ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ დაზიანებული სანათების შეცვლა დაიწყო. ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ქუთგანათების სერვისმა“, რომელიც ადგილობრივი მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა, დაზიანებული სანათების შეცვლის მიზნით მასალებზე ტენდერები გამოაცხადა. შესაბამისად, საჭირო მასალების ეტაპობრივი მოწოდება უკვე განხორციელდა.
როგორც „ქუთგანათების სერვისში“ აცხადებენ, გარე განათების კარადებში ჩაირთო ე.წ. 80 GPS რეჟიმი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ქუთაისში არსებული სპორტული მოედნების დაზიანებული სანათების აღდგენაც მოხდება.
ახალგაზრდობის გამზირზე უკვე განხორციელდა ბეტონის ბორდიურების შეღებვითი სამუშაოები.
„ქუთგანათების სერვისის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იგეგმება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების და ღერძულა ხაზების დახაზვა, ასევე საგზაო ნიშნების მონიშვნითი სამუშაოების შესრულება.