პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც გადაუგზავნა. პროგრამა, რომელსაც წინა სამთავრობო პროგრამის მსგავსად, კვლავ "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ჰქვია და ისევ 2018-2020 წლებს მოიცავს, კვირიკაშვილისეული პროგრამისგან დიდად არ განსხვავდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით არსებული ჩანაწერები წინა პროგრამიდან უცვლელად არის გადმოტანილი. წინა მთავრობის დაპირება, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ეფექტურ...
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ზღვისპირა პარკი, ახლო მომავალში, ისევ ქალაქს დაუბრუნდება. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. წლების წინ, ბათუმის მერიამ ბულვარი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა სამართავად და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უკან ვეღარ დაიბრუნა. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ აპირებს ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. "ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი - ბულვარი საბოლოოდ გადმოვიდეს მერიის დაქვემდებარებაში. აჭარის მთავრობასთან ერთად ერთნაირი...
მარტვილში ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. "გუბერნატორის ადმინისტრაცია სწავლობს, იმ ტურისტულ პოტენციალს, რისი დამატებით ათვისება რეგიონს მეტ ტურისტს მოუზიდავს. ერთ-ერთი მათგანი ონიორეს ჩანჩქერია, იქ არსებული უნიკალური ბუნება ძალიან ბევრი ტურისტის მოზიდვის შესაძლებობას გვაძლევს. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ ამ კონკრეტულ მარშუტზე ტრისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად კი ონიორეში ბუნების ძეგლის შესასწავლად და...
წინა სტატია ქუთაისის მერიის შენობასთან სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლების აქცია მიმდინარეობს. ისინი ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათთან შეხვედრაზე ვიცემერი იუზა უგულავა ჩავიდა. აქციაზე ორი ადამიანი ცუდად გახდა, რისთვისაც სასწრაფო დახმარება გამოიხაძეს. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" და "ნიუპრესი" ავრცელებენ. აქციის მონაწილეების შენობიდან გაყვანას ითხოვენ, რადგან  მათი თქმით, შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება შუძლებელია. სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები მერიის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც შპს "სანომ" შენობაში...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, ორ ადგილას, სასმელი წყლის მილებიდან წყალმა ამოხეთქა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს. ინფორმაციას ადასტურებს კასპის ,,სოფლის წყალის" დირექტორი, რომლის განცხადებით, დაზიანებული კერების აღდგენა დროულად მოხდება. ,,ჩემი ინფორმაციით, გადაბმის ადგილებია დაზიანებული, წნევამ ვერ გაუძლო და ამოხეთქა წყალმა," - აღნიშნავს ,,სოფლის წყალის" დირექტორი. აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. კასპის მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს...
გორის მუნციიპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, გორის მუნციიპალიტეტის სოფლების, სათემო - ციცაგიაანთკარი - ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტო - ბეტონის დაგებას შპს „საგზაო სამმართველო №1“ სექტემბერში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 1 442 000 ლარია. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ამასთან, ნინოშვილის ქუჩის რებილიტაცია, რომელსაც შპს „შარა“ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის სივრცითი დაგეგმარებისა და განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს გერმანელი არქიტექტორი, პროფესორი და ექსპერტი კრისტიანე ვრაგე, რომელიც მერიის მოწვევით ჩამოვიდა. კრისტიანე ვრაგეს განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში დეტალურად შეისწავლის გურჯაანს და ანალიზის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორ გამოიყენოს მერიამ თანამედროვე მეთოდოლოგიები ქალაქის დაგეგმარების პროცესში. „გურჯაანს აქვს თავისებური მდებარეობა და აგრეთვე ისტორიული მნიშვნელობა. ქალაქი...
გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგნეტოს" დირექტორმა, მომღერალმა გიორგი ნადიბაიძემ თანამდებობა დატოვა. ნადიბაიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. "ჩემი ინიციტივით დავწერე განცხადება. გირჩევთ, ნუ დაიწყებთ იმის ძიებას, რომ თითქოს რაიმე გაუგებრობა იყო. უბრალოდ მივხვდი, რომ სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ მრჩებოდა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე დავუბრუნდები იმ სფეროს, რომელშიც აქამდე ვმოღვაწეობდი", -...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო და სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ჩხენკელის თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა. "ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3...
წინა სტატია ახალ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა, მათ შორის, ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ იგივე წერია, რაც წინა სამთავრობო პროგრამაში ეწერა. "შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები. ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გაუმჯობესდება ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრისა და შესაბამისი ახალგაზრდული სერვისების შექმნის პროცესი. გაგრძელდება ახალგაზრდული სამოქმედო გეგმების შემუშავება და...
ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, ისტორიული მუზეუმისა და ახალაშენებული იუსტიციის სახლის სიახლოვეს, ბეტონით შემოსაზღვრულ უძველეს აბანოს ნაშთებს გადააწყდებით. ერთი შეხედვით შეიძლება ვერც შეამჩნიოთ მისი არსებობა, ვინაიდან მშენებლობის დროს შემთხვევით აღმოჩენილ ამ ისტორიულ ძეგლს, სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიექცა სათანადო ყურადღება და საუკუნეების მანძილზე მიწის ქვეშ შემონახული ეს ნანგრევები დღეს კვლავ მიწით იფარება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ამ უძველესი აბანოს ნაშთების გადასარჩენად...
რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების შესაძლო გაერთიანებას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მაია ცქიტიშვილის თქმით, ის ახლა წარმოდგენილია, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი. ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ბახტაძის ახალ კაბინეტშიც გააგრძელებს მუშაობას. "ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება. რეგიონული განვითარების სამინისტროს ძალიან დიდი პორტფელი აქვს და...
მთავარი სიახლე, რაც ახალ სამთავრობო პროგრამაშია, მცირე მთავრობის ჩამოყალიბებაა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ მთავრობა 14-დან 11-მდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. ის იმედოვნებს, რომ ახალი სტრუქტურა 2-3 კვირაში ჩამოყალიბდება. მცირე მთავრობის კონცეფციის ნაწილში თვითმმართველობებში დაგეგმილ სიახლეებზეც ვკითხულობთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თვითმმართველობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები წინა სამთავრობო პროგრამიდან უცვლელადაა გადატანილი. "გაძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობა. მცირე, მოქნილი და ეფექტიანი მუნიციპალური მმართველობის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაიზრდება მუნიციპალიტეტების...
საქართველოს ბანკი განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლებას მოიცავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობაა დაგეგმილი. ბანკის ინფორმაციით, პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე,...
ახალციხეში, მარდის დასახლებაში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე, სანიაღვრე არხზე მეტი ცარიელი ადგილები გაჩნდა. აქ ცხაურების ნაწილი აღარ არის და რაც შემორჩა დაზიანებულია. ახალციხის მერიაში ერთი თვის წინ განაცხადეს, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეკეთებას, გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიას დაავალებდნენ, თუმცა, დასახლებაში ცხაურები ამ დრომდე დაზიანებულია. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალი სათავრობო პროგრამის მიხედვით, ისევე, როგორც წინა სამთავრობო პროგრამით, მთავრობა კვლავ იღებს ვალდებულებას, რომ განავითარებს რეგიონებს, აღმოფხვრის მათ შორის უთანასწორობას, დანერგავს ახალ, ინოვაციურ სისტემებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში რეგიონების როლის ზრდას განაპირობებს. "საქართველოს მთავრობას აქვს რეგიონული განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარების გათანაბრების პოლიტიკის მიდგომებს. ეს გულისხმობს ინტეგრირებულ, დარგთაშორის და ტერიტორიაზე მორგებულ დაგეგმვას და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ