შიდა ქართლში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

462

შიდა ქართლში “აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში სასათბურე მეურნეობა გაიხსნა. ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, განხორციელდა 47 740 ლარის ინვესტიცია.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სასათბურე მეურნეობაში შესაძლებელი იქნება 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს შეადგენს.

“პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130-მა ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800 000 ლარს გადააჭარბა”,-აცხადებენ მერიაში.