ქუთაისის მერიამ სამ თვეში სარეზერვო ფონდიდან 93 753 ლარი დახარჯა, ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, ევროპული საქართველოს წევრმა მერაბ მეშველიანმა განაცხადა. "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, მერია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, ვის გაუწია დახმარება, რის გამოც მან კომისიის მიერ საკითხის შესწავლა მოითხოვა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, 87 000 ლარამდე გაიცა მატერიალურ დახმარებაზე, 7000 ლარი კულტურულ ღონისძიებებზე. მეშველიანი გამოთვლით, დღეში მერია 1562 ლარს...
ახალციხის მერიას იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი უჩივის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმა მერი გოგოლაურმა, ახალციხის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. გოგოლაურის განცხადებით სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ კუთვნილი 12 დღის ხელფასი და პრემია არ მისცეს.
მერი გოგოლაური დაკავებული თანამდებობიდან ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.
„12 დღის ხელფასი, 681 ლარი, ჩემი ნებართვის გარეშე ჩამომაჭრეს. ამ დღეების განმავლობაში სამსახურში...
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის გამწვანებაზე მუშაობას იწყებს. ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის თქმით, გამწვანების პროექტის ფარგლებში, ქალაქში ვარდები დაირგვება. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.
„ერთ-ერთი მთავარი მცენარე, რომელიც ქალაქში გაშენდება, იქნება ვარდი, რადგან ქუთაისი არის სავარდო და სამაისო ქალაქი,“ - განაცხადა ვიცე-მერმა.
მისი თქმით, ქალაქის გამწვანება „ქუთაისობამდე“ უნდა დასრულდეს, რომელიც 2 მაისს არის. სამუშაოებისათვის 50 000 ლარია გათვალისწინებული.
გურჯაანში დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც გასული წლის აგვისტოში, ავსტრიელმა სტუდენტებმა ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად გააკეთეს, დაზიანებულია. ინფორმაციას გაზეთი "სპექტრი" ავრცელებს.
ჯიხურები დაზიანებული და დაბინძურებულია, შიგნით ლუდის ბოთლები და სხვა ნარჩენები ყრია.
პროექტს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კონსტრუქციები გაკეთდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინი“ იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მეორე ეტაპზე, დაგეგმილია სკამების მოწყობა და ტელესკოპის განთავსება. ასევე დაიდგმება საინფორმაციო ბანერები, სადაც იქნება მონაცემები გურჯაანში...
ქუთაისის მერიამ ა(ა)იპ "კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებასა" და "ქუთგანათების სერვისებს" ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა. ავტომობილები ააიპებს უვადოდ გადაეცათ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.
"ავტომობილები, რომლებიც მერიის ბალანსზე იყო, ვიცოდით, რომ მოძრაობაში არ იყო და მერია ვერ სარგებლობდა. თუ ეს ავტომობილები მოძრაოდნენ, მაშინ, ჯობდა ისევ მერიას ესარგებლა. ალბათ ერთადერთი, რაც შეიცვლება, ნომერია და ნომერზე ციფრი 41 იქნება. ჩვენი რჩევა იქნება, ყველა საჯარო...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარეობს მზადება ოფიციალური გახსნისთვის.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მალე ახალ პროექტში ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ჩაერთვებიან. ბიბლიოთეკის ტექნიკით აღჭურვას პრეზიდენტის ფონდი, საბიბლიოთეკო ასოციაციის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
,,სოფელს შეემატება საინფორმაციო-ახალგაზრდული კულტურის კერა. მოსახლეობა მიიღებს ინოვაციურ სერვისებს და ისარგებლებს ინფორმაციის მიღების მრავალგვარი საშუალებით - ბეჭდური, პერიოდული...
კახეთის რკინიგზის აღდგენის პროექტი მზად 2019 წელს იქნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, კახეთის რკინიგზა აზიის განვითარების ბანკის ჩართულობით აღდგება.
,,საუბარია რკინიგზაზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება. რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რაც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა...
სააქციო საზოგადოება “აჭარის კურორტები” ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას სთხოვს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შემუშავდება კონცეფცია და გადაწყდება რა სახეს მიიღებს “ბოტანიკური ბაღის” მიმდებარე ტერიტორია. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ცნობილია, რომ მიწები მწვანე კონცხზე გაყიდულია. უცნობია რა პროექტს განახორციელებს, “აჭარის კურორტები” მახინჯაურში ე.წ. ნარინჯის ტერიტორიაზე, საიდანაც, ისევე როგორც მწვანე კონცხის ტერიტორიიდან ბოლო პერიოდში აქტიურად გააქვთ...
ახალციხეში, სოფელ საძელში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის ღირებულება 469 516 ლარია. სამუშაოებს შპს „ასტორია“ შეასრულებს. საძელის გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება 2 აპრილიდან დაიწყება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
კომპანიასა და ახალციხის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. როგორც შპს „ასტორიას“ ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი განმარტავს, ასფალტის გარდა გზის გვერდებზე მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემაც მოეწყობა.
სოფელ საძელში 120 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები...
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N46 ბინის მცხოვრებლებმა სკვერში მშენებლობის განახლება გააპროტესტეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა, პროტესტის გამო გარკვეული პერიოდი შეჩერდა, თუმცა ახლა კვლავ განახლდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოებს შპს „იმერეთი“ აწარმოებს, რომელსაც მშნებელობის ნებართვა არ აქვს. მათივე განცხადებით, ადგილზე სავარაუდოდ, 5 მეტრი სიმაღლის კონსტრუქციის მშენებლობა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მოსახლეობამ კი, მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით...
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, პერიოდულად, მდინარე ყვიბისურას გაუფილტრავად უშვებენ, რაც მის დაბინძურებას იწვევს. გასულ კვირას სათავე ნაგებობასთან მეწყერიც ჩამოწვა და ადგილობრივების ონკანებში ტალახიანი წყალი წამოვიდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ყავისფერი წყალი სოფელში მცხოვრები 800 ოჯახის ონკანში, ერთი კვირა მოდიოდა. სოფელში ამბობენ, რომ ეს წყალი არც სასმელად ვარგოდა და არც ტექნიკური მოხმარებისთვის. მინარევებმა კი ბევრს წყლის ელექტროგამაცხელებლები გაუფუჭა.
ახლა...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. გათბობის ერთადერთი საშუალება კი შეშის ღუმელია. ზედა მესხეთელები ჩივიან, რომ შეშის ფასმა მოიმატა და მის შეძენას ვეღარ ახერხებენ. მათ დახმარება წყალტუბოს მაჟორიტარ-დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პროექტი უკვე მომზადებულია და რამდენიმე თვეში მოსახლეობის გაზიფიცირება...
თბილისის მერიამ 30 მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადა. შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. წინადადებების მიღება 30 მარტიდან დაიწყება და 2 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ტენდერის პირობების თანახმად, ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 744 680 ლარია.
დედაქალაქის მერიის მოთხოვნის თანახმად, შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), თეთრი ფერის, განბაჟებული და 2018...
ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.
ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფი“...
სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარების მოთხოვნით მანიფესტი ვრცელდება. მიმართვის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და მთავრობაა. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.
„სვანები არიან ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი, ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და არ განიხილებიან როგორც ეთნიკური უმცირესობა. მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ და შესაბამისად, კრედიტორების...
გორში, სადგურის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მარაბდელის, გაბაშვილის, თრიალეთის, ატენის ქუჩის მონაკვეთებისა და კეცხოველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო.
„სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგება, მიმდინარე სამუშაოებთან ერთად დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ უბანში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში 10 მილონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და საკანალიზაციო ქსელი, რომელიც დასახლებას არასდროს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































