თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა. სხდომაზე სოფრომაძემ მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე წარადგინა, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 7 მარტიდან შეუდგა. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს.
მანუჩარ ფანჩულიძე წლების განმავლობაში თერჯოლის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად კი, ის თერჯოლის საკრებულოს წევრი და სოფელ ძევრის მაჟორიტარი გახდა.
ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის დასახლებაში, სპორტული ბაზის მშენებლობის მიღება- ჩაბარების აქტი გასული წლის დეკემბერში სამშენებლო სამუშაობის დასრულებამდე ჩაიბარა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
დუმბაძის თქმით, ბაზაზე ამ დრომდე მწვანე საფარი და შენობა მზად არ არის და სამუშაობი მიმდინარეობს. დუმბაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ,,დინამოს’’ თამაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოუწია და არა ანგისში აშენებულ ბაზაზე. მისივე თქმით, ბაზის...
ფოთის მერიის ოფიციალური ვებგვერდი - poticity.ge 3 თვის გადაუხდელობის გამო გათიშულია. ამის შესახებ ინფორმაცია Droa.ge-ს Proservice-ის ტექნიკურმა სამსახურმა დაუდასტურა.
ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანი კილასონიამ Droa.ge-ს თავდაპირველად განუცხადა, რომ საიტი დროებითი ხარვეზის გამო გაითიშა, ხოლო მას შემდეგ რაც Proservice-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ შეიტყო თქვა, რომ ვებგვერდი ახალ მისამართზე გადადის და სწორედ ამ მიზეზით გაითიშა.
ამ დროისთვის ფოთის მერიის...
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები გააცნო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზში წერია, გიორგი მიშელაძემ ისაუბრა მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის, რძის მწარმოებელი და მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი)...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ყოფილი „სანატორიუმი ივერია“ 500 000 ლარად გაასხვისა. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „ივერია პალასს“ საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 60 ადამიანის დასაქმებას.
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის...
ექსპერტები ასოცირების ხელშეკრულების დადებით მხარეებზე და შესაძლებლობებზე, საზოგადოების და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირების დაბალ დონეზე საუბრობენ და მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს.
სპეციალისტების განმარტებით, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმ სიკეთეებს და შესაძლებლობებს, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება სთავაზობს, ვერ იყენებენ.
ექსპერტი კოტე კანდელაკი განმარტავს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავი რეგიონულ განვითარებას გულისხმობს,...
მეზღვაურთა ქუჩაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა: ასფალტ - ბეტონის საფარი; საყრდენი კედელი; ბაზალტის ბორდიურები; ტროტუარები ორშრიანი დეკორატიული ფილებით; უსინათლოთა ბილიკები.
პროექტის ღირებულება 344 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ერტედე“ ასრულებს.
ბათუმის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობასა და ქალაქის მერს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.
ლაშა კომახიძე ოპოზიციის შეხვედრაზე არ მივიდა. მირდატ ქამადაძის შეფასებით, მერი კრიტიკულ შეკითხვებს გაექცა. მისივე თქმით, შეკითხვები აქტუალურ თემებს შეეხება, როგორიცაა, მშენებლობა რუსთაველის ქუჩაზე, ხელფასების გაზრდა საბავშვო ბაღებში და რატომ მიდიოდნენ ბათუმელი შემსრულებლები პუტინის მიერ დაფინანსებულ ფესტივალზე რუსეთში.
ბათუმის მერის განცხადებით, შეხვედრა ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მოუხერხებელ დროს...
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ხორციელდება საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, განისაზღვრა ფოთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის გაზაფხულზე სტაჟირების გამვლელთა რაოდენობა.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ...
წინა სტატია
ადიგენის ექვს სოფელში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაციისთვის 64 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ვერცერთი ობიექტის დასრულება ვერ მოხერხდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ადიგენში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული პროექტების დათვალიერებისას გამოავლინა, რომ ექვს სოფელში: ნაქურდევი, მლაშე, ციხისუბანი, ნამინაური, პატარა ზანავი და არზნე, მოწყობილი სარიტუალო სახლები დაუსრულებელია.
"მიზეზი ისაა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე არ დგებოდა ერთიანი პროექტი და მშენებლობა წლების განმავლობაში...
ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი ბინების სახურავების და ეზოების კეთილმოწყობა იწყება. ელექტრონული ტენდერი 3 მრავალსართულიანი სახლის სახურავის კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე თვის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოების კეთილმოწყობაც. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით 200 ათასი ლარით ფინანსდება.
ქალაქ ფოთში მრავალსართულიანი სახლების კაპიტალური რემონტი ორ ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს 6 საცხოვრებელ კორპუსს მოეხსნება სახურავის...
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ცენტრში მცენარის მავნებლის თუ სხვადასხვა სახის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები და სპეციალური ტექნიკა გაიყიდება. ასოციაციის დირექტორ გიორგი თოდუას განმარტებით, მომსახურების ცენტრი ასოციაციის წევრ ფერმერთა თხოვნით დააფუძნეს:
"აქ ადგილზე ფერმერებს გაუწევენ რეკომენდაციებს წამლობის სქემებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის შესაწამლი...
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, შესამუშავებელია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები აისახება. ამის შესახებ კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეისათვის ძალიან შეზღუდულია თვითმმართველობის უფლებამოსილებები. მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. ეს უნდა გაკეთდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადი დავკარგეთ. ვგულისხმობ...
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ პროგრამის მენეჯერებს ანზორ მეგრელიშვილსა და გიგა გლუნჩაძეს შეხვდა. ინფორმაციას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის სოციალური პროექტის - ,,განავითარე შენი რეგიონი’’ ფარგლებში გაიმართა.
სტუმრებმა ქალაქის მერს იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებსაც „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდებისთვის ბანაკებს აწყობს, რათა მათ საშუალება მიეცეთ, თავიანთი რეგიონის...
წინა სტატია
ადიგენის თვითმმართველობამ, 2015–2016 წლებში, ხელშეკრულებით კანონით დაშვებულზე მეტი თანამშრომელი აიყვანა და მათ ორ წელიწადში 14 000 ლარი პრემია გადაუხადა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.
2015–2016 წლებში, ადიგენის თვითმმართელობაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობა 77-88 ერთეულს შეადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველობას შეეძლო, ხელშეკრულებით აეყვანა გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობის 10%, მაგრამ მეტი ადამიანი დაასაქმა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შეეძლო,...
ცენტრალური მთავრობის დღევანდე სხდომაზე დიდი მიტარბის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა: "გეგმა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანსა და დიდ მიტარბს ყველაზე თანამედროვე კურორტებად აქცევს".
„აღნიშნული გეგმა დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ასევე, სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდაზე და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































