წინა სტატია თბილისის მერია 1 მაისს გადაწყვეტს, გაუზრდის თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს, რასაც მემანქანეები აპრილის დასაწყისიდან ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს. დღეს თბილისის ვიცე-მერი, ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორსი და მემანქანეების პროფკავშირი ერთმანეთს შეხვდა. ვიცე-მერმა მათ განუცხადა, რომ სამშაბათამდე მერიაში დაიანგარიშებენ, რა სახის ფულად ხარჯზეა საუბარი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. 18 აპრილს მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. ხელფასის გაზრდაზე კომპანიისგან...
თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ "საქართველოს ბანკში" აცხადებენ. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. "ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
თბილისის მერიის ცნობით, 26 აპრილიდან 15 ივნისამდე კომპანია „სპექტრუმის“ ინტერვიუერები, მგზავრთნაკადების შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას ჩაატარებენ. უწყების ინფორმაციით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღვრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები. მათივე ცნობით, ამ ინფორმაციის ანალიზის შედეგად შემუშავდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით...
ქალაქის სტატუსის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ, გორის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგებს აჯამებენ. გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, რამაც მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხები დაზოგა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. "იცით, რომ მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და მოგვიწია თანამშრომელთა შემცირება. კადრების ნაკლებმა რაოდენობამ, რა თქმა უნდა, ეკონომია გამოიწვია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მერიის საფინანსო...
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც ENPARD-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკომიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და ეთნიკურ უმცირესობებს. თამარ ხუნწარიას...
თელავში პეტრე ბაგრატიონის, რევაზ ლაღიძის, დავით გურამიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თელავის მერიის ცნობით, ამ ქუჩებზე ასფალტის საფარს აგებენ. ამასთან, ამ ქუჩებზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა. "თელავის იმ უბნებში, სადაც უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და განხორციელდა გამრიცხველიანება, მიმდინარეობს ქუჩების რეაბილიტაცია. კერძოდ, დაწყებულია პეტრე ბაგრატიონის, რევაზ ლაღიძის, დავით გურამიშვილისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები'',- განუცხადეს knews.ge-ს...
video
საჯარო სამსახური მაშინაა ეფექტური, თუ ის მოქალაქეებთან არის ახლოს - ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება შენთვის მუშაობს! არ დაელოდო მათ გადაწყვეტილებებს, ვინც შენი საჭიროებების შესახებ ბევრი არაფერი იცის! იმოქმედე!
ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია "აი ფაქტის" ჟურნალისტების მიერ 71 წლის კლარა ონიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე გამოცხადებულ 15 ტენდერში გაიმარჯვა. ონიანი ლენტეხის მერიის სამშენებლო რეგულირების განყოფილების უფროსის, მაიზერ ლიპარტელიანის დედაა. ონიანი ინდივიდუალურ მეწარმედ 2015 წლის აპრილში დარეგისტრირდა, შპს “არქი 4” კი 2016 წლის დეკემბერში დააფუძნა. მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ონიანის კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, საპროექტო დოკუმენტაციებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადება ევალებოდა....
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ტალინის მერმა ტაავი აასმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ელექტრონული მმართველობა. თბილისის მერიის ცნობით, მემორანდუმის გაფორმებამდე გამართულ შეხვედრაზე მერებმა ამ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ ტაავი აასს თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით...
წინა სტატია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სამანქანო ხიდის ნაწილობრივ ჩანგრევას ბათუმის მერია გამოეხმაურა. როგორც მერიაში განმარტეს საპროექტო სამუშაოები 3 დღეში დასრულდება და ხიდი დაჩქარებული წესით ერთ თვეში აღდგება. ამის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ თქვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. კორძაძის თქმით, ხიდი კუსტარულად იყო დამზადებული და ის არ იყო მძიმე ტექნიკაზე გათვლილი. მისივე თქმით, ხიდის მდგომარეობაზე ოფიციალური წერილი მერიაში...
ახალციხის შესასვლელში, იქ სადაც ექვსი თვის წინ, გზის რეაბილიტაცია დასრულდა, ბორდიურები იშლება. საბარგო სადგურზე, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით გზის მოასფალტება შპს „ქროსფოინტმა“ უზრუნველყო. 2 კმ–სა და 600 მეტრ სიგრძეზე დაიგო ასფალტი და გაკეთდა ტროტუარები. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. „სიცივე იყო, როდესაც მუშაობდნენ, სავარაუდოდ ამის გამო დასკდა და ჩამოიშალა“, – ამბობენ საბარგო სადგურზე მცხოვრებლები. ბორდიურების დაზიანების მიზეზი შპს „ქროსფოინტში“ არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ...
წინა სტატია ქალაქ ფოთის მერიამ თეატრის კაპიტალური შეკეთების საპროექტო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს ვიზუალური ექსპერტიზა, ფასადის, ფუნდამენტის, შადრევნის, შიდა ინტერიერის, კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემის შესწავლა და წარადგინოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ეს ყველაფერი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 45 დღეში უნდა შეძლოს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდეა გათვალისწინებული.
გასულ წელს, ახალციხეში, საბარგო სადგურზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, მშენებელმა კომპანიამ შპს „ქროსფოინტმა“ გზის გამყოფ ზოლზე გაშენებული დეკორატიული ბუჩქები ჯერ ამოიღო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისევ ჩარგო. დღეს კი ეს ბუჩქები გამხმარია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სამშენებლო კომპანია „ქროსფოინტშის“ ტექნიკური დირექტორის გიორგი ავსოჯანიშვილის თქმით, სამუშაოების დაწყებისას, დეკორატიული ბუჩქები სხვაგან გადარგეს და დასრულების შემდეგ უკან დააბრუნეს, ისე რომ გამხმარი არ იყო. „ახლა...
ევროკავშირის პროგრამის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთი“-ს ფარგლებში, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი ენერგოეფექტურობის ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, თვითმმართველი ერთეულები ტრანსპორტის, გარეგანათების, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. "25-26 აპრილს, კახეთის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინირებით და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ლოპოტა“-ში პროექტის „მერების შეთანხმება აღმოსავლეთი“ ფარგლებში, გაიმართება 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც...
დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ბარისახოსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამანქანე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ აკუშომდეში გაიწმინდა საოფლამდე მისასვლელი გზის 8 კილომეტრიანი მინაკვეთი, განხორციელდა დახრამული მონაკვეთების შევსება, ჩამონაშალებისაგან გაიწმინდა, გასწორდა და დაიტკეპნა გზა. ასევე, სოფელ ლიქოკისჭალაში, იწმინდება ლიქოკის ხევის კალაპოტი. უწყების ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 6 მეტრიანი ხიდ-ბოგორისა და დამცავი რკინა-ბეტონის ნაგებობების და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გომეწარში, მეწყერისაგან დაზიანებული გზის...
25 აპრილიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ. ამის შესახებ მოვაჭრეები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ზედამხედველობის სამსახურმა დღეს გააფრთხილა. ამ ფაქტს ბაზარში ხმაური მოჰყვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მაღაზიების წინ არის გამოტანილი დახლები, რომელიც ხელს უშლის გადადგილებას. სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან არის რეკომენდაცია, რომ ყველამ საკუთარი საზღვარი დაიცვას, რათა საჭიროების შემთხვევაში სახანძროს მანქანამ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ