წინა სტატია
აუდიტის სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯზე მიუთითებს. კერძოდ, სამსახურის დასკვნაში წერია, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და სამსახურის უფროსი ლატვიას 8 დღით მივლინებით ეწვივნენ, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა 8.0 ათასი ლარი დახარჯა.
"მოწვევა იყო ქალაქ მადონადან, სადაც იმართებოდა ფესტივალი 4 ივნისიდან 11 ივნისამდე. გამგებლის ბრძანებით, ქალაქის ფესტივალის ღონისძიებაზე დასასწრებად პირები მიავლინეს მადონაში 4 ივნისიდან 8 ივნისამდე, ხოლო...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მერიის მიერ დაქირავებული კომპანია, მთავარ გზას წმენდს. ,,საგზაო სამშენებლო #1"-ის თანამშრომლები სანიაღვრე სისტემას არ ეხებიან. ამის გამო, სოფლის შესასვლელში, ქვედა უბანში მდებარე სახლები კვლავ დატბორვის წინაშე დგას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიაღვარი ატენის მხრიდან ყოველი წვიმის დროს ჩამოედინება. ორი დღეა, კომპანიის წარმომადგენლები გზას სწორედ ასეთი ნიაღვრისგან ჩამოტანილ ქვიშისგან ასუფთავებენ. ,,დავალებული გვაქვს, რომ...
წინა სტატია
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამგებლის წარმომადგენლის იტალიაში მივლინებისთვის თანხები არამიზანობრივად გამოყო.
კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მივლინებაზე ლატვიასა და იტალიაში 5.0 ათასი ლარი დახარჯა, ლატვიის მივლინებისთვის 1.9 ათასი ლარი, ხოლო იტალიის მივლინებისთვის - 3.1 ათასი ლარი დაიხარჯა.
ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წელს გამგებლის წარმომადგენელი ლატვიაში, მთის კურორტ სიგულდაში მიიწვიეს. გამგებლის...
წინა სტატია
დედაქალაქსა და სხვა თვითმმართველობებში უნებართვო მშენებლობებსა და ნებართვის პირობების დარღვევაზე განსხვავებული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ზოიძე განმარტავს, რომ უკანონო მშენებლობასა და სანებართვო პირობების დარღვევაზე თბილისში ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, ხოლო სხვა თვითმმართველობებში 3 ათასი ლარი.
„როცა სამშენებლო ობიექტზე დარღვევა იქნება, ჯარიმა 30 ათასამდე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული, მისი შეუსრულებლობა...
თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩაიშალა. ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი არც ერთ კომპანიას არ წარუდგენია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თბილისის მერია სამუშაოებისთვის დაახლოებით 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავდა. რეაბილიტაცია კი, გამარჯვებულ კომპანიას 180 დღეში უნდა დაესრულებინა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხიდის გამოკვლევების პროცესში რიგი დეფექტები და დაზიანებები დაფიქსირდა.
„ხიდზე გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციონაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე...
წინა სტატია
16-17 თებერვალს, ბორჯომში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო წარმომადგენლები და ექსპერტები. ინფორმაციას პარლამენტის პერსსამსახური ავრცელებს.
"ჩვენი მიზანია, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა...
შიდა ქართლში "აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, განხორციელდა 47 740 ლარის ინვესტიცია.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასათბურე მეურნეობაში შესაძლებელი იქნება 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს შეადგენს.
"პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130-მა ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800...
სენაკში, ქალაქის თეატრალურ მოედანზე სვეტის ტიპის ელექტროსაათის აღდგენა დასრულდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით განახლებული ქალაქის მთავარი საათი თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
ამავე წყაროს თანახმად, უახლოეს პერიოდში საათს გონგის ხმის ფუნქცია დაემატება.
https://www.youtube.com/watch?v=GpOE4FpoeLo&feature=youtu.be
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ სამშენებლო კომპანიებისთვის რეგულაცების გამკაცრების კანონპროექტის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც თავის მხრივ, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის საგანია. მან მადლობა გადაუხადა კალაძეს ამ ინიციატივისთვის.
“დღეს სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებასთან...
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მშენებლობებზე დარღვევების შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
"ჩვენ ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგს და ამ პროცესს გაზაფხულზე დავასრულებთ. მგონია, რომ სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, იქნება წარმატებული და მკაცრი კანონის ფარგლებში", - განაცხადა...
წინა სტატია
თბილისის მერს კახა კალაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კახა კალაძემ მედიასთან სამშენებლო კომპანიებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
"ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის ( I - ეტაპი ) სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.
ახალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს. პროექტისთვის ( I - ეტაპზე) ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარია გაყოფილი, ჯამში კი 4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს.
ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს....
ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აქედან მილიონ 329 ათასი ლარი აღსაზრდელების კვებისთვისაა გამოყოფილი. დარჩენილი თანხა ხელფასზე და ჰიგიენის საშუალებებისთვის იხარჯება. ოფიციალური ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბაღებში 4 ათასი ბავშვი ირიცხება. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კვების მენიუში ცვლილება არ შესულა.
დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, ერთი ბავშვისთვის დღეში იხარჯება: 30 გრამი შაქარი, 20 გრამი...
მალე ზუგდიდს საჭადრაკო სკოლის განახლებული შენობა ექნება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეკონსტრუქცია, კერძოდ არსებულ შენობას მეორე სართული დაემატება, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების გასამართი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
იგეგმება წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემის მონტაჟი. განახლდება შენობის გარე იერსახეც .
რეკონსტრუირებული შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. სამუშაოები მარტში დაიწყება. პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარია.
2018...
"2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების დამატებითმა ანაზღაურებამ შეადგინა
1 311.9 ათასი ლარი, რაც თანამდებობრივი სარგოს 72%-ია. ერთმა მოხელემ დამატებითი
ფინანსური და ანაზღაურება მიიღო 13-ჯერ, 16-მა მოხელემ - 12-ჯერ, 56-მა მოხელემ 11-ჯერ, ხოლო 102-მა
მოხელემ - 10-ჯერ. ერთ მოსამსახურეზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია წლიური
თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით, 3-მა მიიღო სარგოს 100%-ის, 12-მა - 90%-ზე მეტი
მოცულობით და ა.შ. საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და
აპარატის უფროსმა...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სკვერი დააზიანეს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სკვერიდან მოპარულია რკინის კარი, დაზიანებულია ღია სცენა და ღამის განათების სისტემა, ქვით ჩამტვრეულია მეტალოპლასტმასის ძვირადღირებული კარები და ფანჯრები.
,,სკვერი სულ სამი წელია გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რაზედაც დაიხარჯა დაახლოებით 40 ათას ლარამდე. 3 წელიწადში განადგურდა სკვერი", - ამბობს სოფელ ნუკრიანის მცხოვრები მაია ბიძინაშვილი. მისივე ინფორმაციით, სკვერს არ ჰყავდა ზედამხედველი.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































