თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მინიმალური სტანდარტები ყველა ბაღის შენობაშია უზრუნველყოფილი. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
თუმცა, დამატებითი ინვენტარის შესაძენად სატენდერო წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მიზნით სააგენტო ტენდერს აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.
„ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, ძირითადი სტანდარტი რასაც მოითხოვს: სტენდები, ცეცხლმაქრი და ასე შემდეგ, ბაღები ამ ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია. მაგრამ ასევე არის დამატებითი ინვენტარი, რომლითაც...
ევროკავშირი საქართველოს რეგიონების განვითარების, კანონმდებლობის დახვეწის და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იქ მომუშავე პირებს გაძლიერების, განვითარების და გადამზადების შესაძლებლობა აქვთ. ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ევროკავშირი, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ხარჯავს.
,,ევროკავშირი ახორციელებს ბევრ...
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თელავის მერის ინფორმაციით,მოასფალტდება რამდენიმე ქუჩა და სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მოეწყობა ჭაბურღილები. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
"მიმდინარე წელს ჩემი, როგორც მერის პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ამას მოწმობს ისიც, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი დაიხარჯება. აპრილის ბოლოსთვის, დაიწყება ქალაქის რამდენიმე ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, მათ შორის არის ფალიაშვილის, ბაგრატიონის, ლაღიძის, გრიბოედოვის ქუჩები,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 540 999 ლარი ჯდება. თუმცა, საწყისი ფასი 773 252 ლარი იყო. ინფორმაციას "შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ტენდერი ამხანაგობა ,,განთიადმა" მოიგო, რომელმაც საწყისს ფასს თითქმის 232 250 ლარი დააკლო.
"ამ ეტაპზე ხდება გზის დაპროფილება, რის შემდეგაც დაიწყება ქვიშა-ხრეშით მოსწორება, ხოლო შემდეგ-ასფალტის დაგება." - აცხადებენ ხაშურის მერიაში. გზის...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ახალი საბავშვო ბაღი გაკეთდება. ეს გადაწყვეტილება ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, საბავშვო ბაღი გარემონტდება, რომლის სარეაბილიტაციო თანხის ოდენობა 122 400 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, სოფელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი აღმზრდელობით დაწესებულება ექნება.
შუახევის მერიამ პლასტმასის 1 100 ლიტრიანი 11 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ურნების შესაძენად 900 ლარი დაიხარჯა.
დაბის ტერიტორიაზე ძველი ურნები ახლით ჩაანაცვლეს, ხოლო ძველი ურნები დროებით პერიფერიებში განათავსეს.
ურნების განთავსება ა(ა)იპ „შუახევის კომუნალურმა სამსახურმა“ უზრუნველჰყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს. პრემიერის თქმით, ეს ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.
ინიციატივა, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული...
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი, პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას.
უწყების ცნობით, გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში...
წინასააღდგომოდ კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობებში დასაქმებულები სახელფასო დანამატებს. როგორც გამოცემა "სპექტრი" წერს, სახელფასო დანამატის თანხა სააღდგომოდ კახეთის არცერთი თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატისთვის თანხა, არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ საერთოდ არ არის განსაზღვრული.
გურჯაანში სახელფასო დანამატი წლის განმავლობაში ყველა თანამშრომლისთვის არ იქნება გათვალისწინებული და თანხა შეიძლება მხოლოდ იმ პირმა აიღოს, რომელიც...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI) ორგანიზებით, კვლევის - „საჯარო მომსახურების სფეროების ანალიზი დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ - პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევის ავტორები ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი პაველ სვიანევიჩი და პოლონეთის ქალაქების ასოციაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ტომას პოტკანსკი არიან.
როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ანგარიშის მიზანი ხელისუფლების მიერ ინიცირებული დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
ამისათვის კვლევის ავტორებმა შეისწავლეს არსებული დეცენტრალიზაციის...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალშობილთა და მრავალშვილიანთა ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანი შობადობის გაზრდის და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადად გაიცემა 400 ლარი;
მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი;
ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილ ძველ შენობებს, ბადეები უკვე ჩამოაფარეს. ამსახველ ფოტოებს და ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის განცხადებით, უსახური შენობები ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ანალოგიური სახის ღონისძიებებს ქარელისა და გორის მერებიც განახორციელებენ.
,,ჩვენმა მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო ამ ღონისძიებების გატარება. სოფელ ახალქალაქში უკვე ჩამოვაფარეთ უსახურ შენობებს ბადეები," - აცხადებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.
გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ბადეებს ჩამოაფარებენ სოფელ...
ბათუმში სვიშევსკის ქუჩაზე №19 საბავშვო ბაღი კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში გამოიცვალა:
შენობის სახურავი და მეტალოპლასტმასის ფანჯრები
დამუშავდა, შეიღება და მოიხატა კედლები და ფასადი
მოპირკეთდა იატაკი
მოეწყო დამხმარე ნაგებობა, სანიაღვრე ქსელი და კორდი
დაიგო ბეტონის ფილები ბაღის ეზოში
დამონტაჟდა გარე განათება
აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით
საბავშვო ბაღში 7 ჯგუფი განთავსდა, რომელიც 245 აღსაზრდელზეა გათვლილი.
პროექტის ღირებულება 694 ათას...
ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. ადგილობრივებმა მერიას მილების შეკეთების მოთხოვნით წერილობით მიმართეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოფელ არალში, იმ ადგილზე, სადაც წლებია ყანები ვეღარ ირწყვება, ადგილობრივები აღარაფერს თესავენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არალში დაზიანებული მილების საქმეს სწავლობენ: „მომავალ კვირაში დავასრულებთ შესწავლას. ჯერ ვერაფერს გეტყვით გავეკეთებთ თუ არა, ან რამდენი ლარი დასჭირდება...
სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, უძრავი ქონების კვლევა ჩატარდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, თბილისში რეკორდული რაოდენობის ტრანზაქცია დაფიქსირდა და დაახლოებით 28,000 ერთეული შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დასრულდა 200-მდე სამშენებლო პროექტი. წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში 525 მიმდინარე დეველოპერული პროექტია, რომელიც ჯამში მოიცავს 33,000 ბინას.
რაც შეეხება ახალაშენებულ პროექტებს, მათში საშუალო შეწონილი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 663 აშშ დოლარს შეადგენს,...
„პროექტი „ბათუმი ბარაკების გარეშე“ შესაძლოა, აღარ გაგრძელდეს“. პროექტის მიზანი ქალაქში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი შენობების მრავალბინია საცხოვრებლებით ჩანაცვლება იყო. ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია და ბარაკების ნაცვლად, ახალი საცხოვრებლების აშენების პროცესში 10-მდე კომპანია ჩაერთო.
„პროექტი 2014 წლიდან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































