წინა სტატია ქობულეთში მეეზოვეებმა მუშაობა განაახლეს. სანიტარული დასუფთავების ორასამდე თანამშრომელი, რომელიც გუშინ გაიფიცა, დღეს სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. მეეზოვეებმა გაფიცვა ქობულეთის მერთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. მირიან ქათამაძე მათ დაჰპირდა, რომ თვის ბოლომდე ხელფასები გაეზრდებათ. ქობულეთში მეეზოვეები 4 აპრილს გაიფიცნენ.
სასტუმრო დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ორგანიზებით ცხოველთა კონტროლის ეროვნული საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 90-მდე დელეგატმა - საქართველოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციების, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს, ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საქართველოში არსებული ცხოველთა ყველა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორმა. საბჭოს მიზანია ქვეყნის მასშტაბით ცხოველთა პოპულაციის მართვის ეფექტური და ჰუმანური მექანიზმების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სოფელ მაღლაკში გაზიფიცირების სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ამ დროისთვის გაზიფიცირებულია 300 აბონენტი. ,,სოკარ ჯორჯია გაზი''-ს წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის განმარტებით, ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟის სამუშაოები თვეში დაახლოებით 120-130 ოჯახისთვის სრულდება. მისივე თქმით, პროცესი მომავალი წლის მარტში დასრულდება. ჯამში მაღლაკში 1634 აბონენტი გაზიფიცირდება.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის ქსელი მოწყობილია სოფელ...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ადგილობრივები ერთი წლის წინ გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, 13 ჰექტრამდე ტერიტორია სახელმწიფომ ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. აქციის მონაწილეები თანხის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელს ტერიტორიის სოფლისთვის გადაცემას სთავაზობენ. „სხვა საძოვარი სოფელს არ გააჩნია. როგორც გავიგეთ, ამ ტერიტორიაზე სასტუმროების აშენენებას გეგმავენ და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. მოვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები“,...
კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება და დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "სამგოროს რაიონში კახეთის გზატკეცილზე ორეტაპიანი სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ეს არის სათადარიგო გზის მოწესრიგება, დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძის არის და 8 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციებისთვის. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აქ მუშაობს GWP, რომელიც ახორციელებს მიწისქვეშა სამუშაოებს, 4 მილიონი დაიხარჯება მათი...
წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ კომპანია "სიტი პარკი" სასამართლოში წავა, თავის პოზიციებს მერიაც დაიცავს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "არ არის საინტერესო ეს საკითხი. ამაზე უკვე ვისაუბრე, გავაკეთე განცხადებები. თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც შესაბამისად დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. არ არის საინტერესო მათი არგუმენტები, ეს უნდა წარადგინონ სასამართლოში",- განაცხადა კალაძემ. კომპანია "სიტი პარკი" თბილისის მერიას ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო სასამართლოში უჩივის. თბილისის...
"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი გაურკვეველია და ის შეიძლება გასხვისდეს," - ამის შესახებ კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის უფროსმა ბენო ჭელიძემ განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცლებს. მისი თქმით, ამ დრომდე არაა შექმნილი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ახალი შენობისთვის ხარჯებს დაითვლის და ინვენტარსაც შეიძენს. ასევე არაა კადრები გადამზადებული. ჭელიძე ეჭვობს, რომ კერძო კომპანიისთვის გადაცემის პროცესი მიმდინარეობს და ის აქციებსაც აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი რესპუბლიკური საავადმყოფოს განსხვისება...
არარეგისტრირებული ნაკვეთების მფლობელები აგროდაზღვევის პროგრამით ვეღარ ისარგებლბენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გასულ წლებში პროგრამაში მონაწილეობა ყველა ფერმერს, მათ შორის არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებსაც შეეძლოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. "აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი. წლიდან წლამდე პროექტი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში...
საქართველოს მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად, საჯარო უწყებებს ,მათ შორის თვითმმართველობებს შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალათ. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, მერიის ავტოპარკისთვის, ტენდერის საფუძველზე, თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. “ჩვენ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა გვაქვს დაანონსებული და ამ რეფორმის ფარგლებში ვყიდულობთ დამატებით ავტომობილებს. უკვე დამთავრებულია ტენდერი და შეკვეთილი გვქონდა თეთრი ფერის ავტომობილები. ზოგადად შავი...
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) დაარსებიდან 69 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა და თელავის ბატონის ციხის გალავანი ნატოს დროშის ფერებში გაანათეს. შეგახსენებთ, რომ 1949 წლის 4 აპრილს 12-მა მოკავშირე ქვეყანამ ვაშინგტონში, ნატოს ფუძემდებლურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად ალიანსის წევრები ერთი მიზნით გაერთიანდნენ, რომ ერთობლივად უზრუნველჰყონ კოლექტიური უსაფრთხოება. დღეისათვის, ნატო არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. 69 წლის...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრებას ,,ადგილობრივი...
კასპის მუნიციპალიტეტის მერია სამუშაო პირობებს აუმჯობესებს. საბავშო ბაღების თანამშრომლებს ხელფასები 25%-დან 30%-მდე გაეზრდებათ. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა საბავშო ბაღების თანამშრომლებს, მათი ხელფასების ზრდასთან მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ გააცნო. "ეს ადამიანები ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მომავალ თაობას ზრდიან. მათ ყოველდღიურად უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა აქვთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ყოველმხრივ ქონდეთ სამუშაო პირობები," - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. ასევე შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ კასპის კეთილმოწყობის თანამშრომლების ხელფასების ზრდაც...
საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო უწყებები, მათ შორის თვითმმართველობები შავი ფერის ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ. შესაბამისი დადგენილება 30 მარტით არის დათარიღებული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა“ - წერია დოკუმენტში. სამინისტროებმა მთავრობას ავტოპარკის განახლების გეგმა 25 აპრილამდე უნდა წარუდგინონ. 25 აპრილამდე ავტოპარკის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმაც. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ფინანსთა სამინისტროს...
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელი შეცვალა.
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე გაჩენილი ორმოების გამო, მესამე თვეა, მოძრაობა სახიფათოა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების განხორციელებას ხელი უამინდობამ შეუშალა, ამის გამო კი კომპანიას მუშაობის ვადა ისე ამოეწურა, რომ თანხის ნახევარი გაუხარჯავი დარჩა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. დაზიანებული ადგილების გამო ახალციხის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე ხშირად საცობები იქმნება. განსაკუთრებით რთული გადაადგილება კოსტავას, რუსთაველის, ცხრა აპრილისა და ასპინძის ქუჩებზეა. გზების ორმული შეკეთება შპს „დავითს“,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ