შპს “მარნეულის სოფწყალის” უფროსად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი დაინიშნა. აბდულაევის თქმით ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 2018 წლის 7 მარტიდან შეუდგა.  ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს. თავდაპირველად შპს “მარნეულის სოფწყალის” ხელმძღვანლის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადება მარენეულის მერმა, თემურ აბაზოვმა გასული წლის 8 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. იმ დროისათვის “მარნეულის სოფწყალის” დირექტორი ბადრი ქველაძე მერის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლოდა და...
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სტრასბურგში ასაჩივრებს. „2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ზეწოლის ყველა უკანონო ბერკეტი არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად (მათ შორის: ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ძალადობა, მოსყიდვა და ა.შ). ამას გარდა, დამკვიდრდა გაყალბების სრულიად ახალი პრაქტიკა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ფორმალურადაც კი არ განიხილა ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივრები და საერთოდ არ იმსჯელა...
თელავის თეატრში რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მიმდინარე წლის სამუშაო გეგმის შესახებ ინფორმაცია კახეთის გუბერნატორმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა წარადგინეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტების ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "იზრდება კახეთის ეკონომიკური პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე მეღვინეობის კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის მზარდი პოტენციალი. ეს სააგენტო კახეთისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ყველა ინვესტორს,...
შესაძლოა მარნეულში, გზებზე გარევაჭრობა აიკრძალოს.ამ თემაზე მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა ოფიციალურ ვებგვერდზე ვიდეოთი გააკეთა განცხადება. ამის შესახებ "მარნეულის რადიო" წერს. აბაზოვის თქმით, გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს, რადგან ის, ერთი მხრივ საფრთხისშემცველია, მეორე მხრივ, მარნეულის იერსახეს ამახინჯებს.  მისივე თქმით, მოვაჭრეებს გაფრთხილება უკვე მისცეს და მათ ერთი კვირის ვადა აქვთ. გარემოვაჭრეებს გონივრულ ვადებში შესაძლებლობა ეძლევათ თვითნებურად დაშალონ კონსტრუქციები და გადავიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე. აბაზოვის თქმით...
16 მარტს გორში „ოკუპაციის მუზეუმი“ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ უმასპინძლებს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. მუზეუმი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე 2 კორპუსში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები ქრონოლოგიურად ასახავს რუსულ აგრესიასა და ომის შემდგომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. გახსნის ღონისძიებას, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და სამეცნიერო საზოგადების წარმომადგენლებიც...
გორში, "ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-განახლებისთვის გორის მერია არქიტექტორებსა და სპეციალისტებს, პროექტის შესამუშავებლად 80 დღე მისცა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს. პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს ველობილიკები, გორის ციხესთან...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო მოედან „ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტადიონზე ხელოვნური საფარი ბუნებრივით შეიცვლება. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. „ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. „მსგავსი პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის. „ჩელე არენაზე“ სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ფეხბურთის პოპულარიზაციასა და...
ჩაისუბანში 1000-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩაისუბანში წყალმომარაგების პრობლემა ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურული პროექტი მასშტაბური იყო და სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა. მოეწყო სათავე ნაგებობა, რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები, აშენდა საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდა, ასევე მოეწყო წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. პროექტის...
ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო, გაკვეთილები დროებით ნაქირავებ სახლში ტარდება. სკოლაში სულ 38 მოსწავლე სწავლობს. ამ ეტაპზე სასწავლო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყობა ბიბლიოთეკა, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით ასევე, ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ახალი სკოლით ძენწმანის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ. რეაბილიტაციის ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური დაფარავს. საკითხზე მემორანდუმი აჭარის განათლების სამინისტროსა და...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ადგილობრივი მთავრობა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერია ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ბრიფინგი პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ კოპლექსის გაშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე მერის მეგობარია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის თანახმად, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი; მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი; ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის...
წინა სტატია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, დედაქალაქში ტაქსების ლიცენზირება იმისთვის არის საჭირო, რომ თბილისში ტაქსების რაოდენობა დადგინდეს. ამის შესახებ მან იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პირველი მოსმენით ტაქსებზე სანებართვო რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონდებლო პაკეტი წარადგინა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „ვერ ნახავთ ქალაქს, სადაც ტაქსების მოძრაობა შესაბამისი წესებითა და ნებართვებით არ არის რეგულირებული, მით უფრო იმ ქვეყნებში, რომლის...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად - ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება. ამის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ამასთან, მაია ბითაძის თქმით, თბილისში მოძრავ ტაქსებში მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო იქნება. მისივე თქმით, ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3...
წინა სტატია ქუთაისის მერია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის გაცემულია სპეციალური ნებართვა. ამის შესახებ IPN-ი წერს. „მათ აქვთ ვადები და ჩემი ინფორმაციით, ინტენსიური სამუშაოები დაიწყება მაისის თვეში. ამ პერიოდისთვის მოსამზადებელი სამუშაოების 40 % შესრულებულია. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე, გაგრძელდება სხვა ლოკაციებზე მუშაობა, რომლის შემდეგ განისაზღვრება...
წინა სტატია 1-ელი მარტიდან დღემდე მიკროავტობუსის გაჩერების ახალი რეგულაციის დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში 100-ლარიანი საჯარიმო სანქცია არ გატარებულა. პირველ ჯერზე მხოლოდ 22 მძღოლი დაჯარიმდა, რომელსაც 2 დღით მუშაობის უფლება ჩამოერთვა. „როგორც მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან 14 ქუჩაზე შეიცვალა გაჩერების წესი და მიკროავტობუსებმა მხოლოდ მოსაცდელებზე უნდა გააჩერონ. საამისოდ გატარდა საინფორმაციო კამპანია...
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 560 ათას 953 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ძირითადად, ფერდსამაგრი ნაგებობების/გაბიონების მოწყობას გულისხმობს, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერძო ნაკვეთებში. სამუშაოები  26 ადგილზე, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში უნდა ჩატარდეს. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებში პროცესები კვლავ განვითარდეს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა თუ გზებს. სოფელი ქობულეთი – ნოდარ (ასლან)...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ