წინა სტატია
ბათუმში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სწორედ ამდენი K2 კოეფიციენტის გაზრდის შუამდგომლობით მიმართა მთავრობამ ბათუმის მერიას 2013 წლიდან დღემდე.
რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, არასრულ 4 წელიწადში, ბათუმის მერიასთან ინვესტორებს 167 უშუამდგომლა. უცნობია რამდენ მშენებელს უთხრა უარი.
ზურაბ პატარაძემ, არასრულ 2 წელიწადში, 62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია. მთავრობის ინფორმაციით 300 ინვესტორის განცხადება იყო შესული K2...
ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება. კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციის, სოციალური და არაკომერციული მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირება, და ა.შ.
საგრანტო კონკურსის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც უპასუხებენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც...
პროექტის ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი” ფარგლებში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ზღაპარი წაუკითხა. ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.
ეს პროექტი რუსთავის მერიის ინიციატივით, რუსთავის 70 წლის იუბილის აღსანიშნავად მიმდინარეობს და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების ფარგლებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები პატარებს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა საბავშვო-ბაღში ზღაპრებს წაუკითხავენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" მეოთხე ფრაქცია შეიქმნა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გურჯაანის საკრებულოს აპარატის უფროსის თინათი ბიწაძის თქმით, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე საკრებულოს წევრი რამაზ უტიაშვილი იქნება, მოადგილის თანამდებობა კი თეიმურაზ ზარდიაშვილმა დაიკავა.
"ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 6 ფრაქციაა შექმნილი: ესენია: ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება -მრეწველები’’, ,,ქართული ოცნება -კონსერვატორები’’, ,,ევროპული საქართველო“, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,გურჯაანი’’. 19...
სოფელ სამღერეთში 40 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას; ახალი საბავშვო ბაღის შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები.
"მნიშვნელოვანია, რომ...
წინა სტატია
ახალციხის საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც თანამდებობის პირები არ არიან, აქტივობებისათვის გაწერილი ხარჯი 90 ლარით გაუზარდეს. აქტივობებში შედის მოსახლეობასთან შეხვედრებიც. "სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, იცნობენ თუ არა ადგილობრივები თავიანთ დეპუტატს.
თავად დეპუტატები კი ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან, მათ პრობლემებს ისმენენ და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებამდეც მიაქვთ. თუმცა, მათი შეხვედრები არც წინასწარ დაგეგმილია, არც საკრებულოს აპარატთან შეთანხმებული და არც საჯაროდ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელის საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ტატანისი-სვირი-ბოგას საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი მოეწყობა (მესამე ეტაპი). სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი აქაც გამოაცხადა. ეს პროექტიც რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
134 მოსახლეს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები გადაეცა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ჩვენ უკვე რამდენიმე კოოპერატივს გადავეცით სათიბ-საძოვრები. ოჯახებს, რომლებსაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ, 25-წლიანი იჯარით 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს გადავცემთ.
ეს არის 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ეს პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დანადგარით. რაჭაში ჩემთან შეხვედრისას, ამ...
აჭარის მთავრობამ სამშენებლო ობიექტისთვის K2 კოეფიციენტის მინიჭების უფლება მერიას გადასცა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა მინისტრს მერიისთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
აქამდე არსებული წესის მიხედვით, K2 კოეფიციენტის ზრდაზე მოთხოვნა მთავრობიდან მერიაში უნდა შესულიყო. კოეფიციენტის ცვლილების მიზეზი უნდა ყოფილიყო მშენებარე ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობა ან რაიმე გამონაკლისი შემთხვევა.
აჭარის მთავრობის წინა ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ ბათუმის...
შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ თანამდებობა დატოვა. გუბერნატორის თქმით, ოქრომელიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროში განაგრძობს. ინფორმაციას გორის სათემო რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.
"მოზაიკის" ცნობით, ეს ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციაში დაადასტურეს.
გუბერნატორის კახა სამხარაძის თქმით, პრემიერმინისტრის აპარატის რეკომენდაციით, გუბერნატორებს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლებათ. თუმცა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის" თანახმად, ცნობა იმის შესახებ, რომ გუბერნატორის მეოთხე მოადგილის შტატი გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პრემიერ მინისტრის...
2018 წლის 15 თებერვალს ბათუმის საკრებულომ ქალაქში არსებულ ერთ-ერთ რეკრეაცულ სივრცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიციის საფუძველზე მიანიჭა. ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს.
ი. ჯავახიშვილის ქ. N2-8-ში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამართული ღია შეხვედრების - „შენი ხმა საბჭოში“ -...
ადიგენში, სადაც 55 სოფელში ერთ დროს, 64 ბიბლიოთეკა მუშაობდა, ახლა მხოლოდ 6 მოქმედებს. "სამხრეთს კარიბჭის" ცნობით, ამ 6 მოქმედი ბიბლიოთკიდან თითო-თითო სოფელ უდესა და არალშია, დაბა ადიგენში 2, ხოლო კურორტ აბასთუმანშიც ასევე 2 ბიბლიოთეკაა.
ადიგენის სოფლებში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ბიბლიოთეკების გაუქმება 2006 წლიდან დაიწყო. ადიგენში 64 ბიბლიოთეკიდან 58 დაიხურა და მხოლოდ 6 დარჩა. გამოკეტილი ბიბლიოთეკებიდან ფონდების ნაწილი სკოლების ბიბლიოთეკებს...
საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თვალყურს ადევნებს, რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ამჯერად წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის შედეგებს:
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 28 იანვარს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის შესახებ.
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219...
ზუგდიდის მერიამ საქართველოს ფეხბურთის უსინათლოთა ნაკრების წევრს და ზუგდიდის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ბაჩუკი ხასაიას გამცილებელი დაუნიშნა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
„2 წელია ვითხოვ უსინათლოებისთვის მომვლელის დანიშვნას, უსინათლოთა კავშირის სახელით ვითხოვდი. მე ვითხოვდი მომვლელი დაენიშნათ იმისთვის, ვისაც ეს ეკუთვნოდა. დაახლოებით 15 ასეთი ადამიანია ზუგდიდის უსინათლოთა კავშირში. მერიაში ამას მომვლელს ეძახიან, თორემ მას გამცილებელი ჰქვია. გუშინ გადაწყდა, რომ მარტიდან მერია 100 ლარს გადაუხდის ადამიანს, ვინც...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს.
ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
"ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 4 თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია. პროექტის ფარგლებში დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები...
წინა სტატია
2015 წელს რეაბილიტირებული გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, კვლავ სარემონტოა, მაშინ, როცა ბაზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.
უწყების ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „გილმარი 2-თან“, რომელსაც სამუშაოები 358.9 ათას ლარად უნდა შეესრულებინა.
2017 წლის 28 ივნისს აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































