საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, "მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში გადამზადების კურსები ჩატარდება.
აღნიშნული კურსები შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: აქტივების მართვა, კაპიტალური საინვესტიციო დაგეგმვები და სივრცითი მოწყობა.
პროექტს მსოფლიო ბანკი და შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კონსორციუმი - "ეკორის წარმომადგენლობა საქართველოში“, "პი-ემ სი-ჯი“ და "ჯეო გრაფიკი“ ახორციელებს.
პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.
ასპინძაში, სოფელ რუსთავისთვის წყლის მიყვანის ორი ალტერნატიული ვერსიიდან ვერცერთი შეირჩა. სოფელ ოშორიდან წყლის გამოყვანა, ან მდინარეზე ჭაბურღილის გაკეთება აღარ იგეგმება, სხვა ვერსიის შერჩევის შემთხვევაში კი სამუშაოების დასრულება წელს ვეღარ მოესწრება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
სოფელ რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობა წყლის მისაყვანად მდინარე მტკვარზე ჭაბურღილის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა, ეს მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ჭაბურღილი მწყობრიდან მალე გამოვიდოდა და ამის გამო...
როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.
https://www.youtube.com/watch?v=r-M9BI7Couc&feature=youtu.be
ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას გზის მონაკვეთზე, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 4-ზოლიანი მაგისტრალის მიწყობა, თითოეულის სიგანე კი 3,75 მეტრი იქნება. ასევე, მოეწყობა 2,5 მეტრი სიგანის 2 გვერდულა/საავარიო ზოლი.
პროექტის მიხედვით,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო მაგისტრალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული ძველი დაზიანებული მილები, ასევე, სამუშაოები ხორციელდება I და II მონაკვეთებზე.
პროექტის მიხედვით, ჯამში კანალიზაციის ქსელი 1796 მეტრზე მოეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ახალი საკანალიზაციო ქსელისათვის 158 550 ლარი გაიხარჯება.
აღნიშნული პროექტი ივნისის ბოლოს დასრულდება.
ანა მარგველაშვილი
სათემო განვითარების ცენტრი
წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს სიღნაღისა და თელავის სოფლების დიდი ნაწილის შემოვლა. სამსახური მაქვს ასეთი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სწორედ ეს სამსახური (სათემო განვითარების ცენტრი) მაძლევს საშუალებას დავაკვირდე სოფლად მიმდინარე სხვადასხვა პროცესს: რა სფეროებში არ ვიძვრით წინ, ან ძალიან ნელა მიდის პროცესი (მაგ. უმუშევრობა, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა, ისევ დანაგვიანებული ხევები და ა. შ.); ჩანს, ასევე,...
5 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები ევროკავშირის პროექტის: ''სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' ფარგლებში მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ. ფორუმები ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.
მოხალისეობის ფორუმი 5 ივნისს ოზურგეთში, 6 ივნისს ბათუმში, 7 ივნისს ზუგდიდში, 8 ივნისს ამბროლაურში, 14 ივნისს მცხეთაში, 15 ივნისს გორში, 19 ივნისს ახალციხეში, 20 ივნისს თელავში, 21 ივნისს მარნეულში და 22...
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ, მოქალაქეებთან ერთად, ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის წინააღდეგ კამპანია "ამხილე მახათაძე" დაიწყო. მან ზესტაფონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატები გააკრა, რომლებზეც მახათაძის მიერ ბიუჯეტის ფულით "შექმნილი კომფორტია" ნაჩვენები. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"რაც ეს ადამიანი მოვიდა ზესტაფონში, პირად კომფორტზე ზრუნვის მეტი არაფერი გაუკეთებია. მოიწყო საკუთარი კაბინეტი, სადაც 4000 ლარზე მეტი ღირებულების მაგიდა შეიძინა. ახლა ტენდერია გამოცხადებული 4100 ლარის...
ქალაქში საცობები და მანქანის გამონაბოლქვი გაწუხებთ?
ამ პრობლემის მოგვარება მე–10 კლასელმა გოგოებმა გადაწყვიტეს.
მეათეკლასელმა გოგოებმა - ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა ქალაქში საცობებთან და მანქანის გამონაბოლქვთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსასწორებლად პროექტი “უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს. ინფორმაციას ნავიგატორი ავრცელებს.
ისინი სკოლამდე მისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტეს თავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე.
პროექტის აღწერილობის მიხედვით, შუქნიშანს ნებისმიერ დროს შეუძლია გზებზე არსებული ახალი რეჟიმის შესახებ ინფორმაციის ათვისება და დამუშავება. მოწყობილობას აქვს ხელის მართვის რეჟიმი, რომლითაც...
ქალაქ დუშეთში, ზანდუკელის ქუჩის მონაკვეთზე, საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს 80 მეტრი სიგრძის მილის პოლიეთილენის მილით ჩანაცვლება.
ასევე, მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე რეაბილიტირდება ასფალტის საფარიც.
"პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგების ხარისხს და უზრუნველჰყოფს ავარიული შეფერხებების პრევენციას",-აცხადებენ მერიაში.
წინა სტატია
საგარეჯოს აზერბაიჯანულენოვან სოფლებში „ქალთა ოთახი“ გაიხსნება. ამჟამად კი, "ქალთა ოთახი" სოფელ ლამბალოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა.
"ქალთა ოთახს" პროექტის „MOLI კახეთშის“ მხარდაჭერით რემონტი ჩაუტარდა და აღიჭურვა ავეჯითა და აუცილებელი ინვენტარით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 4 ოქტომბერს, კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს, ასევე ორგანიზაციების „მერსი ქორისა“ და „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ ხელმძღვანელებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში...
ბათუმის მერია საკრებულოსგან ითხოვს, რომ ქალაქში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების გარევაჭრობისა და რეკლამისთვის გამოყენება აკრძალოს. ეს მოთხოვნა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბათუმის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე წარადგინა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
"იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა...
საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი სანაგვე ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და თელავის მერს შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტში 250 ერთეული, ხოლო მთლიანად კახეთის რეგიონში - გერმანული წარმოების პლასტმასის 1100-ლიტრიანი 1800 ურნა დარიგდება.
მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად...
მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რუსთავის მერია მოსახლეობას კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.
ქალაქის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით, მოქალაქეს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემასთან დაკავშირებული განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ნაცვლად, შეუძლია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული ერთეულის ოფისს მიმართოს.
პროექტის ფარგლებში, პირველი განცხადება, დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ოფისში დაწერა.
როოგრც მერიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული ერთეულების...
რუსთავში, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, გზების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავში, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩაზე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას. აღნიშნულ სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ ახორციელებს.
ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე, ჯამში 82 კორპუსის შიდა...
წინა სტატია
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ვაკის პარკში შესაძლო 7 სართულიანი სასტმრო „ბუდაპეშტის” მშენებლობა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ბევრჯერ ვთქვი საჯარო სივრცეში, კომიტეტებშიც და დღესაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი. სპორტულ მოედანზე რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო შენი კერძო სახლი “,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში რევიზია ვერ...
საია მთავარ პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. კერძოდ, საქმე ეხება 2007 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს "ინტერნეიშენალ ივენთსს" შორის დადებული შპს “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
"სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის კორესპონდენციის მიხედვით, შპს ინტერნეიშენალ ივენთსს არ წარმოუდგენია განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































