წინა სტატია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურისა და მისი მოვლისა და დაფინანსების უფლება სრულად 2019 წლისთვის გადაეცემათ. კანონპროექტი პარტლამენტს შემოდგომაზე გადაეგზავნება. მურღულიას განმარტებით, დეცენტრალიზაციის პროცესი საბოლოოდ გულისხმობს, რომ უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა, მათ შორის, იჯარა, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გარდა, მუნიციპალიტეტების საქმე იქნება. ამასთან, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რისკების თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა საკუთარი ფართი სხვა შეუსაბამო...
წინა სტატია დედაქალაქში მომავალ კვირას პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება. ამის შესახებ კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განაცხადა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. ელექტროავტობუსის მოძრაობა 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე იგეგმება, რომლითაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მგზავრობას. „ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ელექტროავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ 61-ნომერ ავტობუსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტულია, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35-ადგილიანი ავტობუსი,“-აღნიშნა პატარაიამ. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფრეგობასი“...
ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთთან დაკავშირებით, სატენდერო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი სერიოზული პროექტია და ამ ტენდერთან დაკავშირებით ღია კარის დღეებია გათვალისწინებული. "ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაკავშირებით არსებობს მიმდინარე პროექტები. არის სხვადასხვა ტიპის გამოწვევები ამ პროექტებზე და ვმუშაობთ როგორც კონტრაქტორებთან, ზედამხედველ ორგანიზაციებთან, ასევე დონორებთან იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს...
პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაამტკიცა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. პარლამენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებულ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონთან“ შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია შედგება პრეამბულის, 5 თავისა და 28 მუხლისაგან. ხდება კონსტიტუციის გარკვეული მუხლების გაერთიანება და ხელახლა...
პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის გათვალისწინებით, თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება, თანმდევ პროქტებთან ერთად, მესამე მოსმენით 77-ხმით მიიღეს. პროექტის მიხედვით, თბილისის მთავრობა საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ვადას, გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს. ტაქსით მომსახურება სანებართვო პირობების დარღვევით - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ტაქსით...
პარლამენტმა 77-ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვით, თბილისში, ავტობუსებისა და ე.წ. მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე იქნება ნებადართული.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, თბილისის მთავრობამ საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. გათვალისწინებულია ფინანსური ჯარიმებიც. კერძოდ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევა - გამოიწვევს...
თბილსის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას 30 ხმით მხარი დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.  ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით გასულ თვეში დატოვა, თუმცა, მოგვიანებით თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამგორის რაიონს ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ჩამორჩენა ჰქონდა.
5-6 მაისს ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველი ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება. უწყების ცნობით, ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე გახსნიან. ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ თემებზე:...
თბილისის საკრებულომ გეგეშიძის ბაღის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგისთვის ქონების 1 ლარად გასხვისების საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საკითხი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დააყენეს. “გეგეშიძის ბაღის” მიმდებარედ პარკინგის მოწყობას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ პარკინგის მოწყობას 30 მომხრე დეპუტატი ჰყავდა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო „სადგურის მოედანზე“ - 29 მომხრე იყო. საკითხის განხილვას...
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორს 5 კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება. უწყების ცნობით, წმინდაწყლის დასახლებაში, სუხიშვილის, ყიფიანისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა. „აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. ამ ეტაპზე პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერები. სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. წმინდაწყლის დასახლებაში და სტალინის №5-ის მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობა იგეგმება,...
წინა სტატია ზუგდიდელი მძღოლების საჩივრებს პროფკავშირები შეისწავლის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. რკინიგზის სადგურთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებს პროფკავშირების ფოთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი შეხვდა.ინგა გვასალიას შეკრებილებმა საკუთარი პრეტენზიები და მოთხოვნები გააცნეს და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. პროფკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს, როგორც შეკრებილთა მოთხოვნებს, ისე აქვთ თუ არა ლიცენზია ქალაქის მასშტაბით მოქმედ პატარა სადგურებს, მუშაობენ თუ არა კანონიერად და შეაქვთ...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ერთობა 2013“-ის სახელით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების შესახებ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. „EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება გაფიცვის კონსტიტუტუციური უფლებით სარგებლობასა და საჯარო...
„ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 მაისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დღეს 21:00 საათიდან ამოქმედდება. „მიმდინარე წლის 5 მაისს თბილისში, რიყის პარკსა და ევროპის მოედანზე ევროპის დღე აღინიშნება, რის გამოც, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიასა და გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება. 4 მაისს,...
ბათუმის მერია აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ახვლედიანის (ყოფილი ჯინჭარაძის) ქ. N12-ში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მესაკუთრე ცხრა ოჯახისთვის იმავე მისამართზე, 7724,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ აშენების მიზნით. აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი - 18 თვის ვადაში. გათვალისწინებულია სამსართულიანი სახლის აშენება მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართით.  სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს...
ფონდმა ,,ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 100 ძირი ტუია და 50 ძირი არაუკარია გადასცა. ასევე, ბათუმის მერიის ცნობით, ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ დაწყებულია ორი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს კიდევ ერთი ოცადგილიანი ავტოსადგომისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას. აღნიშნული პროექტები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ უკვე აშენდა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. ,,ბოტანიკურ ბაღში წლების განმავლობაში...
ბათუმში ქუჩების, ტროტუარებისა და სკვერების დაგვა-დასუფთავება მიმდინარეობს. მერიიც ინფორმაციით, დღეს გადაირეცხა რამდენიმე ქუჩა და ხელოვნების მუზეუმის მიმდებარედ არსებული სკვერი. უწყების ცნობით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ქუჩების გადარეცხვის სამუშაოებს შპს ,,სანდასუფთავება“ ეტაპობრივად გააგრძელებს. მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყო მწერების საწინაღმდეგო სადენზისექციო სამუშაოებიც.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ