სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად ასუფთავებენ. სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში ბაღი ინვენტარით აღიჭურვება. შესაბამისი ტენდერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. სოფელი დიღომში ახლა მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ახალ ბაღში აღსაზრდელები დიდი დიღმის გარდა, სოფელ დიდგორიდან, თელოვანიდან და...
ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძესთან ერთად, ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბი, რომლისთვისაც დამატებითი კომპიუტერების გადაცემა ითხოვეს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, გასულ თვეში, მერთან შეხვედრისას. კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვა ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკების მოდერნიზებას და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას.
ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამ ეტაპზე, ტენდერი ქუჯის ქ. №10 და ლევან II დადიანის ქ. №2 და №4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადდა. ქუჯის ქ. №10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 97 408, ხოლო ლევან II დადიანის ქ. №2 და №4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის...
გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავა და ერთ-ერთ კედელზე კლუბის წევრების ნამუშევრები გააკრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კლუბის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი საპროტესტო და სამაგილითო აქტი, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ ქალაქის სისუფთავესა და გალამაზებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. "ჩვენ ვიკრიბებით და ვგეგმავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი დაგვესუფთავებინა. ჩამოგვეხსნა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები და იქ ჩვენი...
ქალაქ ზესტაფონის სხვადასხვა ქუჩებზე, საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩა დაიხაზება. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობა, ორ ფერში მოხდება. საგზაო მონიშვნის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „გზაჯვარედინი“ ახორციელებს. ე. წ. ზებრა გადასასვლელების მოწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 39 800 ლარს შეადგენს. აღსანისნავია, რომ ქალაქ ზესტაფონში მოუწესრიგებელი გადასასვლელები, სერიოზულ პრობლებას...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ. გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის ღირებულება - 985000 ლარია. „პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდება წლების მანძილზე გადაუჭრელი - ჟონეთის მოსახლეობის დატბორვის პრობლემა. 2,5 მეტრის სიმაღლის ჯებირი დატბორვის საფრთხისგან დაიცავს სოფლის 6 ოჯახს და ჟონეთის საჯარო სკოლას,“ - განაცხადა წყალტუბოს...
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება. ამით პოლონეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს. ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში. ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი. "კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე,...
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: Freedom House-ის თანახმად, 2017 წელს, დემოკრატიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიზისი განიცადა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და სამოქალაქო საზოგადოება დარტყმის ქვეშ მოექცა. ღია მმართველობის მხარდამჭერებმა ნახეს, თუ როგორ შეირყა ბევრ ქვეყანაში მათ მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული წარმატებები, ხოლო...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური საიტი kutaisi.gov.ge რამდენიმე დღით გაითიშება. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ საიტზე, რომელსაც დაემატება ახალი ფუნქციები. საიტი იქნება ორენოვანი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ახალ საიტზე სრულად აისახება ქალაქში მიმდინარე სიახლეები კულტურის, სპორტის, ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სხვადასხვა მიმართულებებით.
წინა სტატია ახალციხის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეული მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები დანიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერიაში 16 აპრილს ყველა შერჩეული საჯარო მოხელის დანიშვნის ბრძანება დაიწერა. მერიას კონკურსი, წარმომადგენლებისა და ასისტენტების 36 პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული თუმცა მათგან სამი: მერის წარმომადგენელი ახალციხეში და წარმომადგენლის ასისტენტები კლდესა და ურაველში ვერ შეირჩა. ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2017 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - IDFI  წარმოადგინა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  მონიტორინგის  შედეგად,  2017 წლის ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები გამოვლინდა. კვლევის მიხედვით, ქუთაისის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.
17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული მესხიშვილის დრამატულ თეატრში გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით "რევიზორი" გაიხსენება. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს. კვირეულის ფარგლებში, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები. კვირეულში მონაწილეობენ: 18 აპრილი...
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგური შენდება. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მოეწყობა მიწისქვეშა და პირველადი ნაკადის შემაკავებელი ავზები, სატუმბი სადგური და ორი გამცხრილავი. სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის პრობლემას სრულად აღმოფხვრის. სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 5,3 მილიონ ევროს შეადგენს. მშენებლობა 2020...
ძველ რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ძველ რუსთავში, ოდიშარიას ქუჩაზე, გზისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალური პარკის ჩასასვლელში კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, პანდუსებს მოაწყობენ.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას დადიანების ორანჟერეაში, ე.წ. საჯინიბოს შენობის შიგნით, ორივე მხარეს, კედლების და იატაკის გასუფთავების დროს დაბლა ჩამავალი კიბეები აღმოაჩინეს. როგორც ,,ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორი ზვიად ქარჩავა განმარტავს, არქეოლოგების მოკვლევის შემდეგ გაირკვევა თუ რა დატვირთვა ჰქონდა კიბეს. ,,ორანჟერეა დაკონსერვდება, დონორის მოძიების შემთხვევაში კი შენობის აღდგენის საკითხსაც განვიხილავთ. კიბის გარდა, გარკვეული ფენისგან გათავისუფლების შემდეგ, აქ წითელი აგურის იატაკიც...
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები საქართველოს კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ძველი თბილისის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას შეეხო, სადაც დეტალურად მიმოიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის დადებითი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ