თბილისის მასშტაბით, ისტორიულ ადგილებში შესაძლოა, ახალი საბაგიროები გაკეთდეს. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.
მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საბაგიროებისთვის ადგილებს არჩევენ.
“საბაგიროები განიხილება, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, საინტერესო ტრანსპორტად იმ არეალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი ტურისტული ინტერესებია”, – განაცხადა ელოშვილმა.