წინა სტატია
ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა, რომელიც ამავდროულად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტიც არის.
კალაძის თქმით, ის ყოველდღიურ საქმიანობაში ხედავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს, "რადგან სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ერთხელ უკვე ძირეული რეფორმა განხორციელდა...
წინა სტატია
ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ხედვის სტრატეგიის პრეზენტაციაზე პარლამენტში მიწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა. მან გაეროს განვითარების მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ასევე შვეიცარიისა და ავსტრიის ელჩებს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში ამ საკითხის წინ წამოწევისთვის.
კობახიძის თქმით, ამ სტრატეგიის წარდგენით ხელისუფლება იწყებს ძალიან მნიშვნელოვან, დეცენტრალიზაციის რეფორმას. "დეცენტრალიზაცია არის დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის სისტემის ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი", - თქვა კობახიძემ.
"იმისთვის, რომ...
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარადგინა.
პრემიერმა გამოსვლის დროს რეგიონებში ცხოვრების სხვადასხვა დონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრა. მისი თქმით, ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ ხალხს აიძულებდა თავიანთი სოფლების დატოვებას და ქალაქში წასვლას, კვირიკაშვილის თქმით, ბევრმა მათგანმა საქართველოს დატოვა." ჩვენი პრიორიტეტია რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ", -...
ქობულეთში ინერტულ მასალას სანაპიროზე გაზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე შეიტანენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
თვითმმართველობაში ამბობენ, რომ გასულ წელს სანაპირო ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი შეხვდა რადგან ტალღებმა ინერტული მასალა ზღვაში დროულად ვერ გაიტანა, ამიტომ თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირაღდგენითი სამუშაოები ოქტომბრის თვეში იგეგმება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა, რომელმაც პლაჟზე 557 550 ლარად 60...
თიანეთის მერის ყოფილი წარმომადგენლები - ნატო სუარიშვილი, გრიგოლ კახოშვილიდა კახაბერ კუჭავა განცხადებას ავრცელებენ და პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულს მიმართავენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
”განაწყენებულმა მერმა წარმომადგენლების მიმართ წამოიწყო დისციპლინური წარმოება, რომელიც პირველი დღიდან ბოლო დღემდე მიმდინარეობდა დარღვევებით. წარმოების დამთავრებამდე არც კი გაგვაცნეს საქმის მასალები. მიუხედავად თავისივე დანიშნული დისციპლინური კომისიის დადებითი...
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება.
რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრთან შეთანხმებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი შეხვდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას.
ამასთან, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ოზურგეთში, ხულოსა...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას ლაშა გოგიამ უპასუხა. ის ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არავითარ კორუფციული გარიგება არ არსებობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"ეს მიწა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ მანანა მიქავას სურს შემოიტანოს წინადადება და განახორციელოს საინვესტიციო პირობები, ჩვენ მივიღებთ და განვიხილავთ მას. ჩემთან ინვესტორი არ მოსულა. პირიქით, მადლობელი ვიქნები, თუ...
ზუგდიდის მკვიდრი და შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მიწაზე, რომელიც მას ახალი ხელშეკრულებით უნდა გადასცემოდა, მშენებლობას სხვა კომპანია იწყებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მიქავა ამბობს, რომ მას წინა მერისა და საკრებულოსგან ამ ტერიტორიის დაბრუნების პირობა ჰქონდა, თუმცა, მათ ეს პირობა არ შეასრულეს.
„რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპირებენ კომპლექსის...
თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მთაწმინდის ქედის ჩამოშლა გააპროტესტეს. ქედის ადგილას სასტუმრო "თბილისი სასტუმრო მთაწმინდაზე" შენდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებმა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ შეჩერდება აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.
სასტუმროს მშენებლობის სამუშაოებს კომპანია "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+" აწარმოებს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 4 მარტს მესტიაში საპროტესტო აქცია გამართეს და სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათ ხელისუფლებას დრო 5 მარტამდე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები"- ამის შესახებ ზემო სვანეთში თემთა შეკრების განაცხადშია აღნიშნული.
ადგილობრივებმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს,...
წინა სტატია
დღეს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართება.
ახალ კონცეფციას პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი წარადგენენ. ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის...
ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ 101 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, პროცესი კი 1 მაისს დასრულდება - ამის შესახებ დღეს ბათუმის მერმა ისაუბრა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ლაშა კომახიძემ თვითმმართველობის ახალი სტრუქტურა წარადგინა. მერიაში 9 ნაცვლად 10 სამსახური იმუშავებს, დაემატა ახალი განყოფილებებიც. ლაშა კომახიძის განმარტებით, სამსახურის უფროსებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ. ასევე გაუქმდა და გაერთიანდა რამდენიმე ა(ა)იპ-ი.
შეიქმნა ახალი, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, რომელიც სამ განყოფილებას აერთიანებს. ერთი მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვისა და რისკების...
1 მარტს, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები ბორჯომში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხდნენ და იმ პროეტების შესახებ ისაუბრეს, რომელბიც ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD–ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. შეხვედრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ 2015–2017 წლებში ბორჯომში 1 000 000 ლარის ღირებულების 28 პროექტია დაფინანსებული.
„ვიმყოფებოდი...
2 მარტს, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მდივნის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას 18 კონკურსანტი იღებდა, თუმცა გასაუბრებაზე 9 გამოცხადდა გამოცხადდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
"ამ კონკურსში საკონკურსო კომისია არ მონაწილეობას. გასაუბრება ჩაატარა მერმა, დოკუმენტალურად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 9 კონკურსანტი გამოცხადდა, მერი თავად შეარჩევს მდივანს. შეუძლია გასაუბრების დღესვე შეარჩიოს“, – განაცხადა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის...
წინა სტატია
თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადების მომზადებას ეხება, უმრავლესობა იმსჯელებს. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
„განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა მათ მიერ დასმული საკითხები მოვინიშნეთ და ამაზე ვიფიქრებთ. კერძოდ იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი განცხადება მომზადდეს და რა შეიძლება მასში აისახოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
დეპუტატი სალომე სამადაშვილის მიერ შეხვედრის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ...
თბილისის მერია ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას იწყებს. ამის გამო ხიდით სარგებლობა 3 მარტიდან შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ავრცელებს.
საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. პროექტი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































