუატაციის პროექტს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.georoad.ge