საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, სტადიონების ინფრასტრუქტურის განხორციელების პროგრამის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ექვს სტადიონზე დაიგება საერთაშორისო სტანდარტის მინდვრის საფარი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა – ფოთში, ქობულეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, საჩხერის რაიონში, სოფელ ივანწმინდაში (სადაც ”ჩიხურა” თამაშობს) და ბოლნისში. საფარის გარდა, ამ სტადიონებზე მუნიციპალიტეტების მიერ სხვადასხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიცაა დაგეგმილი. მაგალითად, სამტრედიას ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ხელოვნური საფარის...
ასპინძის მერიაში რწმუნებულებისა და მათი ასისტენტების შესარჩევად გამოცხადებულ 21 ვაკანსიაზე 151 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მეორე ეტაპისთვის 92 განაცხადი შეარჩიეს. მეორე ეტაპი საკონკურსო კომისიისთვის პოზიციების შესაბამისად, ზეპირი დავალებების, კაზუსების ჩაბარებას გულისმობს. როდის დაიწყება კონკურსის შემდეგი ეტაპი, ჯერ უცნობია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა ლაითურის მოსახლეობა სოფლის გზაზე მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათ დღეს გზაც გადაკეტეს. მოსახლეობის თქმით, მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილების გამო, გზა მნიშვნელოვნად ზიანდება და ჰაერის დაბინძურებასაც იწვევს. ოზურგეთის მერის მოადგილის ოსიკო თოთობაძის თქმით, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი გზის  სამშენებლო სამუშაოების შემდგომ, აღნიშნულ გზაზე ე.წ. სასწორი დამონტაჟდება და სატვირთო მანქანების ნაწილი ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლებს. „ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა...
მარშალ გელოვანის გამზირზე, საკალათბურთო მოედნის მშენებლობის ადგილიდან ნარგავების შენარჩუნების მიზნით, ექვსი ხე-მცენარე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ხე-მცენარეების გადარგვა აგროტექნიკური ღონისძიებებისა და ნარგავების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის საჭირო პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა, რომლის დროსაც, ადგილზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იმყოფებოდნენ. დიდუბის რაიონის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მოედნის...
აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. კერძოდ, შპს "თხუნელა-პროფმა" 2015 წლის დეკემბერში  7 საბავშვო ბაღის (თეთრიწყაროს N1 და N2; სოფლების: ჯორჯიაშვილის, კოდის, ხაიშის, წინწყაროს და გოლთეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, რისთვისაც 203.4 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების საგარანტიო ვადა 2 წელს შეადგენს. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, დათვალირების შედეგად დადგინდა, რომ საბავშვო ბაღებში სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ - დაზიანებული...
მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებას, რომელიც მარეთის სახელწოდებით არის ცნობილი, შესაძლოა, სოფლის სტატუსი მიენიჭოს და „ივერიონი“ დაერქვას. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს. პირველი მოსახლე იქ 1980 წელს დასახლდა. ნელი დევიძემ მიწის გარკვეული ნაკვეთი სამსახურიდან საკუთრებაში მიიღო. ის პროფესიით მშენებელია და სახლის აშენება დამხმარეებთან ერთად საკუთარ თავზე აიღო. მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ მას შულავერში სახლის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული „ისე გავაკეთე სარდაფი, ოჯახმა...
წინა სტატია მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა უარყოფს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას განცხადებას, თითქოს მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მას უკვირს, რა მიზეზით ან მიზნით გააკეთა დანელიამ ეს განცხადება, რადგან მსგავსი არაფერი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მაჟორიტარს შორის უთანხმოებაა. გრიგალავა droa.ge-ს ამ კითხვაზე მოკლედ პასუხობს. ალექსანდრე გრიგალავა: - არ მომისმენია ოთარ დანელიას განცხადება. არავითარი პოლიტიკური კრიზისი მარტვილში არ არის, ჩვეულებრივი...
წინა სტატია ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 5 დღის წინ წარდგენილ ვახტანგ ჯოხაძეს სავარაუდოდ, რუსუდან მარკიზიშვილი შეცვლის.  სწორედ ის არის წარდგენილი ამ პოსტზე. დღეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული.  ოპოზიცია ამ ცვლილებას "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით ვახტანგ ჯოხაძის განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ ვახტანგ ჯოხაძემ თანამდებობაზე უარი პირადი მოტივით თქვა და კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას. დედაქალაქის მერიაში ახალი სამსახური...
აჭარის მთავრობაში, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვერაზე შპს ,,გეოგრაფიკის“ მიერ წარმოდგენილი ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების საზღვრების შესახებ იმსჯელეს. სევე განაშენიანების ინტენსივობის K2...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდინარე ბჟუჟის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოქმედში, „ბჟუჟა ჰესი 2 “- ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის "ჰიდრო-ენერგეტიკული" დეპარტამენტის უფროსმა დავით ჩაჩხიანმა განმარტა, პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონზე მეტ ლარს შეადგენს. კანონის შესაბამისად, პოტენციურად ასაშენებლი ჰესის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ვერსიის განხილვა გაიმართა, რომელსაც გურიის გუბერნიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და...
შემდეგი სტატია "მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება და ვითარების ესკალაციას ჩვენი თანაგუნდელებიც უწყობენ ხელს" - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და ბატონო ირაკლი მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ჩაერიოთ სიტუაციის გარკევევაში. ფაქტია რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ხელს უწყობს ამ...
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა. ვიზუალური შესწავლის შედეგად, გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული ცალკეული სამუშაოები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ხარვეზები არ გამოუვლენია და შესაბამისად, მიმწოდებლებისათვის მათი აღმოფხვრის მოთხოვნით არ მიუმართავს. "დათვალიერების შედეგად, 8 ხელშეკრულების ფარგლებში (ჯამური ღირებულებით 694.0 ათას ლარი) დაბალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა. შპს "ქვენიფნელის“ მიერ 2014-2015 წლებში შესრულებულია სოფელ ასურეთში ე.წ. "სხვავას დასახლების“ I...
ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ბრძანებით, მუზეუმების გაერთიანების დირექტორად გოგა ტრაპაიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბე" ოზურგეთის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ტრაპაიძე დღემდე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი იყო, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად კი, ის სამუზეუმო გაერთიანებას უხელმძღვანელებს, რომელშიც რაიონში არსებული თითქმის ყველა მუზეუმი და ყველა სახლ-მუზეუმი შედის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი ჩაატარა. ასევე, სამსახურმა 2015-2016 წლებში "წარმომადგენლობითი და აღმასრულებებლი ორგანოების დაფინანსების“ "ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობა შეამოწმა. დასკვნაში წერია, რომ აუდიტის შედეგად სხვადასხვა დარღვევა-ნაკლოვანებები დაფიქსირდა. კერძოდ, საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემისას მუნიციპალიტეტს არ გაუთვალისწინებია რაციონალური და ეკონომიური ხარჯვის პრინციპი და გაცემული პრემიების ჯერადობა საკრებულოს მიერ დადგენილი ნორმას აღემატება. გარდა ამისა,...
ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის N10-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი გაიხსნება. ინფორმაციას ჩურუღეთის გამგეობა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, 320 მ2 ტერიტორიაზე დაგეგმილია საბავშვო მოედნის მოწყობა, განათებებისა და საპარკე სკამების მონტაჟი. სავალი ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყობა. ამ ეტაპზე, სკვერის დაგეგმარების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება. სკვერის მშენებლობა...
საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს სხდომის დღის წესრიგი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული. „საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, ფარულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს ხოლმე დღის წესრიგი. წარმოუდგენელია დეპუტატმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმ პირობებში, როდესაც 23:00 ან 23:30 საათზე შემოდის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ