საქართველოს მთავრობა ქუთაისის აერპორტის გაფართოებისთვის 50 მილიონ ლარს დახრაჯავს.
როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, ინვესტირების შედეგად აეროპორტის გამტარუნარიანობა სამჯერ გაიზრდება, პიკის საათში კი აეროპორტი 1000 მგზავრის მიღებას შეძლებს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
აეროპორტიების გაერთანების ინფორმაციით, იგეგმება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა და ფრენების ახალი მიმართულებების დამატება.
"უკვე გავაფართოვეთ საჰაერო ხომალდების ბაქანი, შეგვიძლია ცხრა თვითმფრინავის ერთდროულად მიღება და დავამატეთ სამიმოსვლო ბილიკი, რომ უფრო მარტივი იყოს თვითმფრინავებისთვის...
ქალაქ ვალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც კომპანია “ბესტმა” მათი კუთვნილი ხეხილის ბაღებში გზა გაიყვანა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
მოსახლეობის თქმით, გზაზე სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რის გამოც ხეები დაზიანდა.
კომპანია „ბესტში“ ამბობენ, რომ არ იცოდნენ ჰყავდა თუ არა ხეხილის ბაღებს მეპატრონეები.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გზა მდინარის ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გაიყვანეს, თუმცა აუცილებლად გამონახავენ ალტერნატიულ გზას, რომ მოსახლეობის კუთვნილი ხეხილის ბაღები...
ხერთვისის ციხის ვიზიტორებს კომპლექსამდე მისასვლელად ქვა-ღორღიან აღმართზე ასვლა აღარ მოუწევთ. ახლა აქ ბეტონის გზა, კომფორტული საფეხმავლო ბილიკი, გამწვანება და განათებაა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა, დასრულდა. აღდგა ცენტრალური კარიბჭე, მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, ადმინიტრაციის ოფისი და საფეხმავლო ბილიკები. კომპლექსის მიმდებარედ გაკეთდა პარკინგი და სველი წერტილებიც.
კომპანია „არქიტექსის“ არქიტექტორი გიორგი თეზელაშვილი ამბობს, რომ სარეაბლიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია,...
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მე-16 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოწყობილი ბაღების ღობეები მოშალეს. ინფორმაციას Info Rustavi ავრცელებს.
კონსტრუქციების დემონტაჟის პარალელურად, რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს და ხეები კირით შეიღებეს.
ადგილზე რუსთავის მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული მიკრო-რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტერიტორიაზე უკანონო შემოღობვებისა და მიწის მიტაცების ფაქტების აღკვეთას დადებითად აფასებს, უკმაყოფილოები მხოლოდ იმ ბაღების მეპატრონეები არიან, საიდანაც კონსტრუქციის...
წინა სტატია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მოქალაქეთა მიერ პეტიციის წარდგენის წესი გამარტივდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის საკრებულოში პეტიციის დასარეგისტრირებლად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 1%-ის ნაცვლად, 0,5 % იქნება საკმარისი.
"დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდას უკავშირდება და რაც მთავარია ხელისუფლებას გვაქვს მკაფიო გეგმაც, რომ...
თბილისის მერიის ცნობით, "თბილსერვის ჯგუფი" სატელევიზო ანძაზე ახალ სანათებს დაამონტაჟებს.
„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომლის ფარგლებში დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება. სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული. სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება“, - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე გარდაიცვალა.
ვაჩაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. 2017 წლის 14 ნოემბერს ის მუნიციპალიტეტის წარმომდგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
მანამდე, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დავით ვაჩაძე თვითმმართველი ქალაქის - ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
გორის მერიას შრომითი ხელშეკრულებით 18 თანამშრომელი ჰყავს აყვანილი. მათი ყოველთვიური ანაზღაურება ჯამში 13 000 ლარს აღემატება. უწყების ცნობით, შტატგარეშე თანამშრომლებს შორის არიან, მერის 5 თანაშემწე, მერიის 5 დამლაგებელი და 4 მძღოლი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და კიდევ ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას გამოცემა "სპექტრი" ავრცელებს.
პასუხისგებაში მიცემულნი არიან : გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შავკაციშვილი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბაჩუკაშვილი, განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ამისულაშვილი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 208 ოჯახი ბათუმში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ინფორმაციას "გაზეთი ბათუმელები" ავრცელებს.
საცხოვრებელი ბინები განთავსებულია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 16-სართულიან კორპუსში. ამავე კორპუსში მიიღებს ბინებს 164 დევნილი ოჯახიც, რომლებიც აჭარაში არიან რეგისტრირებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გამოიყო.
უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, 2018 წელს სახლი 445...
თბილისში, ძველ იპოდრომის ტრიბუნებზე კოტე ჯინჭარაძისა და ვახო ბუღაძის არტ-ინსტალაცია “800 თეთრი კორპუსი” “გაიხსნა”. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
“მეგაპოლისის გზაზე დამდგარ ქალაქში ჯერჯერობით შენარჩუნებული, დაკონსერვებული და თვითდინებაზეა მიშვებული ეს სარეკრეაციო ზონა ქვეყნის არაოფიციალური მმართველის, ოლიგარქის საკუთრებაა. არავინ იცის რა ბედი ეწევა მას უახლოეს მომავალში”, – წერს ორნელა ფრანჩეტო მილანის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი აღნიშნულ ინსტალაციაზე.
იპოდრომის საკითხი მიმდინარე წლის იანვარში საკრებულოში გააქტუალურდა. საკრებულოს...
წინა სტატია
უკვე ცხრა თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.
არასამთავრობო სექტორმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნებას ითხოვდა, იმ მოტივით, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიიღო, 2017 წლის 30 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების...
წალენჯიხის მუნიციპალიეტეტის მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიქავას გზა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
პროექტის ღირებულება 2 386 378 ლარია.
გზის სიგრძე 6,1 კილომეტრია და პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაოებზე კი, დასაქმებულია 50 ადგილობრივი მოსახლე.
მიქავას დამაკავშირებელი გზა ბოლო 25 წელია ავარიულ მდგომარეობაში იყო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.
თბილისის მერიამ იმ ქუჩების დამისამართება დაიწყო, სადაც სამისამართე აბრები ამ დრომდე არ არსებობდა. თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც დღეიდან 35-მდე ქუჩაზე სამისამართე აბრები გაიკვრება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე განხორციელდება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რადგან სასწრაფოს, სახანძროს და პატრულის გამოძახების შემთხვევაში, ძალიან რთულდება...
თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა. მისი თქმით, ხვალ, გენგეგმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“ხვალ გვაქვს ერთი დიდი განხილვა, სადაც იქნებიან მიწვეული ექპერტები და “ სითი ინსტიტუტის” წარმომადგენლები. გენგეგმასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ეს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მერმა ლაშა გოგიამ ისაუბრა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ტყაიას ადმინსტრაციულ ერთეულში, რეაბილიტირდება 334 მეტრი სიგრძისა და 6 მეტრი სიგანის გზა. მოეწყობა ბეტონის საფარი და გზის პარალელურად სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაც განხორციელდება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































