წინა სტატია
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ბუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.
მისი კანდიდატურა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.
საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.
ზესტაფონში ქალაქის საუბნო გზების აღდგენა–განახლება დაიწყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამჟამად ორი ქუჩის: ფალიაშვილისა და ფარნავაზის ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთ მათგანზე მოხრეშვა, მეორე ქუჩაზე კი გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ქუჩებზე ბეტონის საფარი დაიგება.
„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან „სიტი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს. პარტიის ცნობით, იმდინარე წლის აპრილში თბილისის მერიამ გააუქმა კაბალური კონტრაქტი კომპანია „სიტი პარკთან“, თუმცა ძალაში დარჩა „სიტი პარკის“ მიერ თაღლითური გზით წლების მანძილზე გამოწერილი ჯარიმები, რომელთა საერთო რაოდენობა სოლიდურ თანხას შეადგენს.
მათი თქმით, საუბარია ჯარიმებზე, რომელიც მოქალაქეებს თაღლითური გზით დაეკისრათ, ანუ ჯარიმა იგზავნებოდა რეგისტრაციის მისამართზე, სადაც მოქალაქე რეალურად არ ცხოვრობდა. შესაბამისად, ის ვერ...
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას №12 -ის მცხოვრებლები კორპუსის ავარიულ მდგომარეობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, შენობიდან ბათქაში ცვივა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას აქცია უნდა გაემართა, თუმცა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, რომ ხალხი არ გამოვიდა გარეთ. ამ ფაქტს კი "მოსმენებით" ხსნის.
"შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ცვივა ბათქაში. გუშინწინაც ჩამოვარდა, რაცას ორი ბავშვი შემთხვევით გადაურჩა. მოსახლეობამ...
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარე ანა წითლიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება.
"1. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსული კონტრაბანდული საქონელი; 2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტია სოფელ რუხში მცხოვრებ 40 ოჯახს, პარტიზანული მოძრაობა "ტყის ძმების" მეთაურმა დავით შენგელიამ, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაურღვია ღობეები და არ აძლევს მიწის დამუშავების...
გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა. რის გამოც, სოფელ ახალდაბას წყალმომარაგება შეეზღუდა. მიწის ჩამოტანის შედეგად „GWP-ს“ მილი დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ეს მონაკვეთი სრულად შეიცვლება.
„მეწყერმა ახალდაბის მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი დააზიანა, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა ახალდაბის...
ოკუპირებული ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ახალგორის ორი საბავშვო ბაღის თითქმის ყველა პადაგოგი და დამლაგებელიც კი. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ოსური და რუსული ენის არცოდნაა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი დე ფაქტო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ქართული ენის შეზღუდვისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული ოჯახების განდევნის მცდელობად აფასებს.
„სამწუხაროა, რა ნაბიჯებსაც დგამს თვითგამოცხადებული რეჟიმი....
შიდა გუბერნატორის მოადგილემ ნოდარ მეტრეველმა საშვებულებო ვადის ამოწურვის შემდეგ სამსახურეობრივი მოვალეობის გაგრძელება აღარ ისურვა და თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
დღეს დაუმთავრდა შვებულება, თუმცა დაწერა პირადი განცხადება და დატოვა თანამდებობა, მისი სურვილია ისევ სპორტის სფეროში გააგრძელოს საქმიანობა"- თქვეს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში.
რადიო "მოზაიკა" ადგილობრივი ტელევიზიის (თრიალეთი) მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებასაც შეეცადა და იკითხა, ჰქონდა თუ არა ადგილი გუბერნატორსა და...
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.
კვლევის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 63.7% დადიოდა საბავშვო ბაღში, ამასთან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების აბსოლუტური უმრავლესობა - სახელმწიფო ბაღებში სწავლობდა. ამასთან, ქალაქში საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51% შესაბამისად).
შინამეურნეობების...
12 ივნისის ღამეს, თბილისში ძლიერი წვიმის გამო, დღეს დილით, მეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა და მაქანა მოიყოლა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
2018 წლის აგვისტოდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მგზავრთა გადაადგილებას ახალი ავტობუსები უზრუნველყოფს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, სრულიად ახალი 3 ავტობუსი შეიძინა, რომლებიც მუნიციპალიტეტს მამ წლის 20 ივლისამდე გადმოეცემა. თითოეული სატრანსპორტო საშუალება 36 მგზავრზე იქნება გათვლილი.
მერიის ცნობით, ავტობუსების მონიტორინგს შპს ,,ახალი ტრანსპორტი“ განახორციელებს, რომლის ავტოპარკში ამ ეტაპისთვის 7 ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა სოფელში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მოძრაობს....
წინა სტატია
რეპორტაჟი მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ.
ავტორი: თინათინ ზაზაძე
ადიგენში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რომელიც შუაგულ ტყეშია, ყავრით დახურული ათი ხის სახლი დგას, თუმცა აქედან ორი ცარიელია და მალე თითქმის ყველა დაიკეტება, ადგილობრივები მთაში წასასვლელად ემზადებიან.
ზღვის დონიდან 1 520 მეტრზე მდებარე სოფელ კიკიბოდან ყოველ ზაფხულს, საქონელი საბალახოდ შუახევის მთაში გადაჰყავთ. ამიტომ ახლა რვავე ოჯახში გასამგზავრებლად ემზადებიან. აქ ხის ორსართულიან სახლებში პირველ სართულზე...
ახალციხის საკრებულოში სოციალურ საკითხთა ცხრაკაციან კომისიას დეპუტატი გიორგი ბეროშვილი საკუთარი ინიციატივით დაემატა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გიორგი ბეროშვილის სოციალურ საკითხთა კომისიის წევრად დამატებას კენჭი ახალციხის საკრებულომ გუშინ, 11 ივნისს გამართულ სხდომაზე უყარა.
ამასთან, ბეროშვილი ფრაქცია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარეა.
„მას აქვს უფლება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეც იყოს და კომისიის წევრიც“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.
გუშინდელ სხდომას გიორგი ბეროშვილი არ დასწრებია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში 2200 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი დაიგო, პროექტზე 540 999 ლარი დაიხარჯა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ტეზრის ცენტრალური გზის რეაბილიტაციით ქვეიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების : ტეზრის, სავანისუბნისა და ყიფიანთუბნის 2000-ზე მეტი მცხოვრები ისარგებლებს.
უწყების ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სურამის, ქვიშხეთისა და ზემო ოსიაურის გზების რებილიტაცია. დასასრულს უახლოვდება დაბა სურამში 26 მაისის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 542 400 ლარია. 26...
ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის შენობაში ყოფნა უსაფრთხო არ არის, რადგან დაზიანებულია ჭერი და იატაკი. თუმცა ამის მიუხედავად, იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
სკოლის დირექტორის მანანა ჩიქოვანის თქმით, დაზიანებულია სკოლის შენობის ის ნაწილი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაცია, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და დერეფანი, სადაც ბავშვები მოძრაობენ, განსაკუთრებით მაშინ როცა გარეთ ცუდი ამინდია. "როგორც კი გაირბენს ბავშვი მესამე სართულზე, ზანზარებს მეორე სართული, ჭერიდან...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭყეპის, ჯონიისა და კოკის მოსახლეობა საჭურიის გორაზე გრანიტის ქვის მოპოვებას ეწინააღმდეგება. მთაში, რომელსაც ტყიბულელები ნაბეღლავის გორას ეძახიან, სასმელი წყლებია, რომლითაც ოთხი სოფელი მარაგდება. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ ქვების ამოღება წყლის სრულ დაკარგვას გამოიწვევს.
მათ პრობლემის შესახებ წერილობითი განცხადებები და საჩივრები შესაბამისი უწყებებისთვის და პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე დაწერილი აქვთ.
გრანიტის ქვის მოპოვების დაყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მუდმივად მართავენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































