განხმურუში, ზღივ სანაპიროს ზოლის დროებითი ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენით სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, გამარჯვებულმა კომპანიამ განმუხურის პლაჟის ჩრდილოეთით, 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე უნდა შეასრულო სამუშაოები. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 478 871 ლარია.გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 4 თვეში უნდა დაასრულოს, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
წინადადებების მიღება 10 ივნისს იწყება და 15 ივნისს დასრულდება.
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მოთხოვნებსა და გაფიცვის უფლების შეზღუდვას ეხმიანება. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და მერიას მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის შესაძლებლობა არ აქვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება. ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 600 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. ასევე, დაიგება ბეტონის საფარი.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ოდიშის გზით თვეში დაახლოებით 1500 ბენეფიციარი სარგებლობს.
პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ოდიშში, ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის...
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დღეს ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
დღევანდელ შეხვედრაზე შუახევის მერმა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ივლისის თვიდან მატება დაანონსა.
მერიის ცნობით, შუახევში ყველაზე დიდი ა(ა)იპი შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაა 170 თანამშრომლით, ხოლო შუახევის კულტურის ცენტრი საშტატო ერთეულით მეორეა, სადაც 140-ამდე თანმშრომელია დასაქმებული.
მერის განმარტებით ხელფასების ზრდა ხელმძღვანელობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ აჭარის ზემომთიან მუნიციპალიტეტებში ერთსა და იმავე ა(ა)იპ-ში...
მერიის ცნობით, ოზურგეთში, ჭადრების ბაღში თანამედროვე დიზაინის 10 ახალი სკამი დამონტაჟდა.
სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მომსახურების სერვისცენტრი“ ახორციელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პარკისთვის ინფრასტრუქტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.
ოზურგეთის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტი პარკების კეთილმოწყობას გააგრძელებს. მისი ცნობით, იგეგმება ახალი სკამების შეძენა, რომლებიც მოქმედ პარკებსა და სკვერებში განთავსდება.
ბათუმის ბაგა-ბაღებში 2018 -2019 სასწავლო წლისთვის 8060 ბავშვის მიღებას შეძლებენ. რეგისტრაცია ბათუმის საბავშვო ბაღებშიც ორ ეტაპად იწარმოებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი პირველ ივლისს და 10 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდში დარეგისტრირდებიან ისეთი ბავშვები, როგორებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედების შვილები, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 15 ივლისს დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირდება იმ ოჯახების ბავშვები,...
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ბოგირები მოწესრიგდება.
აღსანიშნავია, რომ მოუწესრიგებელი ბოგირების გამო ხშირად ზოგიერთ უბანში მოსახლეობა იტბორებოდა.
"ნინოშვილის ქუჩაზე ბოგირები წესრიგდება. სამწუხაროდ, ყველა გაწვიმების დროს, ზოგიერთ უბანზე მოსახლეობა იტბორება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ზოგიერთი ბოგირის შეცვლის" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, მუმიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. სამადაანთ უბანში, 600 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზაზე ასფალტის საფარი იგება.
გურჯაანის საკრებულოს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე არხების კაპიტალური მოწესრიგებაც. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200 000 ლარი დაიხარჯება.
,,200 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. მოუწესრიგებელი გზა და სანიაღვრე არხები წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს არსებული პრობლემები მოუგვარდებათ, რაც ჩვენთვის...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამჟამად, დამეწყრილ მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.
ფრაგმენტულ შეკეთებას მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შპს „ბორანი“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია სანიაღვრე სისტემასაც უტარდება.
"დამეწყრილი გზის აღდგენის სამუშაოები, სოფელ ქვედა საქარის საავტომობილო გზაზეც განხორციელდა. ვალდებულების თანახმად „ბორანი“ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასოფლო – საუბნო და ქალაქის ქუჩების აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტი საგზაო...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ვლადიმერ მაიაკოვსკის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოეტის სახლ-მუზეუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგულობრივი ხელისუფლების ცნობით, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმს, ახალი იმერული სტილის წნული ღობე გაუკეთდება, ასევე, განახლდება სახლის კიბე და კარიბჭე, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კი კეთილმოწყობა.
სამუშაოებს ა(ა)იპ კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება ასრულებს.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი. ამ დოკუმენტის შესახებ პარლამენტის სპეციალურ ჯგუფში მსჯელობენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%.
აუდიტის სამსახურის...
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, წნორი-დედოფლისწყარო-ქვემო ქედის შიდა სახელმწიფოებრივი 24 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აფინანსებს.
გზის წნორი-ტიბაანის მონაკვეთი დასრულებულია, ტიბაანი-დედოფლისწყაროს დასრულება კი, წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აღნიშნულ გზაზე ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო, შეიცვალა ნიაღვრის მიმღები მილები, უსაფრთხოების მიზნით, დაყენდა ახალი საგზაო ზღუდეები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,სერპანტინი“ აწარმოებს.
რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ქალაქის მასშტაბით, მონუმენტური ძეგლებისა და მემორიალების მორეცხვა-დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს.
უწყების ცნობით, სპეცტექნიკის გამოყენებით, ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ მიერ დღეს, შოთა რუსთაველის ძეგლი და ჟიული შარტავას ბიუსტი დასუფთავდა.
სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილეები - დავით კეკელიძე და გოჩა ლორია ადგილზე გაეცნენ.
წინა სტატია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს.
პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.
საიას აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყნის კანონმდებლობის გაუმჯობესება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური...
გლდანის გამგეობის ინფორმაციით, მუხიანში, ლურჯქედისა და საგუბარას ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ლურჯქედის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაახლოებით, 2 300 კვ.მ ფართობზე იგება, ხოლო საგუბარას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
"სამუშაოებს ორივე შემთხვევაში, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიის გაგრძელება
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14 კმ-იან მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესყიდვისთვის 15 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 694 053 ლარის ღირებულების ტენდერი გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 98-112 კმ მონაკვეთზე, უფრო კონკრეტულად სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და, 5 დღეში, 7 ივნისს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































