თბილისის ყველა რაიონში თბილსერვისმა გზის მორეცხვა დაიწყო

877

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის, გეგმიური სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ყოველდღიურად მოირეცხება თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი.

გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები სეზონურია და მაისის თვიდან ოქტომბრის ბოლომდე – ზამთრის დადგომამდე მიმდინარეობს.

გზის მორეცხვის სამუშაოები სრულდება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებზე: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; მშრალი ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაქტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის ქუჩა; სულხან-საბას ქუჩა; ამაღლების ქუჩა; გიორგი ლეონიძის ქუჩა; თავისუფლების მოედანი; პავლე ინგოროყვას ქუჩა; უსახელოს ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა; არნოლდ ჩიქობავას ქუჩა; გიორგი ჩიტაიას ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან წამებულის გამზირი; მოსკოვის გამზირი; ვარკეთილის დასახლება – ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება – ცენტრალური ქუჩები; ჯორჯ ბუშის ქუჩა; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; ნავთლუღის ქუჩა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; ლიბანის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ვეკუას ქუჩა; ომარ ხიზანიშვილის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; სანდრო ეულის ქუჩა; პეტრე ქავთარაძის ქუჩა; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის ქუჩა; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა; მარშალ გელოვანის გამზირი.