ახალციხის მერიაში მოქალაქეების მიერ ელექტრონული აპლიკაციებით, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით 77 იდეა შევიდა და მათ შორის 40 შეირჩა. 40–დან კი ერთს, მოქალაქეები ისევ ელექტრონულად ხმის მიცემით შეარჩევენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. იმ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ადგილობრივები აირჩევენ, 2019 წლის ბიუჯეტში თანხას გაწერენ. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 40 წინადადებიდან ერთ–ერთისთვის ხმის მიცემა 17 სექტემბრამდე შეუძლიათ. პროექტი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოქალაქეების ჩართულობას გულისხმობს, მიმდინარე წლის იანვრიდან...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაკეთდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნვეყოფილი. სამუშაოები კომპანია შპს „თერგმა" შეასრულა.
გოდერძის ბოტანიკური ბაღი პირველ ვიზიტორებს აგვისტოს ბოლოს მიიღებს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. აჭარის მთავრობის ცნობით, ამ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ბაღის განვითარების საქმეში ჩართული არიან გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნხენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომელთა დახმარებითაც გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა. „გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას...
თბილისში, ბარათაშვილის აღმართისა და ალაზნის ქუჩის დამაკავშირებელი დაზიანებული კიბის დემონტაჟის, ახალი კიბის მოწყობისა და დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 499 505 ლარია. პროექტი 2018 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ტურისტული მარშრუტების საკვანძო მონაკვეთზე  ძველი თბილისისთვის სახასიათო დიზაინის ქუჩის ლამპიონები მოეწყობა. თანდართული ესკიზის მიხედვით სანათი უნდა მოეწყოს არსებულ მოაჯირზე. ძველი თბილისისთვის...
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე, რომელიც ამავე დროს სოციალური საცხოვრისის მოწყობის მიზნით ქუთაისის მერიაში შექმნილი კომისიის თავმჯოდმარე იყო, შენობაში ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ Facebook-ზე წერს. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. დეტალურად აღწერს კომისის შექმნის წინაპირობას, კონკურსის გამოცხადების, პრეტენდენტის შერჩევის, ხელშეკრულების გაფორმების და მისი შესრულების ეტაპებს. ექსპერტიზის დასკვნის პასუხად, რომლის თანახმადაც შენობა, სადაც სოციალური საცხოვრისია მოწყობილი, ადრე საწარმო იყო და ამის გამო იგი...
ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მიხეილ ცირდავას ოჯახს უძველესი რეცეპტით დამზადებული მეგრული ყველისა და ღვინის დასაგემოვნებლად National Geographic-ის ჟურნალისტი, დევიდ ფარლი ესტუმრა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ახალგაზრდა მეღვინემ სტუმრებისთვის სახლედახელოდ გაწყობილი სუფრისთვის განსხვავებული ყველი წარადგინა - მეგრული სულგუნი ნადუღის გულსართით და პიტნიანი როლები. „მნიშვნელოვანია, რომ ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც არის დევიდ ფარლი, ვუამბეთ ჩვენი მივიწყებული ტრადიციების და კულტურის შესახებ. ამ გასტრონომიული პროდუქტის დემონსტრირება კიდევ...
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს. „ხელისუფლებას აქვს ადეკვატური პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ცვილილებები მთავრობაში ეს ბუნებრივი პროცესია და ამას კავშირი არ აქვს სამთავრობო კრიზისთან. ოპონენტებს უნდათ შექმნან განცდა, რომ პოლიტიკური კრიზისია. ეს არის გუნდის განახლება იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში“, –...
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, თუ ჭირისუფალი რვა სამარეზე მეტ ადგილიან საფლავს ითხოვს, გადაწყვეტილება საფლავის გაცემასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა მიიღოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. „საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს რვა სამარე. გამონაკლისი შეიძლება გათვალისწინებულ იყოს სასაფლაო ტერიტორიის დაგეგმარების პროექტით, რაც შეთანხმებული უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერთან“,- აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში. კიდევ ერთი ცვლილება მომსახურების...
ქუთაისში მაიაკოვსკის ხეივნის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის) მე-6 შესახვევის ჩიხის რეაბილიტაცია დასრულდა. ქუთაისის მერიის ცნობით, მოსახლეობას ასევე აწუხებდა წყლის პრობლემა, რომელიც მოგვარდა. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმიტ, ეტაპობრივად ქალაქში გზებისა და ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება. ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მალე დასრულდება ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის მე-4 შესახვევის ასლანიკაშვილის პირველი ჩიხის თაბუკაშვილის 2,4,6,8, შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღუჯუმელიძემ "ნაციონალებთან" ერთად დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაში ბრალი გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელს, ნესტორ რამიშვილს დასდო. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიის მოამბე" ავრცელებს. ღურჯუმელიძის განცხადებით, რამიშვილი მიზანმიმართულად მონაწილეობდა ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან წინასწარ გამიზნულ პროვოკაციაში. "საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია. სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ...
წინა სტატია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობა უკვე წარუდგინა. სიაში ამჯერად სულ სამი ახალი სახეა - ფინასთა მინისტრად წარდგენილია ნიკოლოზ გაგუა, რომელიც მანამდე ფინანსთა უკვე ყოფილი მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოადგილედ მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრად წარდგენილია გიორგი ჩერქეზიშვილი, რომელიც ამავე სამინისტროში მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე იყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანია წარდგენილი. ის მიხეილ ჯანელიძეს...
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით მჟავანაძეს სთავაზობს, ოზურგეთში ამავე პარტიის ნაცემი დეპუტატის, ბესო ქათამაძის ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილეების მიმართ "კაცურად იმოქმედონ". რამიშვილი მჟავანაძეს სთავაზობს, საჩივარი არ დაწერონ, სანაცვლოდ კი ინციდენტში მონაწილეებს აცემინებს. https://www.youtube.com/watch?v=KPBuJFxdP-g&feature=youtu.be როგორც ცნობილია, ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს....
წინა სტატია თბილისის მერია „სიტი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გაუწევს. აღნიშნული მომსახურება მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ლარი იყო. ინფორამცაის bpn.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი დაფარულია, მათ შორის, კომპანიის ვალდებულებებისა და ანგარიშსწორების წესის ნაწილში. შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ რეესტრში 2012 წლის მაისში არის...
საბურთალოს რაიონში იოსებიძის ქუჩის N59, N61, N61ა, N61ბ, N63 და N65 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. საბურთალოს გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3000 კვ.მ ასფალტის საფარი იგება. ეზოებში უკვე მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. შიდა ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, ბახტრიონის ქ. N30-ში მიმდინარეობს, სადაც სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა. ვაშლიჯვარში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ეზოს კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია. საგზაო სამუშაოებს...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის...
ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 64 ათასი ლარი დაიხარჯება სოფელ ძენწმანიდან დაბის მიმართულებით გარაგენათების სისტემის მოსაწყობად. ამ ეტაპზე კი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. "კომუნალსერვისის" უფროსის განმარტებით, სამუშაოებისთვის ტენდერი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ