რუსთავში, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველასა და გორის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვახუშტის, იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.
ასფალტის საფარი შეიცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი.
სამუშაოებისთვის 1 406 999, 99 ლარი...
ქობულეთში სხვადასხვა ობიექტის მეპატრონეებს ნარჩენების გატანის წესი გააცნეს და საინფორმაცო ბროშურები გადასცეს.
ასევე, ზედამხედველობის თანამშრომლებმა სავაჭრო, კვებისა და სამშენებლო ობიექტების მესაკუთრეებს ნარჩენების გატანის დროს დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდეს და წესების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების შესახებ გააფრთხილეს.
ნარჩენების გატანის წესები:
მუნიციპალური ნარჩენების ურნაში მოთავსებისას სავალდებულოა მუყაოს ყუთები დაკეცვის ან დაქუცმაცების გზით მინიმალურ მოცულობამდე შემცირდეს, ნაგავშემკრები კონტეინერების სწრაფად გადავსების თავიდან ასაცილებლად.
საკვებად გამოყენებული პროდუქციის ნარჩენები...
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიგაზეულში გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ზამლეთი - ნიგაზეულის მონაკვეთზე 2 280 მეტრის ბეტონის საფარის მოწყობა.
სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ ასრულებს, ხოლო, მის ღირებულება 1 090 878 ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს მუნიციპალიტეტებში. დღეს ჩვენ შუახევის მუნიციპალიტეტს ვეწვიეთ. სოფელ ნიგაზეულში 2 ისტორიული...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 წყალსადენ სისტემაზე დებეტის გასაზრდელად სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სამებას წყალსადენ სისტემაზე ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად სამებაში, გვარაში, ხუცუბნსა და სკურას წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 795 600 ლარი დაიხარჯება.
"აღნიშნულ სოფლებში წლებია ზაფხულობით მოსახლეობას სასმელ-სამეურნეო წყალი გრაფიკით მიეწოდება. დებეტის ნაკლებობის გამო ხდება წნევის ვარდნა, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, რაც დისკომფორტს უქმნის მათ და ხშირად სამართლიანი პროტესტის მიზეზი...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა შუახევში, ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს, იქ არებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და სერვისებს გაეცნენ. ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.
ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ჭვანას ტურისტული მარშრუტი ახალია და მისი მარკირება 2019 წლისთვის იგეგმება.
"ეს არის მარტივი სათავგადასავლო მარშრუტი ულამაზეს ხეობაში, რომელიც მდიდარია ციხეებით, მდინარის პირას არსებული საპიკნიკე ადგილებით. აქ ბევრი ისეთი ადგილია, რასაც სხვაგან...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის შეჩერებაზე 2016 წელს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" ავრცელებს.
"მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი" საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც "მწვანე ალტერნატივას" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ვაკის პარკში...
ოზურგეთში თანამდებობის პირებისთვის ეთიკის კოდექსს შეიმუშავებენ.
"ჩვენმა პარტნიორმა საკრებულომ ოზურგეთში ეთიკის კოდექსის პროექტზე მუშაობა დაიწყო. კოდექსი არჩეული თანამდებობის პირებს საკუთარი უფლება-მოვალეობების მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტებით შესრულებაში დაეხმარება.
მიღების შემთხვევაში, ოზურგეთი საქართველოში მეორე მუნიციპალიტეტი იქნება, ზუგდიდის შემდეგ, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. გვიხარია, რომ ორივე შემთხვევაში ეს პროცესები NDI-ის მხარდაჭერით მიმდინარეობდა", - ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ინიციატივის ავტორი მარიკა...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის( NED) პროგრამას შეეხო.
მერიის ცნობით, (NED) პროგრამა 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ NDI იმუშავებს საკრებულოებთან, მერიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მედიასთან საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა...
„დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე, გიორგი ანდღულაძე, droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე თვითმმართველობების მთავარი პრობლემა, უფლებამოსილებისა და ამ უფლებამოსილების განხორცილებისთვის საჭირო თანხების არქონის გარდა, ის არის, რომ „თვითმმართველობები ძალიან მსხვილია და ამიტომ მოსახლეობასთან ძალიან დაშორებულია“.
სწორედ ამის შედეგად ასახელებს მოსახლეობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას და თანმდევ პრობლემებს. ამის მოსაგვარებლად კი ხელისუფლებას თვითმმართველობის რეალური რეფორმის გატარებას ურჩევს, რომელიც ქმედით სისტემაზე იქნება დაფუძნებული....
წინა სტატია
აბასთუმნის ობსერვატორიასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 3.422 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიებმა ABEKA და „პალადა“-მ გაიმარჯვა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
სამუშაოები კონტრაქტის ხელმოწერიდან 15 დღეში უნდა დაიწყოს.
პროექტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. მათ შორის, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის სამ სართულიანი ტერასული შენობის გადაგეგმარებას და რეაბილიტაციას.
პირველ სართულზე განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო სივრცითა და ობსერვატორიის ვირტუალური ლაბორატორიით. აქვე მოეწყობა...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ გენდერული მიდგომის დანერგვის სტრატეგიებზე ადგილობრივ პოლიტიკაში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ფონდის მიერ შემუშავებული დოკუმენტი „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში – სტრატეგიული გზამკვლევი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის“ განიხილეს.
დოკუმენტის ძირითადი მიმართულებაა, გენდერული თანასწორობის მიმართ საბჭოს წევრებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ადგილზე გენდერული ინსტიტუციების გაძლიერება.
შეხვედრას ადდილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ბესიკ ლეონიძე, საკრებულოს თავმჯდომარე,...
თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. 440 მეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, ამჟამად კი მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.
თბილისის მერიის ცნობით, კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 584 875 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო.
„აქ გზა არასოდეს ყოფილა. მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემა...
მოსე თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობის დემონტაჟის ნებართვა თბილისის მერიამ გასცა, თუმცა, იქ სასტუმროს აშენების ნებართვა ჯერ გაცემული არ არის - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძის თქმით, ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.
"მე როგორც ვიცი, უნდა განხორციელდეს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, თუმცა ნებართვა გაცემული არ არის. ამას სჭირდება გარკვეული კვლევები, დოკუმენტაციის შეგროვება, როგორც...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩასა და წითელხევში 2007 წელს დახურული ბიბლიოთეკები ხელახლა გაიხსნა.
სამკითხველოების გახნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
სამკითხველოები ობჩასა და წითელხევში, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დიდი ძალისხმევითა და თვითმმართველობის მხარდაჭერით აღდგა.
ბიბლიოთეკების გახსნას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საბიბლიოთეკო ქსელის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი დაესწრო, რომელმაც ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით განხორცილდა.
მუზეუმის ინტერიერის მოწყობასზე იზრუნა ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირქტორმა თამარ ჟვანიამ.
კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. იგი უაღრესად განათლებული პიროვნება იყო,მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ...
დოკუმენტი მიღებულია 2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით
მოკლე შინაარსი
დროის შუალედი. თბილისის განახლებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის (SUT) სტრატეგია განსაზღვრავს იმ მიდგომებსა და პრიორიტეტებს რომელიც მოიცავს მულტიმოდალურ და ინტეგრირებულ მიდგომას, და განხორციელდება ეტაპობრივად 2015-2030 წლებში. ეტაპები დაყოფილია მოკლევადიან (2015-2017), საშუალოვადიან (2018-2021) და გრძელვადიან (2021-2030) ფაზებად.
ფოკუსი. თბილისის SUT სტრატეგია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკოლოგიურად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































