ასპინძაში, სოფელ საროში, ძველი მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმეტების შესწავლა მიმდინარეობს. რის შემდეგაც, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, გარდა პროექტის შესწავლისა, პარალელურად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას რეაბილიტირებული მესხური დარბაზების მოვლა–პატრონობაზე. კონკრეტულად, როდის დაიწყება მესხური დარბაზების რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდში, ჯერ არ იციან. ასპინძის მერის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით,...
წინა სტატია რატომ დაადგინა ზუგდიდის საკრებულომ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი, ამის შესახებ ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში შესული ჩანაწერი გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის შესახებ, სოციალურ ქსელში ხუმრობის მიზეზად იქცა. მიუხედავად საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებისა, მკითხველთა ნაწილისთვის კვლავ გაურკვეველი დარჩა მსგავსი ჩანაწერის შეტანის აუცილებლობა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, სანდრო სორდიას განმარტებით, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში...
თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოძიებულია 16 ჰა მუნიციპალური მიწის ნაკვეთები და პირველ ეტაპზე მინიმუმ 800 ოჯახი დაკმაყოფილდება. მერია მოიძიებს დამატებით მუნიციპალურ მიწებსაც, სადაც დაზარალებულებისთვის სახლები აშენდება. "90-იანი წლებიდან მოყოლებული, 3 ათასზე მეტი ოჯახი წარმოადგენს დაზარალებულებს, რომლებმაც, თავის დროზე, სახელმწიფოს გადაუხადეს ბინათმშენებლობის ღირებულება, თუმცა, სახელმწიფომ ვერ...
წინა სტატია თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორს მოუწოდებს, იაქტიურონ მიწისქვეშა პარკინგებზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე. მინდა მივმართო ბიზნესსექტორს, იაქტიურონ, რომ ეს პროექტები იყოს განხორციელებული. ჩვენ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადავცემთ კონკრეტულ ლოკაციებს. დაახლოებით 715 საპარკინგე ადგილი მოეწყობა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი იაქტიურებს და ჩვენ შევძლებთ ამ პროექტების...
თბილისში, სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, ადამიანებს მისცემოდათ შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართები დაეკანონებინათ, სადაც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და არ ეძლეოდათ ამის შესაძლებლობა. დღეს სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის მოხდება საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა. რა...
ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად თბილისის მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩართვის საკითხი აქტუალური გახდა. ამ თემაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება უნდა შეძლონ. კალაძემ მოადგილეს მაია ბითაძესა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ მხრივ საკითხის მოგვარება დაავალა. "გავალებთ, რომ დაიწყოთ მოლაპარაკებები ე.წ ყვითელი მარშუტერბის კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომ ზაფხულში კონდინცირების პრობლემა იყოს მოგვარებული და მერს და მერიას არ დასჭირდეს განმარტებების გაკეთება....
გორის მუნიციპალიტეტში უბნის რჩეულებს აირჩევენ. ამის შესახებ დადგენილების პროექტი, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გორის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, რჩეულს საერთო კრებაზე ადგილობრივები აირჩევენ. მისი უფლებამოსილების ვადა კი მომდევნო კრებამდე გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი კანდიდატის დაყენება არ მოხდება, ვადები გახანგრძლივდება. ამ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. ირმა ამბარდნიშვილი მიიჩნევს, რომ რჩეულების საარჩევნო ოლქებში არჩევა მმართვველი...
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საჯარო ადმინისტრაციის მონიტორინგის პროცესში - თბილისის მერია’’ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. 2017 წლის ანგარიშების მიხედვით, თბილისის მერიას შეისწავლიდნენ სამი ძირითადი მიმართულებით : გარემოს დაცვა, გენდერი და ახალგაზრდობა. პროექტი ასევე ითვალისწინებდა თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მმართველობის ეფექტიანობის შემოწმებას, ოფიციალური დოკუმენტების ხელმისაწვდომობის დადგენას და საჯარო პირების პერფორმანსის შეფასებას. ანგარიშის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტში „ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების“ პროგრამაზე...
EU4Business-ის პროექტმა „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის“ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა საპროექტო განაცხადების მიღება გამოაცხადა. რეგიონული ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ქვე-გრანტები მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას მიმდინარე დისკუსიებისა და ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაში და მათ დახმარებას, გახდნენ თავთავიანთი წრეების აქტიური წევრები, ჩართონ და DCFTA-ს...
თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ. თბილისის მერის ინფორმაციით, გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის...
ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისმა“ ქალაქ ქუთაისში არსებულ სპორტულ  მოედნებზე  დაზიანებული სანათების გამოცვლა დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, უკვე გამოიცვალა წყალტუბოს I შესახვევში, სულხან-საბას დასახლებასა და გუგუნავას ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების სანათები. ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი“ აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს. „სპორტული მოედნების დაზიანებული სანათების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული იქნა ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების მიერ. ჩვენი ა(ა)იპის საშუალებით მიმდინარეობს სანათების აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე...
გამგეობის ინფორმაციით, სამგორის რაიონში 6 ახალი ფიტნეს ზონა მოეწყო. უწყების ცნობით, თითეულ ზონაში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული. ფიტნეს ზონები მოეწყო: გუმათჰესის ქ. № 10-ში; მოსკოვის გამზირის № 35-ში, № 2 კორპუსთან; ვარკეთილის მე-10 კვარტალში, № 6 კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილის მე-4 მ/რ-ში, № 407 კორპუსთან; ვარკეთილის მე-4 მ/რ-ში, № 6 კორპუსთან და სოფელი წინუბანში. როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და...
თბილისში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, პირველი ეროვნული  კონფერენცია - ,,გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. „ჩვენი მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის. ამ მიზნით ჩვენ გავაფართოვეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური კოორდინაციის ინსტრუმენტები. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის...
თბილისში, ტაშკენტის ქუჩის N27-ში მდებარე კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების ნაცვლად, გამწვანების ზოლი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტოფარეხების დემონტაჟი უკვე დაიწყო. "ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, რაიონის გამგეობა ტერიტორიის მოწყობასა და მოწესრიგებას უზრუნველჰყოფს. მოსახლეობის თხოვნით, ეზოში ასევე, მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი",- აცხადებენ გამგეობაში.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში შპს„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც კომისიის წევრები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ,  „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ სამსახურის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ისნის რაიონის გამგეობამ ხუთ სხვადასხვა მისამართზე თანამედროვე ტიპის სავარჯიშო ტრენაჟორები დაამონტაჟა. ფიტნეს ზონები ქეთევან წამებულის N63-ის ეზოში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N141-სა და N13-11-ს შორის, წულუკიძის ქუჩაზე - N23-ბ კორპუსისა და ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში - N3, N10 და N11-ის კორპუსების მიმდებარე სკვერში ეწყობა. უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარე ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც, ე.წ. კაუჩუკის მასალის იატაკები დაიგება და სატრენაჟორო სივრცეები გადაიხურება. "ფიტნეს ზონების მოწყობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ