თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უცხოური ბარათებითაც იქნება შესაძლებელი

682

თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ “საქართველოს ბანკში” აცხადებენ. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

“ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა”, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.