თბილისში, სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, ადამიანებს მისცემოდათ შესაძლებლობა, საცხოვრებელი ფართები დაეკანონებინათ, სადაც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. შვილები, შვილიშვილები გამოზარდეს და არ ეძლეოდათ ამის შესაძლებლობა. დღეს სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის მოხდება საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში და ყველას მივხედავთ და ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.