თბილისის მერია პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება თბილისში პარკირება და დაწესდება თუ არა გადასახადი საათობრივი პარკირებისთვის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება პარკირება ზონალური, საათობრივი თუ ა.შ. ამაზე...
თბილისის მერი კახა კალაძე სადისტრიბუციო მანქანებისთვის რეგულაციების შესაძლო დაწესებას ეხმიანება. კალაძის თქმით, თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, "კეთილი ინებონ, დაამატონ, რადგან საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე". ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პრობლემებზე. რომ არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ...
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის ანგარიშს ქედის მოსახლეობას პირველად წარუდგენს. ანგარიშის წარდგენა 28 მარტს არის დაგეგმილი. ინფორმაციას თავად მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ქედის მერის საქმიანობის 100 დღე, გასული წლის მიმოხილვა და სამომავლო პროექტები - ეს ის თემებია, რომელსაც პრეზენტაციის სახით, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას და საზოგადოების წევრებს წარუდგენს.
გრაფიკი იხილეთ ამ ბმულზე.
ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით, ძეგლი "საქართველოს სადარაჯოზე" მონტაჟდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ძეგლი, მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერით, დავით სვანიძის ესკიზის მიხედვით დამზადდა. მისი მონტაჟი სამ თვეში დასრულდება.
როგორც ქედის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება, ამავე ტერიტორიაზე პარკის მოწყობაც იგეგმება და კეთილმოწყობითი სამუშაოების დაგეგმარება მიმდინარეობს. საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტზე, ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,არქმშენსერვის ჯგუფი" იმუშავებს.
„საქართველოს სადარაჯოზე“- ასე ჰქვია ძეგლს, რომლის მონტაჟიც მახუნცეთში მიმდინარეობს. ძეგლის დადგმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ფინანსური...
შუახევსა და ხულოში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვიზიტორებისთვის საპიკნიკე ტერიტორიები მოეწყობა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ლოკაციები უკვე შერჩეულია.
საპიკნიკე ინფრასტრუქტურა შუახევში ნენიის ხიდთან მოეწყობა, ხულოში კი მწვანე ტბაზე. პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადებულია.
https://www.youtube.com/watch?v=cCyas1-4Lro&feature=youtu.be
ქალაქ კასპში კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ქალაქ კასპში თაყაიშვილის, ჭონქაძის ქუჩის წრიული და თაყაიშვილის I ჩიხის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს - იჭრება მიწა და არსებული ა/ბეტონის მოფრეზვა.
პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე ქსელის და ჭების, საფეხმავლოების, საგზაო ნიშნების მოწყობას, გზის კეთილმოწყობას, შემზღუდველის დაყენებას და ფოთლოვანი ხეების დარგვას.
სამუშაოს ახორციელებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“, რომელზეც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების...
11 თემის შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობისთვის, შუახევის მერიის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 306 ათასი ლარი დაიხარჯება. რამდენიმე ლოკაციაზე ფერდსამაგრ სამუშაოებიც არის დაგეგმილი. სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი აპრილის ბოლოს გამოცხადდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ყველაზე მეტი თანხა 70 ათასი ლარი უჩამბის თემში დაიხარჯება. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტიც განახორციელებს. იგეგმება შუბნის, ნიგაზეულის, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით გზების კეთილმოწყობა.
200 000 ლარია გათვალისწინებული ლაკლაკეთსადა დღვანში ორი ახალი ხიდის ასაგებად.
საჩხერის მუნიციპალიტეტში 2018 წელს დაგეგმილ პროექტებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
2018 წელს ქალაქ საჩხერეში დასრულდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა.
დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ არგვეთში. ასევე, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები სოფელ სარეკში.
მოხდება ახლადაშენებული ძალოსნობის დარბაზის ეზოს კეთილმოწყობა.
კეთილმოეწყობა ეზოები აღმაშენებლისა და ივანე გომართელის ქუჩაზე.
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ქალაქ საჩხერესი არსებულ ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს.
https://www.youtube.com/watch?v=XuFk4BHiHqI
შიდა ქართლში ხეხილის 283 ბაღი გაშენდა 1 491 ჰა მიწის ფართობზე. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
"დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, 4 709 ჰა ფართობზე ხეხილის 767 ბაღის გაშენება დაფინანსდა.
დაფინანსების მოცულობა შეადგენს 24684617 ლარს.
ბაღების უმეტეს ნაწილში გაშენდა კაკალი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ნუში და თხილი.
პროგრამის შესახებ იხილეთ:http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent
ცხელი ხაზი: 15 01
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დანგრევის პირასაა. ამის შესახებ iregions.ge წერს.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი შენობა, მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააგო.მასზე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური არქიტექტურული ფრაგმენტები. ამ შენობაში წლების მანძილზე მუნიციპალური ტელეკომპანია „ფზისი“იყო განთავსებული.საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი შპს ,,ქორალ თაუერის“ საკუთრებაა.
ნავსადგრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1901-1910 წლებში მოდერნის სტილში აგებული, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი არქიტექტურული...
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით სტუდენტებისთვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს.
მუნიციპალური ტრანსპორტი, ორშაბათს, დმანისის მუნიციპალიტეტის ავტოსადგურიდან დილით 09:00 საათზე, ხოლო პარასკევს საღმოს ქალაქ თბილისის მეტროსადგურ სამგორის მიმდებარე ტერიტორიიდან 15:00 საათზე გავა.
წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13-19-ე კილომეტრების მოასფალტება და თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დასრულდება და ზემო ქედი-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზის 36-48-ე კილომეტრებზე გადაინაცვლებს.
"პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს ექნება სოფლებთან დამაკავშირებელი უმაღლესი სტანდარტების გზა. ამიტომაც გზის სარეაბილიტაციო სამუსაოებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საუკუნის პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის...
გორში ორი ქუჩა კეთდება, ახლოს მდებარე შარტავას ჩიხში კი, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა ასფალტის დაგებას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ღამე ტერიტორიაზე გავლა უფრო მეტად მოუხერხებელი ხდება, რადგან სუფთად გავლა შეუძლებელია. "ხან გოგებაშვილის ქუჩა გააკეთეს, ხან - ჟიული შარტავას, მაგრამ ჩიხებს ყურადღება არც ერთხელ მოაქციეს. ჩიხი არ გააკეთეს. აგერ, რვა ოჯახი ვართ გუბეში და წუმპეში", - ამბობს...
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე პოზიციაზე ვაკანსიაა გამოაცხადებული. მუნიციპალიტეტში ვაკანტურია სამსახურის უფროსის და მერის წარმოამდგენლის პოზიციებზე. ვაკანსიებზე განაცხადის მიღება 28 მარტამდეა შესაძლებელი. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
თავისუფალი შემდეგი პოზიციებია:
სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი.
მერის წარმომადგენელი სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის წარმომადგენელი ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის წარმომადგენელი ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის წარმომადგენელი ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის წარმომადგენელი უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის წარმომადგენელი გორას ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის...
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაცია დასრულდა. ა(ა)იპ-ის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად 24 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამის შესახებ "ნიუპრესი" წერს.
გამოცემის ცნობით, თანამდებობა დატოვეს როგორც ადმინისტრაციის, ასევე სპორტული სკოლების წარმომადგენლებმა. მათ შორის არის ირაკლი კიკვაძე, რომელმაც ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა.
ა(ა)იპ-ში განმარტავენ, რომ შტატების შემცირება ტაიკვანდოსა და სპორტის სასახლის ა(ა)იპ-ების შეერთებამ გამოიწვია. ა(ა)იპ-ში რეორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტის ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში 15 სკოლაა.
რეორგანიზაცია დასრულდა კულტურის ა(ა)იპ-შიც, სადაც თანამდებობა 48 თანამშრომელმა დატოვა.
ქუთაისის მერიის...
ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ დაზიანებული სანათების შეცვლა დაიწყო. ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ქუთგანათების სერვისმა“, რომელიც ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა, დაზიანებული სანათების შეცვლის მიზნით მასალებზე ტენდერები გამოაცხადა. შესაბამისად, საჭირო მასალების ეტაპობრივი მოწოდება უკვე განხორციელდა.
როგორც „ქუთგანათების სერვისში“ აცხადებენ, გარე განათების კარადებში ჩაირთო ე.წ. 80 GPS რეჟიმი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ქუთაისში არსებული სპორტული მოედნების დაზიანებული სანათების აღდგენაც მოხდება.
ახალგაზრდობის გამზირზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































