ქალაქ ფოთში კუნძულის უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, კუნძულის უბნის მოსახლეობას ზღვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები გააცნო. მერიის ცნობით, პროექტით, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია, ფილებისა და ჯებირის რეაბილიტაცია, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლის, ავტოსადგომის და სხვა ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. "აღნიშნული პროექტი ახალ ბიზნეს წამოწყებებსაც შეუწყობს ხელს. უბნის...
ასპინძაში, სოფელ ოთის მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის დაგებისთვის 734 576 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს კომპანია შპს "როუდ სოლუშენი" ასრულებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3,6 კმ რკინა-ბეტონის გზა.
წინა სტატია თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. თბილისის მეტროს მემანქანეებს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ-მატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ „ერთობა 2013“) და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის...
ჟანივრის სკოლის შენობა 2015 წელს დაიწვა, მას შემდეგ 7 მოსწავლე და 10 მასწავლებელი შენობის გარეშეა დარჩენილი. ბავშვებს გაკვეთილები ადმინისტრაციულ ცენტრში უტარდებათ. სკოლის შენობის მშენებლობა დაიწყო, თუმცა კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მშენებელი სკოლის აშენებას არ ასრულებს. ორი ფაქტი ხულოში დაფიქსირდა. როდის გამოცხადდება ხელახალი ტენდერი და როდის გამოინახება თანხა წყალსაყრის თემში დაწყებული მშენებლობის დასასრულებლად უცნობია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური ფილმის "ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება მოეწყო, რომელსაც სოფელ მატანის, დუისისა და საკობიანოს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს. შეხვედრა პროექტის „პანკისელი ახალგაზრდების გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი პანკისის ხეობაში ახორციელებს. „მოწვეული გვყავდა ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც საბჭოთა წარსულის მკვლევარია. რაც შეეხება ფილმს, ძირითადად, ასახავს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა მიმდინარე პროცესებში....
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალურ დიზაინს მსოფლიოში წამყვანი საპროექტო კომპანია BergerABAM-ი შეიმუშავებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ , ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის დარგში. „ტენდერში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები. მათგან საუკეთესო შემოთავაზება „ლუი ბერჯერის“ ჯგუფის წევრმა „ბერჯერ აბამმა“ წარმოადგინა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ არჩეული კომპანია საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. BergerABAM-ი საპროექტო,...
თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ორ ქვეყანას შორის “ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების თანახმად განხორციელდება. უწყების ცნობით, ფსიქიატრიული კლინიკის პროექტის განხორციელებაში საქართველოს ჩინეთი დაეხმარება. სამშენებლო ფართი, დაახლოებით, 2230 კვ.მ. იქნება. ,,ჩინეთის მხარე პასუხისმგებელია პროექტის დიზაინზე, უზრუნველყოფს მშენებლობისთვის საჭირო დანადგარების, აღჭურვილობის და მასალების მიწოდებას; საქართველოში გამოგზავნის საჭირო რაოდენობის ინჟინრებსა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოსახლეობასთან გასვლითი სხდომების ჩატარების საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის არასამთავრობოებთან შეხვედრაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა კონსტანტინე კაკავამ განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხი მოცემულ ეტაპზე იდეის დონეზეა, რაზეც უფრო ადრე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამაც ისაუბრა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. დეპუტატის თქმით, ეს ფორმა მოიფიქრეს იმისთვის, რომ ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივი...
აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, პარალელურად კი ციხის ეზოში აღმოჩენილი ნაეკლესიარის შესწავლა მიმდინარეობს. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. აწყურის ცეხეზე სამუშაოები სამხრეთ ციტადელზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ე.წ. პირველი და მეორე ციხის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, რაც კედლების და ქონგურების აღდგენას გულისხმობს. აწყურის ციხეზე, სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი 2016–2017 წლებში მიმდინარეობდა. მაშინ ციხის ტერიტორია სპეციალურად დამონტაჟებული საბაგიროს დახმარებით ქვებისგან გაიწმინდა. პარალელურად კი...
წინა სტატია ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში ელგაყვანილობა დაზიანდა. ამის გამო, 19 მაისს უნივერსიტეტის დამაარსებლის მშობლიურ სახლში აქცია ,,ღამე მუზეუმში" ხარვეზებით ჩატარდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ღამით მისულ დამთვალიერებლებს ოთახები ჩაბნელებული დახვდა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ელგაყვანილობა, სწორედ, აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მომზადების დროს დაზიანდა. ,,ჩვენ ღონისძიებები ძირითადად 4 საათზე ჩავატარეთ. კასპიდან ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავით, არაჩვეულებრივ კონცერტს...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაშლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე „მექვენის კალციტის საბადოზე“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცა. "საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია ითვალისწინებს, ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, სამი წლის ვადაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და საქართველოს ტერიტორიაზე გადამუშავების მიზნით არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის, ხოლო...
გორი-მცხეთის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე კავთურას ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც, საგზაო მიმოსვლა შეფერხებულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, ხიდის სარეაბილიტაციოდ, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო. ხიდის კვლევა კომპანია ,,კავტრანსპროექტის" სპეციალისტებმა ჩაატარეს და შემდეგი დეფექტები აღმოაჩინეს: მცირე დაზიანებები გააჩნია სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარს; მრავლადაა დაზიანებული ტროტუარების შემადგენელი კონსტრუქციები; ხიდზე არ ფუნქციონირებს წყალმოცილების სისტემა; ასევე, უხარისხოდაა შესრულებული და გამოფიტულია კოჭების...
ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი საქართველოში ქუთაისში, მოსწავლე - ახალგაზრდობის პარკში დაიდგა. ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია და, მეორე მხრივ, დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები. იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგია". ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის "Сharging Eco Space"-ის ფარგლებში დაამონტაჟა. აღნიშნული პროექტის მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი...
რუსთავში ახლადაშენებული #10 საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა. ცერემონიას ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სხვა სტუმრებიც დაესწრნენ. #10 საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშის და გერბის ესკიზების შესაქმნელად უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის პირობები საქართველოს პარლამენტთან მოქმედ ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმებით განისაზღვრა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. კონკურსიში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაამზადონ ესკიზები შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით - ღვთისმშობლის კვართი და ზღვის ელემენტები. „აქ უნდა იყოს ჰერალდიკური ფრანგული ფარი, რაც დადგენილი წესია ყველა მუნიციპალიტეტისთვის. იქნება სადევიზე ბაფთა, სადაც იქნება წარწერა - ზუგდიდი და სამ კოშკიანი ქონგურებიანი გვირგვინი....
ტყიბულის მუნიციპალიტეტში გზების მოსაწყობად 615 738 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას იმერეთი ნიუსი ავრცელებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, ხრესილის, სოჩხეთისა და გურნის ტერიტორიულ ერთეულებში, ბეტონის საფარიანი გზების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერს აცხადებს. ტენდერით გათვალისწინებული თანხის რაოდენობა 615 738 ლარს შეაგდენს. მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 110 კალენდარული დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები დროის ამ პერიოდში უნდა დასრულდეს. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში დაიწყოს სამუშაოები. გარდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ