თბილისში მთაწმინდის ქედის ჩამოშლა და მის ადგილას სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს

469

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მთაწმინდის ქედის ჩამოშლა გააპროტესტეს. ქედის ადგილას სასტუმრო “თბილისი სასტუმრო მთაწმინდაზე” შენდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

აქციის მონაწილეებმა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება მოითხოვეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა არ შეჩერდება აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს.

სასტუმროს მშენებლობის სამუშაოებს კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+” აწარმოებს.