არასამთავრობო ორგანიზაცია  „ეკოხედვის“  ინფორმაციით, თბილისში მწვანე ნარგავებს 8 106 ჰექტარი უკავია.  2016 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით,  1 070 ჰექტარი მერიის განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს. “ეკოხედვის“ წარმომადგენლის ნინო სულხანიშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ  ქალაქში ჰაერის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს, ერთ სულ მოსახლეოზე ნარგავების რაოდენობამ  15 მ2 უნდა შეადგინოს.  სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით,  თბილისში ერტ სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების მოცულობა...
ახალციხეში 34 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მოსამზადებლად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 10 508 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საცხოვრებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია ახალციხის ხუთ ქუჩაზე იგეგმება. საპროექტო დოკუმენტები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ასპინძის ქუჩა – N26, N28, N30, N34, N36, N38, N40; რუსთაველის ქუჩა – N95, N99ა, N101, N103, N105, N107; ცხრა...
დადიანების სასახლის ეზოში, 25 ივლისს, დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ!“ გაიმართება. ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების არაფორმალურ გარემოში შეხვედრა. პარალელურად, გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვაც. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება და დასრულდება 22 საათზე, კონცერტით. დასაქმების ფესტივალში მონაწილეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და თან იქონიონ რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს. ღონისძიება ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის...
წინა სტატია მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. როგორც ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო საქმის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში იმედოვნებენ, რომ მარნეულის მერი თანამდებობას დაუბრუნდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ...
მითი მაღალჩინონსების ხელშეუხებლობის დაიმსხვრა - დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - მიმდინარე წლის მარტში დაწყებული გამოძებია გადამწყვეტ ფაზაშია. პროკურატურა ჯერ-ჯერობით საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, მედია კი მითვისებულ მილიონებზე წერს. მთავარმა პროკურატურამ გამოძება 5 თვის წინ მოქედი მინისტრების წინააღმდეგ დაიწყო.  https://www.youtube.com/watch?v=dISmHyUBlyY&feature=youtu.be 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება...
კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასალის ქუჩის N32-ში, საბავშვო სივრცის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები განთავსდება, ხოლო 65 კვ.მ-ზე კაუჩუკის საფარი დაიგება. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, 200 კვ.მ ბეტონის დეკორატიული ფილებით მოეწყობა, ხოლო,  45კვ.მ-ზე დამცავი მოაჯირი დამონტაჟდება. "სამუშაოებს, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს, შპს „კგა“ მიმდინარე თვის ბოლოს დაასრულებს", - აცხადებენ გამგეობაში.
კრწანისის რაიონში, გრიშაშვილის ქუჩის N39-ში, ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მიმდინარებს. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე არსებული საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, 80 კვ.მ-ზე ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო 16 ბოლარდი და ამ ეტაპზე, ექვსი გრძივი მეტრი მოაჯირის მონტაჟი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „პრიორიტეტი +“ და შპს „კგა“ მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობას ყოველწლიურად იკვლევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა, რომელსაც აწყდებიან, ბიუროების თანამშრომლებთან დაკავშირება და მათი საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მიღებაა. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მკვლევარის, თამარ ტატანაშვილის თქმით, ბიუროების საქმინაობა მხოლოდ მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის შუამავლის ფუნქციით შემოიფარგლება და საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებზე. „ძალიან რთულია და...
ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ცნობით, არსებული სკვერები ახლებურად დააგეგმარეს და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. დასასვენებელ სივრცეებში კი, ბაზალტის ქვის ბილიკები, ლითონის ღობე და სათამაშო ზონები მოაწყეს, ამასთან,  დამონტაჟეს გარეგანათების ქსელი და ჩაატარეს გამწვანების სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 82 298 ლარი დაიხარჯა. "ვანდალიზმის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა დედაქალაქის მასშტაბით და ჩვენი თხოვნა იქნება, გავუფრთხილდეთ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ა(ა)იპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი სოლომნიშვილი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა "ილიას ტბის" მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რომლის სანაცვლოდ მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. დიმიტრი სოლომნიშვილის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერების მოწყობა-განახლება მიმდინარეობს. ახალი სკვერები ნუცუბიძის IV მ/რ-ის 36-ე კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-2 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა. გამგეობის ცნობით, დასასვენებელ სივრცეებში საბავშვო-გასართობი მოედნები და ფანჩატურები განთავსდება. ასევე, მოეწყობა სავალი ბილიკები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სკვერები გამწვანდება და განათდება. "ახალი სკვერების გარდა, ნუცუბიძის IV მ/რ-ის 24-ე კორპუსის ტერიტორიაზე არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს", - აცხადებენ გამგეობაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი „ეროვნული ძალის“ მიერ 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც კურორტ "ახტალაზე" მეჩეთი შეიძლება აშენდეს. ამის შესახებ "კახეთის ხმა" წერს. არჩილ ხანდამაშვილი ირწმუნება, რომ კურორტზე მეჩეთი არ აშენდება. მერის ინფორმაციით, ინვესტორი დაინტერესებულია, გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა, უმასპინძლებს ვიზიტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან. "ინვესტორმა 48 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს...
ისნის რაიონში, მათიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოები პირველად, 1 610 მ2 ფართობზე ხორციელდება. მათ შორის, ეწყობა 99 გრძივი მეტრი ბორდიური. პროექტის ბოლო ეტაპზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს ისნის რაიონის დაკვეთით, შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 44 350 ლარია. მათიაშვილის ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. "პროექტის...
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზა შესაძლოა 4-ზოლიანი გახდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში პროექტირება უკვე დასრულებულია. ინფორმაციას allnews-ი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ პროექტირება სახელმწიფომ დააფინანსა, რაც შეეხება მშენებლობის დაფინანსებას ეს ამ წლის ბიუჯეტის გეგმაში არ დევს: "საერთაშორისო დაფინანსებაც არ გვაქვს ჯერ. ამიტომაც ვართ თანხების მოძიების პროცესში", - თქვეს საავტომობილო გზების დეპატრამენტში. ქუთაისის შემოვლით გზაზე 2017 წელს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლებიც ფატალურად დასრულდა. ამის...
საბურთალოს რაიონში, 5 მისამართზე, სპორტული მოედანების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, შარტავას ქუჩა N18, პეკინის გამზირის N31, თოფურიას ქუჩა N12, პეტრიწის ქუჩა N12 და ყაზბეგის გამზირის N29ა კორპუსების მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე ჰქონდეთ და სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. ნოემბრის ბოლომდე კი, დაახლოებით, 20-მდე სპორტული სივრცე მოეწყობა. ასევე, მოსახლეობის თხოვნით, 13 მისამართზე...
აგვისტოს დასაწყისში კახეთში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო "ჯეონატურალსი“ გაიხსნება. ახალი საწარმო სოფელ გამარჯვებაში 800 კვადრატულ ფართობზე განთავსდება და აგვისტოს ბოლოს მომხმარებლებს მზა სადილებს ე.წ ევრო ქილებში შესთავაზებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. "მზა სადილები დამზადებული იქნება საქონლის ხორცისგან და სხვადასხვა კუთხის ქართული სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. პირველი ეტაპისთვის მომხმარებლებს ნიგვზიან ხარჩოს მეგრულად, საქონლის ხორცის ფლავს კახურად, ყალიას იმერულად და ქათმის ჩახოხბილს შევთავაზებთ“.- აცხადებს "ჯეონატურალსის“...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ