ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ვაკის პარკში შესაძლო 7 სართულიანი სასტმრო „ბუდაპეშტის” მშენებლობა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ბევრჯერ ვთქვი საჯარო სივრცეში, კომიტეტებშიც და დღესაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი. სპორტულ მოედანზე რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო შენი კერძო სახლი “,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში რევიზია ვერ მოხდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის შეჩერებაზე 2016 წელს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.