თბილისის მერია იწყებს ახალ პროექტს „ისწავლე და დასაქმდი“. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში გადამზადების მსურველებს სასწავლო კურსის საფასურს მერია დააფინანსებს. 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეუძლება გაიაროს რეგისტრაცია, ასაკი შეუზღუდავია. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის...
თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგს მოაწყობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას ტერიტორია ერთ ლარად გადაეცემა. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. „ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა...
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლიტვაშია. კაუნასის მუნიციპალიტეტში გორის მერიის დელეგაციის ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და სამომავლო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. გელა კაპანაძე კაუნასის მუნიციპალიტეტის მერს ვალერიუ მაკუნასს, მის მოადგილეებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა. გორის მერიის ცნობით, კაუნასისა და გორის მუნიციპალიტეტები სხვადასხვა მიმართულების ერთობლივ პროექტებს განახრციელებენ. დაგეგმილია სამომავლო თანამშრომლობა განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის,...
მერიის ცნობით, ქალაქ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სიონისა და შაშიკაშვილის ქუჩების, ასევე ფრიდონ ხალვაშის მე-8 ჩიხის კეთილმოწყობა. სამუშაოები პირველ მარტს დაიწყო და 27 სექტემბრამდე წინსწრებით დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხი, გარეგანათების ბოძები და სანიაღვრე ჭები, ასევე  მოეწყობა ასფალტის საფარი. სამუშაოების ღირებულება 384 ათას ლარს შეადგენს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი გამოცხადდა 28 პოზიციაზე. კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას და წერით დავალებას. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge.
ზუგდიდში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველის" კონფერენცია ჩატარდა, სადაც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია აირჩიეს. პრემიერმა დელეგატებს სიტყვითაც მიმართა. პრემიერმა თავის გამოსვლაში სამეგრელოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის თქმით, დაგეგმილია ანაკლიის პორტთან მისასვლელი 17 კმ-იანი გზის მშენებლობა. მისი ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა. "ამჟამად რეგიონში მიმდინარეობს სამუშაოები გზების რეაბილიტაციის 11 პროექტზე. სულ უნდა შესრულდეს 25 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები", - თქვა...
ზუგდიდში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველის" კონფერენცია ჩატარდა, სადაც  პრემიერმა დელეგატებს სიტყვითაც მიმართა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დახარჯულმა თანხამ, 2013 წლიდან დღემდე 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. დაიგო ახალი გზები, განხორციელდა წყალმომარაგების, გაზიფიცირების და ნაპირდაცვითი სამუშაოები. ასევე, პრემიერმა აღნიშნა, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხში დასრულდა მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი...
შუახევის მუნიციპალიტეტში, უჩამბასა და შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უჩამბაში ტბეთი-გოგაძეების დამაკავშირებელი გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე დასრულებულია სამუშაოები, ხოლო, ცინარეთის შიდა სასოფლო გზაზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ასევე, მათი ინფორმაციით, წაბლანაში პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყობა. უწყების ცნობით, სოფელ ტომაშეთში და წელათში ბეტონის საფარს დააგებენ. ხოლო, იაკობაური - შუბნის დამაკავშირებელ სასოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთზე, დღეს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო,...
საჩხერის მერიის ცნობით, მრავალი წლის შემდეგ ციხე მოდინახეს რეაბილიტაცია დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მისასვლელი გზის გაწმენდა დასრულებულია და მიმდინარეობს რეაბილიტაციის წინა სამუშაოები. ციხე მოდინახეს აღდგენას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს.
საქართველოში პირველად, თბილისის ხელოვნების ბაზრობა "Tbilisi Art Fair" გაიმართება. სამდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება ლექციებით, მასტერ-კლასებითა და ღია ფორუმებით. Tbilisi Art Fair-ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრის სტანდარტების შექმნას...
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდიში დადიანების ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის ორივე სართულზე შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები და გარე ფასადის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პროექტს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით ახორციელებს. დადიანების სასახლეთა კომპლექსში შემავალი ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებში, არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის მიერ აშენდა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა...
თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა გულიკო ზუმბაძემ პრესკონფერენცია გამართადა განაცხადა, რომ  "დიდი ლილოს"ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი მოქალაქეებსა და გარემოს ეკოლოგიის კუთხით ურთულეს პრობლემას უქმნის. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ზუმბაძის თქმით, ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიხედვით გამოყენება შეუძლებელია. "დიდი ლილოს"ტერიტორიაზე 2010 წლიდან მოწყობილია ე.წ. მყარი ნარჩენების პოლიგონი, ნაგავსაყრელი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან უმძიმეს მდგომარეობას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო. ჩვენი ძალისხმევა, თითოეული ნაბიჯი სწორი მიმართულებით...
ნადოკრა-გორანა-სიმხევი-თოლენჯი-მელიასხევი-ხევსურთსოფელი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, ამასთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი გუშინ დასრულდა. ტენდერის სავარაუდო ღიღებულება 4 180 661 ლარი იყო. ტენდერში სულ 4 კომპანია მონაწილეობდა: შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი"; ე/ს შპს "ჯიარჯი" და შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი"; შპს "ენკო" და შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო N1"; ტენდერში მონაწილე კომპანიებისგან ყველაზე დაბალი ფასი - 3 707 707 ლარი შპს "კომპანია ბლექ...
ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა სრულდება. ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია. მათ ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ....
ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. უწყების ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება. ბათუმის მერიის ცნობით, მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ამ ეტაპზე გათბობის სისტემის დამონტაჟებისა და ფასადის შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ბაღის მშენებლობის ღირებულება 1 646 930 ლარია.
"თელავში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება", - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დაგეგმილია ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის აშენება, მანამდე კი მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას, ტენდერის გამოცხადებას და ცხოველების აცრას გეგმავს. ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აცრილი ძაღლების დიდი ნაწილი ქალაქში დაბრუნდება, ნაწილს კი თავშესაფრებში გადაანაწილებენ. ,,იგეგმება ცხოველების რეგიონული თავშესაფრის გახსნა, რაზეც სხვა მუნიციპალუიტეტების მერებთან მჭიდრო თანამშრომლობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ