თბილისის ძველ იპოდრომზე არტ-ინსტალაცია “800 თეთრი კორპუსი” გააკეთეს

964

თბილისში, ძველ იპოდრომის ტრიბუნებზე კოტე ჯინჭარაძისა და ვახო ბუღაძის არტ-ინსტალაცია “800 თეთრი კორპუსი” “გაიხსნა”. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

“მეგაპოლისის გზაზე დამდგარ ქალაქში ჯერჯერობით შენარჩუნებული, დაკონსერვებული და თვითდინებაზეა მიშვებული ეს სარეკრეაციო ზონა ქვეყნის არაოფიციალური მმართველის, ოლიგარქის საკუთრებაა. არავინ იცის რა ბედი ეწევა მას უახლოეს მომავალში”, – წერს ორნელა ფრანჩეტო მილანის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი აღნიშნულ ინსტალაციაზე.

იპოდრომის საკითხი მიმდინარე წლის იანვარში საკრებულოში გააქტუალურდა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კალაძესთან კითხვა აქვთ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების დამაკავშირებელ ესტაკადის პროექტთან დაკავშირებით, რომლის აშენებაზეც დავით ნარმანიამ თქვა უარი, თუმცა ახალი მერის პირობებში კვლავ გამოცხადდა ტენდერი.

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიციაც შეიქმნა.

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.