თბილსის საკრებულომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კახაბერ გულედანის დანიშვნას 30 ხმით მხარი დაუჭირა. ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით გასულ თვეში დატოვა, თუმცა, მოგვიანებით თბილისის მერმა განაცხადა, რომ სამგორის რაიონს ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ჩამორჩენა ჰქონდა.