თბილისის სატელევიზო ანძაზე ახალი სანათები დამონტაჟდება

1030

თბილისის მერიის ცნობით, “თბილსერვის ჯგუფი” სატელევიზო ანძაზე ახალ სანათებს დაამონტაჟებს.

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის სატელევიზიო ანძაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომლის ფარგლებში დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება. სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული. სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება“, – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.