ადგილები, სადაც თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგს მოაწყობს

700

თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგს მოაწყობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გამარჯვებულ კომპანიას ტერიტორია ერთ ლარად გადაეცემა. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

„ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა”,- განაცხადა კალაძემ.