გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან ახალი ხიდის მშენებლობა გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამინისტროს წარმომადგენელმა დოკუმენტები უკან გაითხოვა, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს აცნობდა, რომ საჭიროა ახალი ხიდის ასაშენებლად დაუყოვნებლივი სამუშაოების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ხიდის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ის საგანგაშო დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც არსებული ძველი ხიდის მდგომარეობას ეხებოდა.
“მუდმივი გადატვირთვის გამო, ხიდის კოჭი დაწეულია, არსებულმა დაზიანებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა,” – აღნიშნულია დოკუმენტში.