წინა სტატია არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების დაანონსებული გაფიცვის შესახებ საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელეკბს. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს. ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 1400 დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასები,  45 პროცენტით მოვუმატოთ ანაზღაურება. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, "თბილსერვისის"...
წინა სტატია მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ძირითადად, მემანქანეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაფიცულები არიან და შიმშილობაც გამოაცხადეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2013 წლიდან მათ ხელფასები არ მომატებიათ და ისინი სწორედ ხელფასების ზრდას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორია "ერთობა 2013." მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მიიღეს გადაწყვეტილება...
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესი გორის სოფლებშიც დაიწყო. პროექტის ფარგლებში 28 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც გორის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 5%-ს შეადგენს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. პროგრამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გააცნეს. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ თითო თემს და მის მოსახლეობას შეუძლია,  დაახლოებით 100-100 ათასი ლარის ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება საინფორმაციო...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მოსახლეობამ, რომელსაც წლებია, წყალმომარაგების პრობლემა აწუხებს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პრობლემა მოაგვარა. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა 16 ოჯახმა სასმელი წყლის მილი საკუთარი თანხებით შეიძინა, თუმცა, პრობლემა იყო ამ მილის ცენტრალურ სისტემასთან დაერთება. წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის, შპს „საგარეჯომ", საკუთარ ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით,  ტერიტორიაზე 250 სიგრძის ტრანშეა გათხარა. ახლა უკვე მილს ტრანშეაში განათავსებენ, მიწით დაფარავენ და...
ზაფხულის მოახლეობასთან ერთად გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კვლავ დასასვენებელი ადგილების სიმცირეა. მათ სურთ, რომ გურჯაანში სკვერები და სხვადასხვა გასართობი ადგილი მოეწყოს, სადაც ერთად შეკრებას შეძლებენ. იზრუნა თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდებზე და რას შესთავაზებენ მათ ზაფხულში, ამის შესახებ გურჯაანის მერიაში ინფორმაცია ტელეკომპანია "გურჯაანმა" გაარკვია. https://www.youtube.com/watch?v=WA-gmIN2y8k&feature=youtu.be
გუდაურში საბაგიროების რეკონსტრუქციასა და მშენებლობისთვის გათვალისწინებული 75 მილიონიანი დაფინანსება 92 მილიონამდე გაიზარდა, ამასთან "მთის კურორტების განვითარების კომპანია" შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებას ითხოვს. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკითხს უკვე სწავლობს. გამარტივებული შესყიდვის მოტივად სახელმწიფოებრივი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება სახელდება. კერძოდ პროექტი 2018 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და სეზონის დაწყებამდე დასრულდეს, კლიმატური პირობების გამო კი სატენდერო პროცედურების ჩატარებას...
საგანგებო სიტუაციების სამსახური იმ საჯარო სკოლებისა და ბაღების დაჯარიმებას იწყებს, სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს. ჯარიმის ოდენობა ამ ეტაპზე 50-200 ლარის ფარგლებში მერყეობს. განმეორებითი ჯარიმის შემთხვევაში კი ფულადი სანქცია 300-დან 500 ლარამდეა. მზად არის ასევე საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმადაც იგეგმება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში...
ბოლნისში, ელიას მთაზე, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ტერასებზე, რამდენიმე დასახელების ქართული ვაზი გააშენეს. ინფორმაციას ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ვაზის დარგვის ცერემონიის დასრულების შემდეგ წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლნური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია გამართა. დეგუსტაციაზე 20 საოჯახო მარნის 40 სახეობის ღვინო იყო წარდგენილი. ,,ელიას მთის ტერასებზე 90%-ზე უნიკალური ჯიშის...
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ინფრასტრუქტურის ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 3.2 ქულით 76-ე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები (5.7), ხოლო ბოლოს – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს (1.8). მოცემული ინდექსი აერთიანებს როგორც სახმელეთო, საჰაერო და საპორტო, ისე ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურას. შეფასება ხდება ეკონომიკის ყველა სფეროს ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე დაყრდნობით. 2017 წლის კვლევის შედეგების...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის ციხის რესტავრაციას გეგმავს, თუმცა, როდისთვის, ჯერ არ იცის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პორტალი  jnews.ge ავრცელებს. ციხეს, რომელიც, უკვე წლებია, ნახევრად დანგრეულია, ჯერ კვლევაც კი არ ჩატარებია, თუ რა მდგომარეობაშია ის. ახალქალაქის ციხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ქალაქის მცხოვრებნი შიშობენ, რომ ციხე, შესაძლოა, ბოლომდე განადგურდეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან jnews.ge-ს...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დაიწყო ახალგაზრდული პროექტის ,,ჩემი ქალაქის მოხალისე". პროექტის ფარგლებში, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქალაქის, ასევე, საკუთარი ინიციატივით დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტ ,,ჩემი ქალაქის მოხალისის" ფარგლებში შესულია 14-29 წლამდე ახალგაზრდის 80 -მდე ინტერნეტ განაცხადი. მერიის ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველებს ქალაქ ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა.
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ტერიტორიული ერთეულის ახალი ოფისის მშენებლობა იწყება. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ,,გლობალ სერვის+''-ის დირექტორს შეხვდა. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას, მერიასა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გლობალ სერვის +“-ს შორის, ხელშეკრულება გაფორმდა. მერიის ცნობით, პროექტი ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის #18-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი შენობის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტისთვის 156 254 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. სატენდერო ხელშეკრულების...
მთის სტატუსით მოსარგებლე 243 ადამიანს გორის მუნიციპალიტეტში სტატუსი შეუჩერდა, აქედან 155 გარდაცვალების, ხოლო 48 მოქალაქეს მონიტორინგის საფუძველზე. ინფორმაციას თრიალეთი ავრცელებს. გორის მერიაში აცხადებენ, რომ შეღავათებით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომებიც მთის სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად ცხოვრობენ. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ არიან მოქალაქეები, რომლებიც დიდ დროს მთის სტატუსის მქონე სოფლებში ატარებენ და საკუთარი მეურნეობაც აქვთ, თუმცა შეღავათებით ვერ სარგებლობენ. https://www.youtube.com/watch?v=UQl0JfLA4yc&feature=youtu.be "მთავარი იდეა მთის...
მექსიკის ქალაქ ჩიჩიკილას მერი, წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო, საკუთარმა ამომრჩევლებმა მძევლად აიყვანეს და რატუშაში მანამ გამოკეტეს, სანამ მან გამოსასყიდის ნაწილი არ გადაიხადა. ალფონსო ერნანდეს მონტიელს მოვალეობის შესრულება სულ რაღაც ხუთი თვის დაწყებული ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, უკმაყოფილო მოსახლეობამ გადაწვიტა, მისთვის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება მოეთხოვა. ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებენ, ისხდნენ და ელოდონ, როდის ამოეწურება მერს ვადა, მაშინ, როცა ის ფუჭი დაპირებების გაცემას...
მარნულში, ულაშლოელების მიერ საკუთარი ხარჯებით გაკეთებული გზა გაზის კომპანიამ დააზიანა და შემდეგ აღარ დააგო. სტატია მომზადებულია რადიო მარნეულის მიერ. სოფელ ულაშლოს მაცხოვრებლები თავისუფალ დროს სოფლის ცენტრში მდებარე ჩაიხანაში დომინოს ან ნარდის თამაშში ატარებენ. სოფლის შესასვლელიდან ბოლომდე წვიმის შემდგეგ ატალახებულ გზებზე მოსიარულე ავტომობილებსა და ქვეითად მოძრავ ადამიანებს შენიშნავთ. სოფლის მაცხოვრებლები სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით არიან დაკავებულნი. წვიმის გამო კი მოსახლეობა მინდორში ვერ შედიოდა....
წინა სტატია მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, ექიმებს პაციენტების მიღება ისევ ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევთ. მიზეზი ახალ შენობაში არსებული ხარვეზებია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. "უმძიმეს პირობებში გვიწევს მუშაობა. ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკი დალპა. ნებისმეირ დროს შეიძლება ვინმემ ფეხი მოიტეხოს. როცა წვიმს, ელექტროსადენები მთლიანად სველდება და შუქს ვეღარ ვანთებთ. ვესაუბრე სოფელ ვეჯინის წარმოამდგენელს გურჯაანის საკრებულოში ზურაბ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ