ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში 3600 მეტრი სიგრძის გზა მოასფალტდება. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს  "ამბროლაურის ავტოგზა 10" აწარმოებს. ონის მერმა ემზარ საბანაძემ სოფელ ღარში მიმდინარე გზის ასფალტირების სამუშაოები მოინახულა.
ხონში მცხოვრებ აჭარიდან ჩამოსახლებულ 10 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცათ. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, დევნილთა და განსახლების მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
წინა სტატია BBC-ის შემდეგ აჭარის რეკლამა უკვე „ევრონიუსზე“ ტრიალებს, - ინფორმაციას  ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ადასტურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 195 ქვეყანაში ეცნობიან. „სატელევიზიო რეკლამის გარდა წელს ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მაყურებელი აჭარის ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ მომზადებულ გადაცემებსა და ბლოგებს გაეცნობა. ჟურნალისტები აჭარას აპრილის დასაწყისში სტუმრობდნენ. „ევრონიუსის“ ჟურნალისტები რეგიონს განმეორებით ზაფხულსა და უკვე...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც წყალტუბოს მერი აღნიშნავს, სოფელ გვიშტიბის ბაღში სამუშაოები ახლახანს დაიწყო, და რეაბილიტაციასთან ერთად ფართის მოშენების სამუშაოები მიმდინარეობს. „ბავშვთა ნაკადის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება ფართის მომატების. ჩვენ გადავწყვიტეთ სარემონტო სამუშაოებთან ერთად დაგვეწყო მოშენების სამუშაოებიც, რისთვისაც „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ“ გამოყო თანხა - 105 000 ლარი“, - განმარტა გრიგოლ იოსელიანმა. წყალტუბოს ბაღების გაერთიანების მმართველის გიორგი იობიძის ინფორმაციით,...
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ცნობით, 2018 წლის შემოდგომიდან აღმაშენებლის გამზირზე კატალპა ნანის ხეებს ნეკერჩლები ჩაანაცვლებს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. მერიის ცნობით, მინდვრის ნეკერჩხლებს (acer campestre) დარგავენ ყველგან, სადაც კატალპა ნანის ხეებია დარგული. ამის მიზეზად არსებული ხეების დაზიანებას ასახელებენ. უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე. 
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამსახურის ორგანიზებით კორპუსების ეზოების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ეზოებში მწვანე ზოლების მოწესრიგების პარალელურად დაწყებულია დაზიანებული სკამების შეკეთება. ასევე დაგეგმილია დაზიანებული გარეგანათების სისტემების აღდგენა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან და მერის მოადგილე სულხან მოწყობილთან ერთად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ”ჩვენი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით სამომავლოდ...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომა თქვა, რომ ზოგიერთ ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა თქვა, ამასთან დაკავშირებით "თელასის" მხრიდან მზაობა არსებობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. "ელექტროგადამცემი ხაზები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არამხოლოდ ელექტროგადამცემ ხაზებების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ, ქალაქში გადაადგილებაშიც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს", - თქვა კახა კალაძემ. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ შემდეგ ქუჩებში განთავსდება: ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს...
თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. ინფრომაციას 1tv ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ცვლილება განაპირობა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა. მათვე ინფორმაციით, შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს...
ქალაქ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კანალიზაციის ქსელის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს, სარეაბილიტაციო სამუშაოებით კი ეს პრობლემა მოგვარდება. სამუშაოების მიმდინარეობას მერის წარმომადგენელი მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა ადეიშვილი ადგილზე გაეცნო.
ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის მონიშვნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები საგზაო ჰორიზონტალური და ავტობუსის გაჩერებების მონიშვნებს, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ვიბროხაზების მონტაჟს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრე არხები მოეწყო, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯა. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში მოეწყო მიწისქვიშა კომუნიკაციები, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები და...
გმირთა მოედანზე არსებულ პანდუსსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მერიაში განმარტავენ, მოძრაობის შეფერხების მიზეზი გმირთა მოედანზე არსებული პანდუსის და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდის მორეცხვაა. “თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება. აღნიშნულიდან...
გორელი მძღოლების უკმაყოფილებას ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილების სიმცირე იწვევს. მათი განმარტებით, პრობლემა ძირითადად ცენტრალურ ქუჩებსა და სავაჭრო ობიექტების მიმდებარედ იქმნება. მათი თქმით, ქალაქში ავტომობილთა რაოდენობა გაიზარდა. გორელ მძღოლებს მიაჩნიათ, რომ გორში პარკირება უფასო უნდა იყოს. ამის შესახებ "რადიო მოზაიკა" წერს. "მანქანის გაჩერება განსაკუთრებით ცენტრალურ და მოძრაობის მხრივ გადატვირთულ ადგილებზე ჭირს. პარკირების რაოდენობა შეზღუდულია, რაც მძღოლებს განსაკუთრებით გვაშფოთებს. მეორე საკითხია კიდევ ფასი....
წინა სტატია ქუთაისის მერია ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერს (NAT180005887) აცხადებს.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70 ბინასთან უნდა განთავსდეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში შეასრულოს. დროშის ქვეშ კი, ოთხი სანათი უნდა დამონტაჟდეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წლით განისაზღვრება. თუ ამ პერიოდში...
წინა სტატია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახალი ხიდის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. სამინისტროს წარმომადგენელმა დოკუმენტები უკან გაითხოვა, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს აცნობდა, რომ საჭიროა ახალი ხიდის ასაშენებლად დაუყოვნებლივი სამუშაოების წარმოება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ხიდის მშენებლობა  საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ის საგანგაშო დასკვნის  საფუძველზე მიიღო, რომელიც არსებული ძველი...
თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა. მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საბაგიროებისთვის ადგილებს არჩევენ. "საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია", - განაცხადა ელოშვილმა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამგორის რაიონს ჩამორჩენა აქვს და პირველ კვარტალში, გეგმის მხოლოდ 58% შესრულდა, დანარჩენი გამგეობების დიდ ნაწილში კი 91%-დან 98%-მდე შესრულებაა. ამის შესახებ მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. "არის რამდენიმე რაიონი, რომელსაც პატარა ჩამორჩენა აქვთ, არის 75-78%იანი შესრულება, მინდა გთხოვოთ რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. ერთ გამგეობას, კონკრეტულად სამგორის რაიონს, ჰქონდა ჩამორჩენა 58%-იანი შესრულებით და მგონია, რომ ეს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ