წინა სტატია თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირების საფასურის დაწესებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ხმალაძე ამბობს, რომ ეს განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, არ აზუსტებს.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ მუშაობას სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ და წარვუდგენთ საზოგადოებას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე პარკირებასთან დაკავშირები, "- განაცხადა...
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე,  ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას  სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანსპორტო მოთხოვნებს. პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია. ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის შედეგად, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზაზე მგზავრობა უფრო...
წინა სტატია თბილისის მერიაში, ვიცემერ ირაკლი ხმალაძესა და კომპანია სიტი პარკს შორის შეხვედრა დასრულდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "სიტი პარკის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომპანიის მიერ მერიისთვის ფუნქციების გადმობარების საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ძალიან კარგია, რომ კომპანია...
ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ოზურგეთის ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.  ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერმა თამაზ ტრაპაიძესთან, ლევან ხინთიბიძესთან და ირაკლი პაპავასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების დეტალები განიხილა. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების მონიტორინგის მიზნით პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობას ხედავს, რათა...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე ოფელ სიქთარვის ადმინისტრაციულ შენობაში იყო, სადაც შესაბამისი სარემონტო და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დროებით სიქთარვის საჯარო სკოლა განთავსდა. მერმა საკლასო ოთახები და საჯარო სკოლის ძველი შენობა დაათვალიერა, რომლის დემონტაჟიც მალე დაიწყება. 2018 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავიდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო...
ზესტაფონის მერიიდან 2017 წელს გათავისუფლებული იამზე მარაქველიძე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სამსახურში აღადგინა. ინფორმაციას "ტოპნიუსი" ავრცელებს. სასამართლომ ბათილად ცნო ზესტაფონის მერიის გადაწყვეტილება მარაქველიძის გათავისუფლებაზე და ის თანამდებობაზე აღადგინა შესაბამისი განაცდურის ანაზღაურებით. იამზე მარაქველიძის უფლებებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იცავდა. იამზე მარაქველიძე 2013 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული ზესტაფონის მერიაში მდივნის პოზიციაზე. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მას ვადიანი ხელშეკრულება დაუდეს და 2017 წლის...
ბათუმის მერიამ 2016 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 7 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია. უწყება, ასევე, წერს, რომ მერიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციასთან შედარების შედეგად დგინდება, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტის პარამეტრები უზუსტოა. "მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „გრანტების“ მუხლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 670,900 ლარს, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტი - 2,070,900 ლარს, სახაზინო მონაცემებით...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს, სოფელ წერეთელში არსებული სკვერის ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამოხადებული ტენდერი 14 მარტს დასრულდა. ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ტაო“-მ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს. სკვერის კეთილმოწყობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 171 232 ლარი იყო, კომპანია "ტაომ" კი მუნიციპალიტეტს 165 498 ლარი შეთავაზა. ტენდერის მიხედვით, წერეთლის სკვერის საპროექტო სივრცე ფუნქციურად ორ, ისტორიულ და ყოველდღიურ თანამედროვე ზონად უნდა გაიყოს. კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს,...
ლანჩხუთში, მანქანათმშენებლობის კოლეჯის ყოფილ ტერიტორიაზე, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს. ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, აკადემიის პროექტი, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარამდეა,  უკვე მზადაა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ  სოფელ გვიმბალაურში მდებარე, ყოფილი  ტექნიკუმის ტერიტორიაზე  N1 შენობა-ნაგებობის 1322,1 კვ.მ. ფართიდან 827,2 კვ.მ. ფართი და 5 შენობა (მათ შორის სტადიონის) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ 2017 წელს გადასცა ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას....
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო-სამშენებლო სამუშაობის შესრულებისთვის ხელშეკრულებას იოსებ მაკრახიძის მეუღლის კომპანიას უფორმებს. შპს-ში „შარა“ ციცინო კალანდაძე 33%-იან წილს ფლობს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. ამ კომპანიამ გორის მერიის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1 091 187 ლარი იყო, საბოლოო შეთანხმების შედეგად კი ეს თანხა 894 773 ლარამდე შემცირდა. გორის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის თავმჯდომარე მერის მოადგილე, გელა კაპანაძე...
ქალაქ ოზურგეთში შვიდ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. ამ ეტაპზე სპეციალისტები ლიფტებს ვიზუალურად დათვალიერებენ და გადაწყვეტენ მათი რეაბილიტაციისა თუ დემონტაჟის საკითხს. ლიფტებს რეაბილიტაცია - დემონტაჟი ქალაქ ოზურგეთში: კოსტავას N2, N4-ში, ფარნავაზ მეფის N1, N127-ში, გრიბოედოვის N31-ში, პეტრიწის N1-ში და გაგარინის N12-ში ჩაუტარდება.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, რეაბილიტაციაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. პროექტით გათვალისწინებულია მთლიანი ქუჩის მოასფალტება და საგზაო მონიშნვების  მოწესრიგება. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მოასფალტების შემდეგ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ზებრა გადასასვლელები დაიხაზება. ასევე, გათვალისწინებულია სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. მერის მოადგილის ინფორმაციით, რომ ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია საკურორტო სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარიხევსა და ქროლში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ინფორმაციას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სოფელ ქროლში ბეტონის საფარი 2 030 მეტრზე მოეწყობა, ხოლო ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია 1 200 მეტრზე განხორციელდება.  ქროლისა და ღარიხევის გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან 331 592 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ია. გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.
"საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „საპატიო ბათუმელის“, „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ და „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრა. საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების დროს, ქალაქის მერი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს, არამედ შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს წევრები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ. მათგან რამდენიმე საკრებულოს დეპუტატი იქნება. ასევე,...
ბათუმში, თბილისის მოედანზე ავტომანქანის ერთი საათით  გაჩერება ერთი ლარი ეღირება, ყოველი შემდეგი  საათის ღირებულებაც ერთი ლარია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ‘’პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის შესახებ’’, ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.  დეპუტატებმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. თუ პარკირების წლიური საფასური გადახდილი გაქვთ, ეს არაფერს შეცვლის, რადგან თბილისი მოედანზე დაწესებული გადასახადი, აღნიშნულ პაკეტში არ შედის. ტერიტორია რამდენიმე დღეა უკვე...
წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ მაგისტრალზე გარეგანათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უკვე დასრულებულია ნათურების გამოცვლა, ამჟამად კი, არსებული 8 კმ-იანი მკვებავი კაბელის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინფორმაციით, სამუშაოები მარტის თვის ბოლომდე დასრულდება. წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალური გზის გარეგანათების საკაბელო ქსელის რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ