„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან „სიტი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვს. პარტიის ცნობით, იმდინარე წლის აპრილში თბილისის მერიამ გააუქმა კაბალური კონტრაქტი კომპანია „სიტი პარკთან“, თუმცა ძალაში დარჩა „სიტი პარკის“ მიერ თაღლითური გზით წლების მანძილზე გამოწერილი ჯარიმები, რომელთა საერთო რაოდენობა სოლიდურ თანხას შეადგენს.
მათი თქმით, საუბარია ჯარიმებზე, რომელიც მოქალაქეებს თაღლითური გზით დაეკისრათ, ანუ ჯარიმა იგზავნებოდა რეგისტრაციის მისამართზე, სადაც მოქალაქე რეალურად არ ცხოვრობდა. შესაბამისად, ის ვერ იხდიდა ჯარიმას 30 დღის ვადაში. ამ ვადის შემდეგ კი ეკისრებოდა საურავი – თითო 10 ლარიან ჯარიმაზე 150 ლარის ოდენობით. ხშირ შემთხვევაში ამ გზით დაგროვილი ჯარიმა თითოეული მოქალაქის მიმართ შეადგენს 1000 ლარზე მეტ თანხას, რის გამოც ხდება მისი ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
თავისუფალ საქართველოში მიაჩნიათ, რომ მოქალაქეებს (მძღოლებს) უნდა დაეკისროთ მხოლოდ იმ ჯარიმების გადახდა, რომელიც მათთვის გადაცემული იქნა ფოსტით, კანონით დადგენილი წესით.
ბილისის მერია კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.