ნაძალადევის რაიონში გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება

675

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაცია სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გვაზაურის I გასასვლელში გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელი შეცვალა.