რუის-ურბნისის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესიას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია გაანათებს. ეს გადაწყვეტილება მერიამ 4 მაისს მიიღო. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიების განათებისთვის 8 ათას ლარამდე დაიხარჯება. ასევე განათდება რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის, სინოდის წევრის, მეუფე იობის რეზიდენციაც.
"შესაბამისი სისტემით აღიჭურვება სოფელ ურბნისის წმინდა სტეფანე პირველ მოწამის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ რუისის ღვთისშობლის სახელობის მონასტერი, სოფელ რუისის ფერისცვალების ტაძარი...
საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი დანიშნულებისთვის გამოყენება ეზღუდებათ. ბაღის თანამშრომლებს მობილურის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობისას შეეძლებათ. ინფორმაციას reginfo ავრცელებს.
შეზღუდვა გორის, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.
საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა; დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის ცენტრალურ გზაზე ასფალტის საფარი უკვე წლებია დაზიანებულია. ადგილობრივები პრობლემის გადაჭრას ითხოვენ. როგორც გურჯაანის მერიაში ამბობენ, გზის რეაბილიტაციაზეე ტენდერი გამოცხადდა და უკვე დასრულდა კიდეც. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
"ახაშენის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის 13,5%-იანი თანამონაწილეობით განხორციელდება. სატენდერო თანხა 467 280 ლარია", - თქვეს გურჯაანის მერიაში.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.
2019 წელს კახეთში, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება, თუმცა რომელი სოფლის მიმდებარე ტერიტორია შეირჩევა ნაგავსაყრელისთვის ჯერ უცნობია. ერთ-ერთ ალტერნატივად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის, ან არაშენდის ტერიტორია განიხილება. ამ საკითხს ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნაგავსაყრელის მოწყობა, გარემოს დააბინძურებს და სხვადასხვა დაავადების გავრცელებას გამოიწვევს, ამავე დროს, ზიანს მიაყენებს მრავალწლიან კულტურებს.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი კახეთის რეგიონის ყველა...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შედეგად 3000 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება.
პროექტის ფარგლებში, სოფელ ძველ ანაგაში აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო სადაწნეო მილსადენი და წყლის რეზერვუარი. სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, საექპლუატაციო გზის მოწყობას, სატუმბი სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. ძველი ანაგის სატუმბი სადგური მიმდებარე სოფლების 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.
"საქართველოს მელიორაციის" ცნობით, მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის...
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის, გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ყოველდღიურად მოირეცხება თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი.
გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები სეზონურია და მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე - ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს.
გზის მორეცხვის სამუშაოები სრულდება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის...
წინა სტატია
მეტროსადგური "გურამიშვილი" გაიხსნა. სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ გაჩერდა, რაც მეტროსადგურ "ვარკეთილში", იანვარში, ჭერი ჩამოიშალა.
შეგახსენებთ, რომ მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილის”, “სამგორისა” და “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
წინა სტატია
გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს. მათ 7 მაისს საღამომდე ტერიტორია უნდა დატოვონ. ძირითადად, ეს საკითხი ჭავჭჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ძველი ბაზრის გარშემო მყოფ მოვაჭრეებს ეხება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერიამ გარევაჭრობის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლითაც განსაზღვრულია ის კონკრეტული ადგილები, სადაც ასეთი ტიპის...
წინა სტატია
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის” პირველი ფორუმის მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველმა ყოველწლიურმა ფორუმმა გახსნითი ნაწილის შემდეგ დისკუსიის ფორმატში განაგრძო მუშაობა. მონაწილეებმა დეცენტრალიზაციის რეფორმის, რეგიონული უთანაბრობისა და ინტერმუნიციპალური კავშირების ფორმირების შესახებ იმსჯელეს.
უწყების ცნობით, მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონული უთანაბრობა არის ერთ-ერთი...
დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებს სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გეგმური შემოწმების შედეგად, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, საკვები პროდუქტების მომზადების სიახლოვეს არსებული მდგომარეობა არ შესაბამებოდა სტანდარტებს და მის მოწესრიგებამდე, საბავშვო ბაღები დაიკეტა.
სურსათის უვნებლობის სამამართველოში აცხადებენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არსებული ვითარების გამოსწორების შემდეგ შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას.
სამივე ბაღის სამზარეულო ბლოკებში დაწყებულია...
წინა სტატია
უახლოეს დღეებში, მთაწმინდის პარკისა და ქალაქის ცენტრის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგურის მშენებლობისთვის საჭირო გასახლების პროცედურა დაიწყება, კონკრეტულად კი მოქალაქეებს, საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას შესთავაზებენ. ამის შესახებ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე ისინი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ, ამ ბინების ღირებულებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"უახლოეს რამოდენიმე დღეში კონკრეტული შეთავაზებები მოსახლეობას ალბათ გაუკეთდება, თუმცა მოსახლეობა ხვალაც...
სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ზურულდზე კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრი“ იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის.
"ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა - ტურიზმის შემდგომი განვითარებისა საქართველოში. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის...
წინა სტატია
„ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალიზება ინსტიტუციური დიალოგისა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე - „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების...
წინა სტატია
ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მშპ-სთან მიმართებაში, გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის პირველ ყოველწლიურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს არის ევროპის დღე. თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით და მე მოხარული ვარ რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს - „დიალოგი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მათი ეთიკის კოდექსი და ფიცი ერთხმად დაამტკიცეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კოდექსი დეპუტატების უფლება-მოვალეობის განხორციელების დროს ქცევის ზოგად პრინციპებს გულისხმობს.
,,ეს არის კოდექსი, რომელიც ზრდის ანგარიშვალდებულებას და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ამაღლებს კოლეგიალურობის ხარისხს. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ზოგადი წესი, არამედ რეალურ ურთიერთობებში აისახება, ოპონენტები დაიცავენ კორექტულობას და პასუხიმგებლობის...
რუსთავში შარტავას ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი დაანგრიეს და მის ადგილას 11-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მერიას მიმართავს და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, სამშენებლო კომპანიამ დღეს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეიყვანა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































