თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის გზის რეაბილიტაცია 10 ივლისისთვის დასრულდება

529

თხინვალასა და ვარაზის ქუჩებს შორის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. 440 მეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დასრულდა ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა, ამჟამად კი მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

თბილისის მერიის ცნობით, კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 584 875 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყო.

„აქ გზა არასოდეს ყოფილა. მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, წყლის სისტემა და ამჟამად გზის საფარის დაგება მიმდინარეობს. აპრილში დავიწყეთ პროექტის განხორციელება და სამუშაოები 10 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. ასევე, ვაპირებთ მეორე პროექტის განხორციელებას, ეს არის სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმდინარეობს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.