წინა სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" დაამტკიცა. პროგრამა, რომლითაც 2018-2020 წლებში მთავრობამ უნდა იმუშაოს, თვითმმართველობის, რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხებსაც მოიცავს. წარმოგიდგენთ, თუ კონკრეტულად რა ორწლიანი ვალდებულება აიღო ახალმა სამთავრობო გუნდმა ამ მიმართულებით: რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა "საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის რეგიონების განვითარება, მათ შორის, უთანასწორობის აღმოფხვრა, ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი მომსახურების...
ახალი მთავრობა 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ დამტკიცებულია. პარლამენტმა, ასევე, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო პროგრამასაც. ახალი სტრუქტურით, მთავრობაში, პრემიერის გარდა, 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა კი ასეთია: პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; საგარეო საქმეთა...
ზაზა გაბუნიამ ეკონომიკის მინისტრს რეგიონებში მოქალაქეების მხარდასაჭერად ინიციატივა შესთავაზა. გაბუნიას ინიციატივაა, რომ სამინისტროში არსებული პროგრამების დაიგეგმვისას რეგიონული და ტერიტორიული კომპონენტი გაითვალისწინონ. დეპუტატის მიიჩნევს, რომ ასე რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი ადგილები გახდება. “ჩვენ გვყავს იმედის მომცემი მოქალაქეები, ღირებულებების მქონე და საინტერესო ადამიანები, რომლებიც იღებენ შანსს, რომ გამოიყენონ ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თითქმის ყოველკვირეულად ვეცნობი ასეთ ადამიანებს საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, სოფელ გეგელიძეებში თამარ...
წინა სტატია "ვფიქრობთ, რეგფონდის ფარგლებში გამოვყოთ პროგრამა, სადაც 50 ათას ლარამდე პროექტები შევა და ამ მიმართულებით პრიორიტეტები სოფლის მოსახლეობის მიერ დადგინდება", – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა დეპუტატ სულხან მახათაძის შეკითხვას. მახათაძეს აინტერესებდა, აღდგება თუ არა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მთავრობამ 2016 წლის ბოლოს მოულოდნელად და ყოველგვარი ახნის გარეშე გააუქმა. ცქიტიშვილის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის...
"კვირიკაშვილს წინა პროგრამაში ეწერა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა. ახალ პროგრამაში ყველაფერი გადმოტანილია ამ წინადადების გარდა, რატომ წაშალეთ, არ გაქვთ იმედი, რომ ამ სიგრძის გზას დააგებთ?" – ჰკითხა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. ზურაბ ჭიაბერაშვილის...
"ჩემი საქმეა კორუფციული რისკების პრევენცია, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე", - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ ოთარ კახიძეს სამინისტროში კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. "გუშინ საკომიტეტო განხილვაზე თქვენ თქვით, რომ სამინისტროში დაგხვდათ საქმეები, სადაც შეიმჩნევა გარკვეული გარიგებების ნიშნები. თუ შეიძლება, დააკონკრეტოთ, რა ტიპის გარიგებებზეა საუბარი, რა მასშტაბის თანხებს უკავშირდება ეს გარიგებები და...
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ. ცქიტიშვილმა ეს დაპირება დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ გააკეთა. ბოლქვაძე დაინტერესდა, როდის გადაწყდება ხულო-ადიგენისა და ხულო-ბათუმის გზებზე არსებული ვითარება. ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული, რომელთანაც მიმდინარეობს ხელმოწერის პროცედურები და შესაბამისად,...
მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის პირობები შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცებისას განაცხადა. მისი თქმით, მორატორიუმის პირობები უნდა შეიცვალოს ისე, რომ, ვიდრე გენგეგმის შემუშავება დასრულდება, მცხეთაში ცხოვრება მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული იყოს. ცქიტიშვილის ინფორმაციით, გენგეგმის შექმნაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. "ნებისმიერი გენგეგმის შემუშავება მოხდება მოსახლეობისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით. ვეცდებით, რომ...
წინა სტატია "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში საქართველოს ყველაზე დიდმა თვითმმართველმა ერთეულმა - თბილისმა 2017 წლის სამოქმედო გეგმით აღებული ხუთი ვალდებულებიდან მხოლოდ ერთი და ისიც - ნაწილობრივ შეასრულა. ვალდებულებები, რომელიც წინა მერის, ნარმანიას დროს იყო აღებული და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად, ერთი წლის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არა...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, ხიდზე ასფალტის საფარი გამოიცვალა, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა, შეიღება მოაჯირები და განახლდა განათების სისტემა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა. ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი, ხოლო...
კორუფციის რისკების დაზღვევაში ტექნიკური საბჭო დაგვეხმარება, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ გიგა ბოკერიას, რომელმაც უწყებაში კორუფციის რისკებსა და საჯარო სექტორიდან თანამდებობის პირების კერძო კომპანიებში გადასვლის პრაქტიკასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა. "ეს პრაქტიკა, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. მე უფრო ის რისკები მაინტერესებს, რომლებიც დასაცავი და გამოსაკვლევია, უფრო სწორად, რომლის შეზღუდვა...
კახეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად პროექტების შესრულებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით, - ასე უპასუხა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილის შეკითხვას. "ბევრი დაწყებული პროექტი ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახლებული მენეჯმენტი, სადაც ჩვენ ცვლილებები უკვე განვახორციელეთ და კიდევ ვგეგმავთ, ამჟამად ბევრ პროექტზე მუშაობს. იმედი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა. რეგიონებში კლასტერული განვითარების კვლევის შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვას მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული მაგალითებით უპასუხა. „აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, სადაც გამოყოფილია 3 კლასტერი. პირველი: კახეთში - თელავი-ახმეტის ; მეორე სამეგრელოში - ზუგდიდი-მარტვილისა და მესამე - ზუგდიდი-მესტია-უშგულის. ამ კლასტერებში იგეგმება როგორც...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სივრცითი დაგეგმარების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებეზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტაციის შემუშავება ახმეტის, თუშეთის, რაჭის, უშგულის მუნიციპალიტეტებში, კურორტ ლებარდეზე. ასევე დასკვნით ეტაპზეა მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსი. "სამინისტროში გადმოვიდა სივრცითი დაგეგმარების ფუნქცია და ჩვენ ბუნებრივია ვეცდებით მაქსიმალურად ორგანულად განვითარდეს ეს ფუნქცია რეგიონების განვითარების...
საბავშვო ბაღების დირექტორებმა აღსაზრდელების მშობლებს, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას, მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრების კვირეული ვაკის რაიონის ბაღებმა დაასრულეს. ვაკის რაიონში მდებარე თოთხმეტი ბაგა-ბაღის დირექტორი N83 ბაგა-ბაღში შეიკრიბა, სადაც მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ინდივიდუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. „ამ პროექტის მიზანია ბაგა-ბაღებისა და სააგენტოს მხრიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ