თბილისში მდებარე 15 ქუჩას, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელწოდებები შეეცვლება და დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერთა სახელები დაერქმევა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, მათ კომისიაში სახელდებაზე ინიცირებულია 15 ქუჩა, რომელთაც დღემდე საბჭოთა ოკუპაციასთან ასოცირებული პიროვნებების სახელები შემორჩათ.
საჯარო განხილვების შემდეგ აღნიშნულ ქუჩებს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელები დაერქმევათ.
„ეს ქუჩები თბილისის სხვადასხვა...
ბათუმში, ე.წ " ბონის" დასახლებაში, 19 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია 6 ქუჩის: ჩხაიძის, გოგიტიძის, მაქაცარიას, ნოაღაიდელის, კაიკაციშვილის ქუჩისა და მისი შესახვევის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარების და უსინათლოთა ბილიკები და დამონტაჟდება ბორდიურები და ორშრიანი დეკორატიული ფილები.
მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 3 954 444 ლარია.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას რებილიტაცია უტარდება. ამბროლაურის მერიის ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.
პროექტი სსიპ "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება - 2 004 780 ლარია.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.
ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, რეგიონებში ბიზნესმენებთან შეხვედრებისას რამდენიმე სახის სისტემური პრობლემა გამოიკვეთა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კერო სექტორის წარმომადგენლებს, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მისივე თქმით, ხარვეზები შეიმჩნევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების კუთხითაც; პრობლემები იკვეთება დაბეგვრის საკითხებშიც და ნაკლებია ბიზნეს სექტორის ინფორმირებულობა იმ სხვადასხვა შესაძლებლობასა და პროგრამაზე, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებს.
,,ბიზნესმენებისთვის თბილისსა და რეგიონებში პრობლემები...
ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ხობის მერიის ცნობით, 26 მაისის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი) ქუჩებზე, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი ჭყონდიდელის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. უწყებსი ცნობით, იონა მეუნარგიასა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია...
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებამ დიდების მემორიალზე განთავსებული ჯიხურები, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დააზიანეს აღადგინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ჯიხურები კონსტრუქციები, რომლებიც ქალაქში ტურიზმის განვითარებასა და მცირე ბიზნესის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა, ავსტრიელმა სტუდენტებმა ააწყეს.
2017 წელს ქალაქ გურჯაანში მდებარე დიდების მემორიალზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და არქიტექტურული სამუშაო ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოხალისე არქიტექტორები იყვნენ ჩართულები.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია...
წინა სტატია
ქუთაისში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის 25 მაისიდან დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოსწავლეებს სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილებენ. რეკონსტრუქციის დასრულებამდე მათ საგაკვეთილო პროცესი მეორე ცვლაში ჩაუტარდებათ.
სრული რეაბილიტაცია ქუთაისში იმ სკოლებს ჩაუტარდებათ, სადაც წლების მანძილზე ამოტრიზებული მდგომარეობა იყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-5-ე; მე-10-ე; მე-17-ე; მე-13-ე ; #32-ე , #30-ე; #36 -ე და #33-ე სკოლებში 2019 წლის გაზახფულამდე უნდა...
მუნიციპალური განვითარები ფონდმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის (ლისის გზა) დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტირებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
განაცხადების მიღება 20 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
პარალელურად, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობების ზედამხედველობაზე. ამ შემთხვევაში განაცხადების მიღება 30 მაისამდე იწარმოებს.
პროექტს აზიის...
კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძის მრჩევლებს მერზე მეტი ხელფასი აქვთ. ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა...
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა.
უწყების ცნობით, გიგა კაცია 2012-2017 წლებში თიბისი ბანკში კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე, ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2009 წელს ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო.
ასევე, გიგა კაცია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში.
მას დამთავრებული აქვს გერმანიაში შპარკასეს საბანკო სასწავლებელი და...
ხაშურის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქში მიმდინარე სპორტული კომპლექსის სამუშაოები დაათვალიერა. სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება.
ხაშურის მერიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 292 455 ლარია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საკალათბურთო-სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზების მოწყობა. შენობის მეორე სართულზე დაგეგმილია საჭადრაკო ოთახისა და სატრენაჟორო დარბაზის განთავსება. მოეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და და კაფე-სასადილოც. შენობაში 40...
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის.
43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა და მისი შესყიდვის უკვე მიმდინარეობს. ამასთან, არსებული მდგომარეობის მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.
უწყების ცნობით, ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკური დეტალებს მოიცავს.
"ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში...
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. გასულ წლებში რეგისტრაციის პროცესი ივნისის პირველ რიცხვებში მიმდინარეობდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, წელსაც დედაქალაქის მასშტაბით 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, რომლებშიც 13 ათას ბავშვს მიიღებენ. საზაფხულო ბაღები მთელი ივლისის განმავლობაში იფუნქციონირებს.
ამასთან, ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია გასულ წლებთან შედარებით, ასევე ერთი თვით ადრე, ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე, ბაღებში სოციალურად დაუცველი და იმ ოჯახებიდან...
დედაქალაქში პირველი ელექტროავტობუსი დღეიდან გამოჩნდება. თბილისის მერიის ცნობით, ელექტროავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
35-ადგილიანი, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროავტობუსი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეაფასონ, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია მისით მგზავრობა.
პირველი ელექტროავტობუსი დედაქალაქში კომპანია „ფრეგობასმა“ შემოიყვანა. კომპანია, ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. კომპანიის დირექტორის, მურმან პატარაიას თქმით, საქართველოში ზუსტად ასეთი ელექტროავტობუსების...
წინა სტატია
გორის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწო. კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, გურამიშვილის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები დაშალეს.
გორიის მერიის ცნობით, ამის შემდეგ დასუფთავდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.
მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს. მერიის ინიციატივით, ბაზრების მეპატრონეებთან მოლაპარაკების...
ვანის მუნიციპალიტეტში ამაღლება-საპრასიის და გორა-უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.
ვანის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ამაღლება-საპრასიის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე (ინაშაურის მიმართულებით) მოწყობილია ასფალტის საფარის პირველი ფენა, მოსაწყობია მეორე ფენა და გზის გვერდულები, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ვანის მერიის ინფორმაციით, უკვე განახლდა რებილიტაციის პროცესი გორა-უხუთის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































